x
Mortal Kombat - ს ა ს ი კ ვ დ ი ლ ო ბ რ ძ ო ლ ა

imageMortal Kombat - იგივე "სასიკვდილო ბრძოლა". ლეგენდარული ფილმი გადაღებული მისივე საბრძოლო ჟანრის ვიდეო თამაშის მიხედვით. მსოფლიოს მასშტაბით მას ასეულობით მილიონი თაყვანისმცემელი ჰყავს, როგორც ვიდეო თამაშის ასევე ფილმების განხრითაც.

Mortal Kombat არის პირველი მხატვრული ფილმი კინოინდუსტრიაში, რომელმაც წარმატება და აღიარება ჰპოვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სანამ ამ ფილმს გადაიღებდნენ მანამდე არსებობდა რამდენიმე მხატვრული ფილმი ვიდეო თამაშების მიხედვით, რომლებსაც დიდი ჩავარდნა ჰქონდათ მსოფლიო კინობაზარზე. ეს ფილმები იყო: Double Dragon, Super Mario Bros და Street Fighter ჟან-კლოდ ვანდამის მონაწილეობით. ამ უკანასკნელს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მოლოდინმა არ გაამართლა და ფილმმა სრული კრახი განიცადა. შექმნილი ვითარებით ყველა დარწმუნებული იყო, რომ Mortal Kombat-საც იგივე ბედი ელოდა, რადგან მას არცერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი არ ჰყავდა, არც მთავარი მოქმედი გმირი იყო ამერიკელი რაც 90-იანი წლებისთვის აუცილებელი პირობა იყო რათა ჰოლივუდურ ფილმს მოგება ენახა და არც რეჟისორი გახლდათ ცნობილი. ის ჯერ კიდევ 28 წლის დამწყები რეჟისორი იყო სახელად პოლ ანდერსონი, რომელსაც ეკუთვნის ისეთი ფილმები როგორებიცაა Resident Evil, Alien vs Predator, Death Race. თავად რეჟისორსაც კი არ ეჯერა თავისივე ფილმის წარმატების და იმდენად შეშინდა, რომ ფილმის პრემიერასაც კი არ დაესწრო, რათა უამრავი შენიშვნა, საყვედური და ლანძღვა არ მოესმინა. საინტერესო ისაა, რომ ფილმის მსვლელობის დროს კინოთეატრში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა მაყურებლების მხრიდან, რადგან ყველა დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყო. ამის შემსწრე ფილმის პროდიუსერმა მაშინვე დაურეკა რეჟისორს რათა ეთქვა თუ რა ხდებოდა კინოდარბაზში და როგორი მოწონება დაიმსახურა მის მიერ გადაღებულმა ფილმმა. რეჟისორის სიხარულს, გაკვირვებას და გაოცებას კი საზღვარი არ ჰქონდა. ფილმი მაშინვე გაჰიტდა და 90-ან წლებში Mortal Kombat იყო პირველი, რომელმაც შეძლო სამი კვირის მანძილზე ყოფილიყო პირველ ადგილზე როგორც ყველაზე მოთხოვნადი, ყურებადი და გაყიდვადი ფილმი.

23 აპრილი არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღემდე ამ ფილმის ფანები არიან და უკვე 30 წელია ამ ფილმის სიქველს, რიმეიქსა თუ რებუტს ელოდებიან, რადგან 23 აპრილს შედგება პრემიერა ახალი Mortal Kombat-ის.


ავტორი: ბესო ჭიკაიძე

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0