x
ყველაფერი, რაც ვიდეო თამაშებზე დამოკიდებულების შესახებ უნდა ვიცოდეთ

image


ვიდეო თამაშებზე დამოკიდებულება კომპულსიური და არაკონტროლირებადი მოვლენაა, რომელიც იწვევს უამრავ პრობლემას ადამიანის ცხოვრებაში. ხშირად, მას კომპიუტერზე ან ინტერნეტზე დამოკიდებულებას ვეძახით. ვიდეო თამაშებზე დამოკიდებულება უფრო და უფრო მეტ პრობლემას უჩენს მშობლებს, რადგან ისინი ყოველდღიურად უფრო ხელმისაწვდომი ხდება ბავშვებისთვის.


შესავალი


ვიდეო თამაშები მოიცავს კომპიუტერის, კონსოლის, აპარატისა და მობილურის თამაშებს. თამაშებმა ისეთ სოციალურ ქსელებშიც შეაღწიეს, როგორიცაა "Facebook".


1950-იანი წლების შემდგომ ვიდეო თამაშები გადაიქცა მულტი-მილიარდულ ინდუსტრიად. ექსპერტებს აღელვებთ ამ პროცესის ხანგრძლივი შედეგების გავლენა ბავშებსა და მოზარდებზე. ძირითადი შეკითხვებია:

1.არის თუ არა ვიდეო თამაშები საზიანო?
2.იწვევს თუ არა ძალადობრივი ვიდეო თამაშები აგრესიას?
3.არის თუ არა ვიდეო თამაშები დამოკიდებულების გამომწვევი?

მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე ჯერჯერობით ბოლომდე არ არის დასრულებული კვლევები, ექსპერტები თანმხდებიან, რომ ვიდეო თამაშები არის საზიანო, შეიძლება გამოიწვიოს აგრესია და იყოს დამოკიდებულების გამომწვევი. თუმცა, ზემოთ ნახსენები ეფექტები დამოკიდებულია კონკრეტულ მოთამაშესა და სხვა ფაქტორებზე.


დამოკიდებულების ნიშნები


კვლევები აჩვენებს, რომ მოთამაშეების 1-16 % აკმაყოფილებს დამოკიდებულების კრიტერიუმს. როგორც ყველა დამოკიდებულების დროს, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სხვა ასპექტებიც და ჩვენი ან ჩვენი შვილის დამოკიდებულება ვიდეო თამაშებზე მხოლოდ კომპიუტერთან გატარებული დროის მიხედვით არ შევაფასოთ. ზოგადად, კომპიუტერული თამაშები არ არის საზიანო, თუ გამოყენებულია მხოლოდ გართობისა და დასვენებისთვის. დამოკიდებული ადამიანი თითქოს თამაშში იწყებს ცხოვრებას და ეთიშება რეალურ სამყაროს, უგულებელყოფს რა მნიშვნელოვან მოვლენებს თავის ცხოვრებაში.

ვიდეო თამაშებისადმი დამოკიდებულება უფრო ხშირად გვხვდება ისეთ მოთამაშეებში, რომლებიც მულტიფლეიერის სტილის თამაშებს თამაშობენ. ასეთი თამაშები შეადგენენ მთლიანი ინდუსტრიის 25%-ს და მათი პოპულარობის მიზეზი არის ის, რომ ისინი არის ძალიან ინტერაქციული, კონკურენტული და რეალურად ასახავს ნამდვილ სამყაროს.


არის თუ არა ეს ნამდვილად დამოკიდებულება?


როგორც ყველა ქცევითი დამოკიდებულება, ვიდეო თამაშებზე დამოკიდებულებაც მეტად სადავო საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ კვლევები გვიჩვენებს თამაშების საზიანო და შემაშინებელ ეფექტებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა მოთამაშეებში, ეს ხანგრძლივი კვლევები ჯერ კიდევ არ არის იმ ეტაპზე, რომ გადაჭრით ვილაპარაკოთ ვიდეო თამაშების დამოკიდებულებაზე.
ვიდეო თამაშების ინდუსტრიის წარმომადგენლები მიმართავენ აგრესიულ მარკეტინგს და არაა გასაკვირი, რომ აქვეყნებენ ისეთ კვლევებს, სადაც თამაშების მიმართ დამოკიდებულება არ ვლინდება. თუმცა, ამერიკული მედიცინის ასოციაცია მაინც მკაფიოდ აფიქსირებს თავის აზრს ვიდეო თამაშების საზიანო ეფექტებთან დაკავშირებით და გამაფრთხილებელ განცხადებებს ავრცელებს.

ინტერნეტ თამაშების აშლილობა (Internet Gaming Disorder) უკვე შეტანილია დიაგნოსტიკის და სტატისტიკის ცნობარის მეხუთე გამოცემაში (Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders (DSM–5)), როგორც მდგომარეობა, რომელზეც კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ვიდეო თამაშებზე დამოკიდებულება ჯერ კიდევ სრულად არ ითვლება აშლილობად.


მსგავსება სხვა დამოკიდებულებებთან


ვიდეო თამაშებზე დამოკიდებულება სხვა დამოკიდებულებების მსგავსია თამაშში გატარებული დროით, თამაშისადმი ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობით და სოციალური იზოლაციით. "ტელეგრაფის" ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ გადამეტებული თამაში იგივე გავლენას ახდენს ბავშვის ტვინზე, როგორსაც მოახდენდა ალკოჰოლი ან ნარკოტიკი. სტატიაში განხილული მთავარი პრობლემაა დაჯილდოების სისტემა, რომელიც გადამეტებულად მგრძნობიარეს ხდის ბავშვებს, რამაც შეიძლება მოზარდობაში ნაკორტიკზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულება გამოიწვიოს.

საზიანო ეფექტები

1. იზრდება აგრესიული ფიქრები და ქცევები, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში.
2. იზრდება რისკი ფოტოსენსიტიური ეპილეფსიის, ზედატანის ძვალკუნთოვანი აშლილობის და მომატებული მეტაბოლიზმის.
3. ამცირებს პრო-სოციალურ ქცევებს და სოციალურ ინტერაქციებს.

კვლევები ამტკიცებს, რომ ვიდეო თამაშებზე დამოკიდებული ადამიენები მიდრეკილი არიან, რომ ახასიათებდეთ მენტალური მდგომარეობის და კოგნიტური ფუნქციების გაუარესება, ყურადღების დეფიციტის სინდრომი, ემოციური არასტაბილურობა, დეპრესიული და შფოთვითი აშლილობები და სოციალური იზოლაცია.

0
99
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე ჯინჭარაძე
ელენე ჯინჭარაძე
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0