ფსიქოლოგია ემოციების როლი სამუშაო სივრცეში 2020, 28 აგვისტო, 20:45 დიდი ხნის განმავლობაში ორგანიზაციული ქცევა მცირე ყურადღებას უთმობდა ემოციებს, ან სრულიად უყურადღებოდ ტოვებდა. ერთის მხრივ ეს გამოწვეული იყო მითით რაციონალობის შესახებ. XIX საუკუნის ბოლოს, მეცნიერული მენეჯმენტის ჩამოყალიბების შემდეგ, სამუშაო ეტიკეტი ემოციების ჩახშობას ითვალისწინებდა. გამეფებული იყო აზრი, რომ ისეთი ემოციები, როგორებიცაა შიში, სიბრაზე, სიყვარული და ა.შ. იყო რაციონალობის ანტითეზა. ამას გარდა არსებობდა რწმენა, რომ ნებისმიერი სახის ემოცია ზიანის მომტანია. როცა მკვლევარები დაფიქრდნენ ემოციებზე, ისინი დაუკვირდნენ ძლიერ უარყოფით ემოციებს (განსაკუთრებით სიბრაზეს), რაც დაქირავებულს ეფექტურად მუშაობაში ხელს უშლის. მათ იშვიათად მიაჩნდათ ემოციები კონტრუქციულად ან მუშაობის ხელშემწყობად. რა თქმა უნდა, ზოგიერთმა ემოციამ შეიძლება დაქირავებული ქმედითობის დონე შეამციროს, მაგრამ ფაქტია, რომ დაქირავებულებს თავისი ემოციები ყოველდღე მიაქვთ სამსახურში და ორგანიზაციული ქცევის არც ერთი კვლევა არ იქნება სრულყოფილი სამუშაო ადგილზე ქცევაზე ემოციების როლის გააზრების გარეშე. ადამიანები, რომლებიც იცნობენ საკუთარ ემოციებს და კარგად ხვდებიან სხვების ემოციებს, შესაძლოა უფრო ეფექტურები იყვნენ თავიანთ სამსახურებში. ეს თემა ემოციური ინტელექტის შესახებ გამოკლევას უდევს საუძვლად, რაც ემოციური სიგნალებისა და ინფორმაციის შემჩნევისა და მართვის შესაძლებლობას წარმოადგენს. ემოციური ინტელექტი 5 განზომილებისგან შედგება:
დასკვნის სახით შესაძლოა ითქვას, რომ ემოციები და განწყობა გავლენას ახდენს სამუშაოს შესრულებაზე. ფაქტობრივად, მას შეუძლია ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებას, განსაკუთრებით, კი უარყოფით ემოციებს. ამიტომაც ცდილობენ ორგანიზაციები, რომ სამუშაო ადგილიდან ემოციები აღმოფხვრან. მაგრამ ემოციები და განწობა სამუშაოს შესრულებასაც უწყობს ხელს. ერთის მხრივ, ემოციებსა და განწყობებს შეუძლია გააძლიეროს ადამიანის აქტიურობა და დაქირავებულებს უკეთესად მუშაობის მოტივაცია მისცეს. მეორე მხრივ კი, ზოგიერთი გრძნობა შეიძლება სამუშაოს მოთხოვნის ნაწილი იყოს. მაგალითად, ლიდერობაში, გაყიდვებსა და მომხმარებელთა მომსახურებაში ემოციების ეფექტურად მართვას ინდივიდების წარმატებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამავე დროს ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, რომელიც თავს არიდებს დადებითი ემოციების გამოვლენას ან დაქირავებულებს აიძულებს ჩაიხშონ უარყოფითი ემოციები, დაინახავს, რომ ორივე შემთხვევა უარყოფით გავლენას ახდენს სამუშაო ძალაზე. 23 შეფასება არ არის
|