x
ფსიქოლოგიური ტრამვის გადამუშავების საფეხურები
image
ფსიქოლოგიური ტრავმა შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ერთჯერადი, ასევე განმეორებითი გამოცდილებით. მატრავმირებელი გამოცდილება ზღუდავს ინდივიდის უნარს, დაძლიოს აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებული აზრები და ემოციები და მოახდინოს მათი ინტეგრირება.

მატრავმირებელი მოვლენა უდიდეს ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის იდენტობაზე, ემოციურ და სულიერ მდგომარეობაზე, სხეულის ფუნქციონირებასა და გუნება განწყობილებაზე.

ფსიქოლოგიური ტრავმის კომპონენტები:

მიუხედავად იმისა, თუ რა არის ტრავმული მოვლენის წყარო, ტრავმა დაკავშირებულია სამ ზოგად ელემენტთან:



  • ის არის მოულოდნელი.

  • პიროვნება მოუმზადებელია მასთან შესახვედრად.

  • პიროვნებისთვის არ არსებობდა მისი წინასწარი აღმოფხვრის მექანიზმი მსგავსი მძიმე გამოცდილებები არის პიროვნების კონტროლს მიღმა.


    არ არსებობს კრიტერიუმი, რომელიც განსაზღვრავს მოვლენის მატრავმირებელ გავლენას კონკრეტულ ინდივიდზე. გავლენის დონე დამოკიდებულია პიროვნების ინდივიდუალურ გამოცდილებაზე და იმ მნიშვნელობაზე, რასაც პიროვნება ანიჭებს ამ გამოცდილებას.


განვიხილავთ ტრავმის გადამუშავების შვიდ საფეხურს, ესენია:

  • შოკი-დამუნჯება

  • უარყოფა

  • დეპრესია

  • შიში

  • ბრაზი

  • მიღება -გაცნობიერება

  • აღდგენის ფაზა


    შოკი-დამუნჯების ფაზა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც პრობლემის წინაშე უშუალოდ აღმოჩენისას პირველი რეაგირება. ამ დროს ძლიერი სტრესის გავლენის ქვეშ მყოფ პიროვნებას ძლიერი ემოციური შოკის გამო უჭირს ინფორმაციის სრული გადამუშავება. იგი იმყოფება ემოციური გაშეშების მდგომარეობაში. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ იგი არის ნეიტრალური, არ გამოხატავს დამოკიდებულებას საკითხის მიმართ. ტიპურ შემთხვევებში ეს მდგომარეობა გრძელდება რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ინდივიდის გვერდით აღმოჩნდეს ადამიანი, ვინც სწორ ემოციურ მხარდაჭერას გაუწევს მას. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ფაზა არ გაგრძელდეს დიდხანს და ინდივიდმა შეძლოს საკუთარი აზრებისა და ემოციების გამოხატვა, გაზიარება, შესაბამისი სოციალური მხარდაჭერის, თანაგრძნობის მიღება გვერდით მყოფებისგან.


    უარყოფის ფაზისთვის დამახასიათებელია პრობლემის არაღიარება. ინდივიდს არ აქვს მიმღებლობა და საკმარისი რესურსი, რათა გაითავისოს მომხდარი და მიიღოს, როგორც აქ და ამჟამად არსებული რამ. აღნიშნული ფაზის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინდივიდის ფსიქოლოგიურ თავისებურებებსა და გარემოდან უკუკავშირის სპეფიციკაზე. უარყოფის ფაზეზე მყოფი მშობლისთვის, რთულია საკუთარი შვილის შეზღუდული შესაძლებლობის ან სპეციალური საჭიროების მიმართ მიმღებლობის ქონდა. ისინი უარყოფენ პრობლემას, რაც რიგ შემთხვევებში ართულებს კომუნიკაციის პროცესს ბაღის თანამშრომლებთან. აღნიშნული მდგომარეობა საკითხისგან თავის არიდების ხარჯზე ეხმარება ადამიანს იმაში, რომ მან თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ უარყოფის ფაზა არ გაგრძელდეს დიდ ხანს, რადგან პრობლემის უარყოფა კრიზისის დაძლევის შემაფერხებელია. ამ დროს ადამიანი არ იღებს პრობლემის გადაჭრისთვის საჭირო ინფორმაციას და ცდილობს მიიღოს არგუმენტები, რომლებიც კიდევ უფრო განამტკიცებს პრობლემის უარყოფას. მნიშვნელოვანია, რომ ირგვლივმყოფების მხრიდან არ მოხდეს პრობლემის უარყოფის განმტკიცება. რეალობასთან ეტაპობრივ და ფრთხილ შეგუებაში დახმარება არის ერთადერთი სწორი სტრატეგია ამ დროს. მნიშვნელოვანია, ამგვარ ემოციური მდგომარეობაში მყოდ ადამიანს ინფორმაცია მიეწოდოს მოზომილად და ეტაპობრივად.

დეპრესიის ფაზისთვის დამახასიათებელია დეპრესიის დიაგნოზის კლინიკური ნიშნები. მათ შორის გამოკვეთილია უიმედობა, მკვეთრად დაწეული, სევდიანი გუნება განწყობილება, დაბალი თვითშეფასება, ძილისა და კვების დარღვევები, ფიქრი თვითმკველობაზე, საკუთარი თავის დადანაშაულება, უმაქნისობის განცდა და აშ. დეპრესიის სიმპტომების დიდი ხნის განმავლობაში არსებობის შემთხვევაში აუცილებელია, ინდივიდმა მიიღოს კომპეტენტური კლინიკური მხარდაჭერა, რაშიც მას დაემარება ფსიქოთერაპევტის და/ან ფსიქიატრის კონსულტაცია. ირგვლივ მყოფების მხრიდან მნიშვნელოვანია ემოციური მხარდაჭერის გამოხატვა, კერძოდ:


  • თანაგრძნობა

  • აქტიური მოსმენა

  • გამოსავლის ძიებაში დახმარება

  • არ გქონდეთ მოლოდინი, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა ძალიან მალე გაივლის

  • არ შეეცადოთ პრობლების გაუფასურებას ინდივიდის თვალში

  • მიაწოდეთ ზომიერი რეკომენდაციები ჯანსაღ კვებასთან და ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებით


    შიშის ფაზა ძირითადად რეალობისა და მომავლის მოვლენების მიმართ ნეგატიური შეფასებებით გამოიხატება. ადამიანი შეიძლება, აღნიშნავდეს ან ფიქრობდეს, რომ წინ მხოლოდ გადაულახავი შიშის მომგვრელი რეალობა ელის. იგი ვერ ხედავს რესურსებს, რომელიც პრობლემის დაძლევაში დაეხმარებოდა. მნიშვნელოვანია ირგვლივმყოფების მხრიდან ემოციური მხარდაჭერა და ზომიერების ფარგლებში გამოსავლის გზების ძიებაში მხარდაჭერა.

    ბრაზის ფაზა შეიძლება, ხასიათდებოდეს ერთგვარი “საბრძოლო შემართებით“. ხშირად ბრაზი უსაფუძვლოა და მიმართულია კონკრეტული პირების მიმართ, ვინც ინდივიდის მიერ მიიჩნევა პრობლემის მიზეზად ან მაპროვოცირებლად. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სამაგიეროს გადახდის, აგრესიული ქმედებების ტენდენციებსაც ინდივიდის მხრიდან. შესაბამისად, ერთ-ერთ სწორ სტრატეგიას ირგვლივმყოფების მხრიდან წარმოადგენს რაციონალური აზროვნების

მხარდაჭერა და საღი აზრის შენარჩუნება პრობლემის ამა თუ იმ გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით. რეკომენდებულია ადამიანს მიეცეს საკუთარი ბრაზისა და ნეგატიური ემოციის ვერბალიზაციის, ე.წ. ორთქლის გამოშვების შესაძლებლობა. ამ სიტუაციაშიც მნიშვნელოვანია ინდივიდთან სწორის მოსმენის სტრატეგიების გამოყენება და ემოციური მხარდაჭერა.

მიღება გაცნობიერების ფაზა ხასიათდება მატრავმირებელი საკითხის მიმართ მიმღებლობის გაზრდით, საღი აზრით და სხვადასხვა პოზიციების მოსმენის, გააზრების, გათვალისწინების თავისებურებებით. ამ ეტაპზე შეგვიძლია თამამად ვესაუბროთ ადამიანს პრობლემაზე, გავუზიაროთ ჩვენი სწორი და ეთიკური პოზიციები ეფექტური კომუნიკაციის სტრაგეგიების სრული გათვალისწინებით.

აღდგენის ფაზა - ინდივიდი იღებს გადაწყვეტილებას, გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც შეუძლია. ეს არის მოქმედების, პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯების განხორციელების ფაზა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ადამიანს უმეტესწილად დაძლეული აქვს ტრავმასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ სწორი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია ადამიანის მხარდაჭერისა და მიღწეული შედეგების შესანარჩუნებლად, რადგან არსებობს არასასურველ ემოციური მდგომარეობაში კვლავ დაბრუნების რისკი.ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ზედა საფეხურებისთვის დამახასიათებელ ემოციებს, ქცევასა და აზრებს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აღდგენის ფაზის შენარჩუნება დამოკიდებულია პიროვნების ფსიქოლოგიურ სტაბილურობასა და გარემოს მხარდამჭერ როლზე. დაეხმარეთ სხვადასხვა აქტივობების განხორციელებასა და პრობლემის მოგვარების ახალი სტრატეგიების დასახვაში. გაუზიარეთ წარმატებული შემთხვევები.

ამრიგად, აღნიშნული ფაზების გარკვეული თანმიმდევრობა გვხვდება ტრავმული გამოცდილების მქონე ადამიანებთან, თუმცა შესაძლოა, თანმიმდევრობა არ იყოს დროში ამგვარად წარმოდგენილი და ეტაპები ურთიერთომონაცვლეობდნენ. მაგალითად ბრაზის საფეხურიდან კვლავ დეპრესიის საფეხურისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლინება იყოს სახეზე და სხვა. ასევე შესაძლებელია, ორი ფაზითვის დამახასიათებელი ნიშნების შერწყმას ჰქონდეს ადგილი. საფეხურების გავლა სრულიად ნორმალური პროცესია და მნიშვნელოვანია ტრავმის დაძლევის გზაზე და მასთან დაკავშრებულ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობებთან გასამკლავებლად.

ამ პროცესის გავლას გარკვეული დრო სჭირდება. ტრავმის საფეხურების წარმატებით გადალახვა ინდივიდს პრობლემის გააზრებაში, აზრებისა და ემოციების რეგულაციასა და შეცვლილ გარემოპირობებთან ადაპტაციაში ეხმარება.ფსი

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო ჭელიძე
ანანო ჭელიძე
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0