x
10 ყველაზე გავლენიანი ფსიქოლოგი
image


ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში მიმოხილულია 10 გავლენიანი ფსიქოლოგის კარიერა და მათი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ამ სფეროში. ეს სია შემუშავებულია "მე -20 საუკუნის 100 გამოჩენილი ფსიქოლოგის" მკაცრად შემუშავებული კვლევის გამოყენებით. ეს სია სულაც არ არის ამომწურავი, უბრალოდ, ამ ჩამონათვალის მიზანია მიმოიხილოს ზოგიერთი ძირითადი თეორიული მოსაზრება, რომელმაც გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ფსიქოლოგიაზე, არამედ უფრო ფართო კულტურაზეც.



უილიამ ჯემსი (1842-1910)



ფსიქოლოგსა და ფილოსოფოსს უილიამ ჯემსს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ამერიკული ფსიქოლოგიის მამას. მისმა სწავლებამ და ნამუშევრებმა ხელი შეუწყო ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბებას. მის მრავალ მიღწევებს შორის იყო 1200 გვერდიანი წიგნის "ფსიქოლოგიის პრინციპები" გამოქვეყნება, რომელიც სწრაფად იქცა კლასიკურ სახელმძღვანელოდ ამ დარგში.გარდა ამისა, ჯემსმა ხელი შეუწყო ფუნქციონალიზმისა და პრაგმატიზმის ჩამოყალიბებას და უდიდესი გავლენა მოახდინა ფსიქოლოგიის მრავალ სტუდენტზე 35 წლიანი სწავლების განმავლობაში.


ივან პავლოვი (1849-1936)


ივან პავლოვი იყო რუსი ფიზიოლოგი, რომლის კვლევებმა პირობით რეფლექსებსა და კლასიკურ განპირობებულობაზე გავლენა მოახდინა ბიჰევიორიზმის ამაღლებაზე ფსიქოლოგიაში. პავლოვის ექსპერიმენტული მეთოდების დახმარებით ფსიქოლოგები ინტროსპექციიდან და სუბიექტური შეფასებებიდან ქცევის ობიექტურ გაზომვაზე გადავიდნენ.


ზიგმუნდ ფროიდი (1856-1939)


ადამიანებს ფსიქოლოგიაზე საუბრისას, ხშირად მაშინვე ახსენდებათ ზიგმუნდ ფროიდი. მისი ნამუშევრები მხარს უჭერდა რწმენას, რომ ფსიქიკურ დაავადებებს არ აქვს ფიზიოლოგიური მიზეზები. მან ასევე შემოგვთავაზა მტკიცებულებები, რომ კულტურული განსხვავებები გავლენას ახდენს პიროვნების ფსიქოლოგიასა და ქცევაზე. მისმა ნამუშევრებმა ხელი შეუწყო ადამიანის განვითარების, პიროვნების, კლინიკური ფსიქოლოგიისა და პათოლოგიური ფსიქოლოგიის გაგებას.


ჟან პიაჟე (1896-1980)


ჟან პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორიამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ფსიქოლოგიაზე, განსაკუთრებით, ბავშვების ინტელექტუალური ზრდის გაგებაზე. მისმა კვლევებმა ხელი შეუწყო განვითარების ფსიქოლოგიის, კოგნიტური ფსიქოლოგიის, გენეტიკური ეპისტემოლოგიისა და განათლების რეფორმის ზრდას.

ალბერტ აინშტაინმა პიაჟე და მისი დაკვირვებები ბავშვთა ინტელექტუალურ ზრდასა და აზროვნების პროცესებზე აღწერა, როგორც აღმოჩენა და თქვა, "იმდენად მარტივია, რომ მხოლოდ გენიოსს შეეძლო დანახვა."


ლევ ვიგოტსკი (1896-1934)


ლევ ვიგოტსკი იყო რამდენიმე ცნობილი ფსიქოლოგის, მათ შორის, პიაჟეს, ფროიდის, სკინერისა და პავლოვის თანამედროვე, მაგრამ მისმა ნამუშევრებმა, მის სიცოცხლეში, ვერასოდეს მიაღწია იგივე დიდებას. ამის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ მისი ბევრი ნამუშევარი ბოლო დრომდე მიუწვდომელი დარჩა დასავლური სამყაროსთვის.

გასული საუკუნის 60–იანი წლებიდან 90–იანი წლების ჩათვლით, მისი მრავალი ნაწერი ითარგმნა რუსულიდან, მაგრამ მისი ნამუშევრები ძალზე გავლენიანი გახდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, განსაკუთრებით, განათლების ფსიქოლოგიისა და ბავშვის განვითარების სფეროებში.

მიუხედავად იმისა, რომ 38 წლის ასაკში მისმა ნაადრევმა გარდაცვალებამ შეაჩერა მისი მუშაობა, იგი გახდა მე -20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხსენიებული ფსიქოლოგი.



კარლ როჯერსი (1902-1987)


კარლ როჯერსმა ფსიქოლოგთა აქცენტი ადამიანის პოტენციალზე გადაიტანა, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა ფსიქოლოგიასა და განათლების მეცნიერებებზე. იგი იყო ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი დამაარსებელი, ერთ – ერთი მთავარი ჰუმანისტი მოაზროვნე და კლიენტზე ორიენტირებული თერაპიის შემქმნელი.

მისმა ქალიშვილმა, ნატალი როჯერსმა, აღწერა იგი, როგორც თანაგრძნობისა და დემოკრატიული იდეალების ნიმუში საკუთარ ცხოვრებაში და აღნიშნა, რომ ის იყო შესანიშნავი პედაგოგი, მწერალი და თერაპევტი.


ერიკ ერიკსონი (1902-1994)


ერიკ ერიკსონის ფსიქოსოციალური განვითარების სტადიებზე შექმნილმა თეორიამ ხელი შეუწყო მრავალ კვლევას და გაზარდა ინტერესი ადამიანის მთელი სიცოცხლის მანძილზე განვითარების შესახებ. როგორც ეგო-ფსიქოლოგმა, რომელიც ანა ფროიდთან ერთად სწავლობდა, ერიკსონმა გააფართოვა ფსიქოანალიტიკური თეორია მთელი ცხოვრების განმავლობაში, ბავშვობის, მოზრდილობისა და სიბერის მოვლენების შესწავლით.


ბერას ფრედერიკ სკინერი (1904–1990)


სკინერის ერთგულმა ბიჰევიორიზმმა იგი ფსიქოლოგიაში გაბატონებული ძალა გახადა და მისი თეორიების საფუძველზე შემუშავებული თერაპიული ტექნიკები, მაგალითად ქცევითი მოდიფიკაცია, დღესაც ძალიან ფართოდ გამოიყენება. სკინერის სახელი ძირითადად დაკავშირებულია ოპერანტულ განპირობებულობასთან და მის მიერ შემუშავებულ განმამტკიცებლის ცხრილებთან.


ლეონ ფესტინგერი (1919-1989)



ლეონ ფესტინგერმა შეიმუშავა კოგნიტური დისონანსისა და სოციალური შედარების თეორიები იმის ასახსნელად, თუ რა გზით მოქმედებს სოციალური გარემოებები ადამიანის ქცევაზე. კოგნიტური დისონანსი არის დისკომფორტი, რომელსაც გრძნობთ მაშინ, როდესაც ორი ურთიერთსაწინააღმდეგო რწმენა გაქვთ, ან მაგალითად, თქვენი ქცევა არ შეესაბამება თქვენს რწმენას. თქვენ შეიძლება მოწიოთ სიგარეტი, იმის მიუხედავად, რომ იცით, ეს ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ფესტინგერის სოციალური შედარების თეორიაში ნათქვამია, რომ თქვენ აფასებთ საკუთარ თავს სხვასთან შედარებით.ასევე სოციალური შედარების მიზანია ისიც, რომ ეძებთ სხვა ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ თქვენს რწმენებსა და ღირებულებებს.


ალბერტ ბანდურა (1925-)


ალბერტ ბანდურას ნამუშევრები კოგნიტური რევოლუციის ნაწილად ითვლება, რომელიც 1960-იანი წლების ბოლოს დაიწყო. ბანდურას სოციალური დასწავლის თეორია ხაზს უსვამს დაკვირვებით დასწავლის, იმიტაციისა და მოდელირების მნიშვნელობას.


0
146
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე ჯინჭარაძე
ელენე ჯინჭარაძე
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0