x
მნიშვნელოვანი თარიღები ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრებაში
image

ზიგმუნდ ფროიდი (1856-1939) იყო ავსტრიელი ფსიქოლოგი, რომელიც ფსიქოანალიზის მამად ითვლება. მან დაწერა მრავალი წიგნი და ნაშრომი ფსიქოლოგიის შესახებ და თავს უფრო მეცნიერად თვლიდა, ვიდრე ექიმად. ზიგმუნდ ფროიდის ნამუშევრებმა და თეორიებმა ხელი შეუწყო ბავშვობაზე, პიროვნებაზე, მეხსიერებაზე, სექსუალობასა და თერაპიაზე ჩვენი შეხედულებების ჩამოყალიბებას. 2001 წელს ჟურნალმა „Time“-მა ფროიდი მოიხსენია, როგორც გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოაზროვნე. მიუხედავად იმისა, რომ მისი თეორიები მნიშვნელოვანი დავისა და კამათის საგანი იყო, მისი გავლენა ფსიქოლოგიაზე, თერაპიასა და კულტურაზე უდავოა.


ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი თარიღები


1856 –6 მაისს ზიგმუნდ ფროიდი დაიბადა ფრაიბერგში, მორავიაში, ამჟამინდელი ჩეხეთის რესპუბლიკის ნაწილში.მისი მშობლები იყვნენ იაკობი და ამალია. 40 წლის ასაკში იაკობს უკვე ორი შვილი ჰყავდა წინა ქორწინებიდან, მაგრამ ზიგმუნდი იყო 21 წლის ამალიას პირველი შვილი.

1860 –მამის ბიზნესის წარუმატებლობის შემდეგ, ეკონომიკური პრობლემების გამო, ფროიდის ოჯახი გადავიდა ავსტრიაში, ვენაში, და დასახლდა ლეოპოლდშტადტის ებრაულ სამეზობლოში.


1865 –დაიწყო სწავლა გიმნაზიაში.

1873 –დაამთავრა საშუალო სკოლა და მედიცინის სწავლა დაიწყო ვენის უნივერსიტეტში.

1875 –შეიცვალა სახელი სიგიზმუნდიდან (Sigismund) ზიგმუნდად (Sigmund).

1881 –მიიღო დოქტორის ხარისხი მედიცინაში.

1884 –დაიწყო კოკაინის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ეფექტების შესწავლა.

1885 –მუშაობდა სალპეტერიეს საავადმყოფოში ჟან მარტინ შარკოსთან ერთად ისტერიასა და ჰიპნოზზე.

1886 –დაიწყო საკუთარი პირადი პრაქტიკა და დაქორწინდა მართა ბერნაისზე.

1887 –დაიბადა მისი ქალიშვილი მატილდა (1887-1978) და ფროიდი პირველად შეხვდა ვილჰელმ ფლიესს.

1889 –დაიბადა ჟან მარტინი (1889-1967). ბიჭს სახელი ფროიდის ადრეული მენტორის, ჟან მარტინ შარკოს საპატივცემულოდ დაარქვეს.

1891 –დაიბადა ოლივერი (1891-1969).

1892 –იოზეფ ბროიერი აღწერს ანა ო.-ს საქმეს ფროიდთან ერთად. ასევე დაიბადა ფროიდის ვაჟი ერნსტი (1892-1970).

1893 –დაიწყო მისი „ცდუნების“ თეორიის ფორმულირება. დაიბადა სოფი (1893-1920).

1895 –გამოქვეყნდა კვლევები ბროუერთან ერთად ისტერიის შესახებ. დაიბადა ანა ფროიდი (1895-1982).

1896 –პირველად გამოიყენა ტერმინი ფსიქოანალიზი „Zur Ätiologie der Hysterie“-ში. მისი მამა, იაკობი, ამავე წელს გარდაიცვალა.

1900 – გამოქვეყნდა „The Interpretation of Dreams“.

1901 –გამოქვეყნდა „The Psychopathology of Everyday Life“.

1905 –გამოქვეყნდა „Three Essays on Sexuality“.

1906 – დაიწყო მიმოწერა კარლ გუსტავ იუნგთან.

1907 –ფროიდი და იუნგი პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს.

1908 –ზალცბურგში ჩატარდა ფსიქოანალიზის პირველი საერთაშორისო კონგრესი.

1909 – ფროიდი პირველად და უკანასკნელად ჩავიდა შეერთებულ შტატებში კარლ იუნგთან და სანდორ ფერენცთან ერთად. იგი მიიწვია გ. სტენლი ჰოლმა, კლარკის უნივერსიტეტში, სტუმრებისთვის ლექციების სერიის წარსადგენად.

1913 –იუნგმა და ფროიდმა გაწყვიტეს ურთიერთობა. გამოიცა ფროიდის წიგნი "Totem and Taboo".

1920 –გამოიცა „Beyond the Pleasure Principle“, რომელშიც შეტანილი იქნა მისი კონცეფცია სიკვდილის ინსტინქტის შესახებ.

1922 –დაიბადა მისი შვილიშვილი, ცნობილი მხატვარი, ლუსიან ფროიდი.

1923 –გამოქვეყნდა „The Ego and the Id“ და ფროიდს დაუსვეს ყბის კიბოს დიაგნოზი.

1930 –გარდაიცვალა ფროიდის დედა. გამოქვეყნდა „Civilization and its Discontents”.

1933 –მიმოწერა ჰქონდა ალბერტ აინშტაინთან . ნაცისტებმა საჯაროდ დაწვეს ფროიდის ზოგიერთი წიგნი, რადგან ის ებრაელი იყო.

1938 –ანა ფროიდი დააპატიმრა და დაკითხა გესტაპომ, ამიტომ ზიგმუნდი მეუღლესთან და ანასთან ერთად ლონდონში გაიქცა საცხოვრებლად.

1939 –ზიგმუნდ ფროიდი კიბოთი გარდაიცვალა 23 სექტემბერს ლონდონში.


0
39
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე ჯინჭარაძე
ელენე ჯინჭარაძე
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0