x
ბავშვის ფსიქოლოგიის განვითარების ისტორია
ბავშვთა ფსიქოლოგიას უდიდესი როლი აკისრია, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდის მანძილზე ხდება ადამიანის ძირითადი უნარ-ჩვევათა ფორმირება და შესაბამისად მაღალი სენსიტიურობითაც გამოირჩევა. მის ჩამოყალიბებას არ ქონია ერთგვაროვანი და მოკლე გზა, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნია პატარა ჯამები და ჭურჭელი, სათამაშოები, თოჯინები და სხვა საგნები, რაც ადასტურებს, რომ უფროსები ფაქიზად და ზრუნვით ეკიდებოდნენ ბავშვის ფიზიკურ შეზღუდულობასა და ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებს.

ბავშვობა რომ განსაკუთრებული პერიოდია ისტორიული არტეფაქტები და წერილობითი წყაროებიც ცხადყოფს, ბავშვობა ცხოვრების ცალკე პერიოდად განიხილებოდა შუა საუკუნეების ევროპაში მეექვსედან მეთხუთმეტე საუკუნემდე. ამ პერიოდის მხატვრები ბავშვებს უმანკო არსებებად თავისუფალ, მოხერხებულ ტანისამოსში მოთამაშედ და უფროსებისადმი თვალებაპყრობილად გამოსახავდნენ. წერილობით წყაროებში არის ტერმინები და ცნებები, რომელიც 7-8 წლამდე ბავშვებს გამოაცალკევებს სხვა ადამიანებისაგან და მოზარდებს არ განიხილავს სრულად მომწიფებულებად.

ერთი სიტყვით, შუასაუკუნეებში, თუ უფრო ადრე არა, უკვე ცნობილი იყო, რომ ბავშვები ფაქიზი არსებები არიან და ბავშვობა განვითარების განსაკუთრებული პერიოდია. თუმცა ასე არ მიიჩნევდა ყველა, მაგალითად რელიგიურ წყაროებში წინააღმდეგობრივი მოსაზრებებია ბავშვთა არსებითი ბუნების შესახებ. ზოგჯერ ჩვილებს წარმოადგენდნენ ეშმაკისეულად, რომლებსაც ეგზორციზმისა და ბაპტიზმის საშუალებით განწმენდა ესაჭიროებოდათ, ზოგჯერ კი - უმანკო და ანგელოზისებრ არსებებად. ორივე იდეამ მომდევნო საუკუნეებში ბავშვობის შესახებ შეხედულებების ჩამოყალიბებას ჩაუყარა საფუძველი.

განსხვავებით შუა საუკუნეებისგან რეფორმაციის პერიოდი არ მოიაზრებდა მსგავს თბილ, განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ბავშვებთან ვინაიდან მსავსმა შეხედულებამ პურიტანული რწმენიდან პირველ ცოდვად იცვალა სახე. პურიტანული დოქტრინის მიხედვით, ბავშვები ბოროტები და ჯიუტები იყვნენ და ცივილიზაცია ესაჭიროებოდათ. გარყვნილი ბავშვის მოსარჯულებლად მკაცრ, შემზღუდველ აღზრდას მიიჩნევდნენ. ბავშვებს უხეშ, მოუხერხებელ ტანისამოსს აცმევდნენ, რაც მათ უფროსების მსგავს შესახედაობას აძლევდა, ხოლო ურჩებს ყოველდღიურად სცემდნენ პედაგოგები. მიუხედავად იმისა, რომ დასჯა ბავშვის აღზრდაში გაბატონებული ფილოსოფია იყო, შვილების სიყვარული და სითბო ბევრ პურიტან მშობელს დამსჯელი ღონისძიებების გამოყენების საშუალებას არ აძლევდა. ინგლისიდან ამერიკაში ემიგრირებული პურიტანები თვლიდნენ, რომ ბავშვის აღზრდა მათი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვალეობა იყო. თუმცა ბავშვის სულს თავდაპირველი ცოდვით დამძიმებულად მიიჩნევდნენ, ცდილობდნენ შვილებისათვის კარგისა და ცუდის გარჩევა ესწავლებინათ. მათ პირველებმა შექმნეს საკითხავი მასალა ბავშვებისათვის რელიგიური და მორალური იდეალების შესახებ. შვილებისათვის საკუთარი თავის რწმენისა და თვითკონტროლის სწავლების პროცესში პურუტანმა მშობლებმა თანდათანობით თავადაც ისწავლეს სიმკაცრესა და დამთმობლობას შორის წონასწორობის დაცვა. აღნიშნული პერიოდი საკმაოდ მკაცრ მეთოდებს ითვალისწინებს და დღესდღეისობით აკრიტიკებენ კიდეც.


რაც შეეხება მეჩვიდმეტე საუკუნის განმანათლებლობის პერიოდს, ასპარეზზე ჩნდებიან ისეთი ფილოსოფოსები როგორებიც არიან ჯონ ლოკი და ჟან-ჟაკ რუსო. მათმა მოძღვრებამ ღირსებისა და პატივისცემის შესახებ ახალი იდეალები მოიტანა და წინა საუკუნეებთან შედარებით ბავშვობის შესახებ შეხედულებები უფრო ჰუმანური გახდა.

ჯონ ლოკი იყო ბრიტანელი ფილოსოფოსი მისმა გამოქვეყნებულმა ნაწერებმა საფუძველი ჩაუყარა მეოცე საუკუნის ბიჰევიორიზმს. ლოკი ბავშვს ტაბულა რასად (tabula rasa) განიხილავდა, რაც ლათინურად „სუფთა დაფას“ ნიშნავს. მისი აზრით, ბავშვში თავისთავად არაფერია მოცემული და ნებისმიერ გამოცდილებას შეუძლია მისი ხასიათის ჩამოყალიბება. ანუ დაბადებისას მოცემული გვაქვს სუფთა დაფა და ცხოვრების მანძილზე, გამოცდილებისა და აღზრდის შედეგად მასზე „იწერება“ სხვადასხვა ინფორმაცია. ლოკი მშობელს წარმოადგენს რაციონალურ მასწავლებლად, რომელსაც მზრუნველი რჩევა-დარიგებებით, მაგალითებისა და კარგი ქცევის წახალისებით თავისი სურვილისამებრ შეუძლია „გამოძერწოს“ ბავშვი.

ის აღზრდის შესახებ ისეთ რეკომენდაციებს გასცემდა, რომლებსაც დღევანდელი მეცნიერება ეყრდნობა. შეიძლება ითქვას, რომ მან დროს გაუსწრო აღზრდის შესახებ ისეთი რეკომენდაციებით, როგორიცაა მაგალითად, ბავშვების წახალისება არა მატერიალური საგნებით, როორიცაა ფული ან ტკბილეული, არამედ მოწონებითა და შექებით. ის იყო ფიზიკური დასჯის წინააღმდეგი და ამბობდა, რომ „თუ ბავშვს სკოლაში ხშირად სცემენ, მასში წიგნები და მასწავლებლები შიშსა და ბრაზს იწვევს“. ეს მსჯელობა შეგვიძლია დავაკავშიროთ ბიჰევიორიზმთან (დასჯა-წახალისება). ლოკის ფილოსოფიამ ბავშვების მიმართ სიმკაცრე შეცვალა სიკეთითა და თანაგრძნობით.

მისი იდეების მიხედვითის განვითარება არის უწყვეტი პროცესი. ქცევა თანდათანობით ყალიბდება მშობლის მიერ გულისხმიერი, თანმიმდევრული სწავლების შედეგად. გარდა ამისა, ბავშვის ტაბულა რასა-დ განხილვით ის აღზრდას ანუ ბავშვის ჩამოყალიბებაში გარემოს როლს ანიჭებდა უპირატესობას, განვითარების მრავალი კურსის არსებობისა და ახალი გამოცდილების გავლენით ბავშვობის შემდგომ წლებში ცვლილების შესაძლებლობას უშვებდა. მისი აზრით, ბავშვებს თითქმის არ შეუძლიათ სხვების მიერ „სუფთა ფურცელზე“ დაწერილი საკუთარი ბედის შეცვლა.

მეორე დიდი ფილოსოფოსი იყო ფრანგი ჟან-ჟაკ რუსო, რომელიც დაიბადა ქალაქ ჟენევაში 1712 წელს. მან ჩამოაყალიბა ბავშვობის შესახებ ახალი შეხედულება. მისი აზრით, ბავშვი არც სუფთა დაფაა, როგორც მიიჩნევდა ჯონ ლოკი, და არც ცარიელი ჭურჭელი, რომელიც უფროსის სწავლებამ უნდა „აავსოს“.

არამედ კარგისა და ცუდის გრძნობით დაჯილდოებული „კეთილშობილი ველურია“, რომელსაც გააჩნია სწორი და ჯანსაღი განვითარების თანდაყოლილი გეგმა. ლოკისაგან განსხვავებით რუსო ფიქრობდა, რომ უფროსების მიერ წვრთნას ბავშვში მოცემული ზნეობრივი გრძნობებისთვის, უნიკალური აზროვნებისა და ემოციებისათვის მხოლოდ ზიანის მიყენება შეეძლო. მისი ფილოსოფიისთვის ამოსავალ წერტილს წარმოადგენდა ბავშვი. მის მიხედვით მშობელს უნდა შესძლებოდა განვითარების ოთხ ასაკობრივ საფეხურზე – ჩვილობის, ბავშვობის, გვიანი ბავშვობისა და მოზარდობის დროს მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

ჟან-ჟაკ რუსოს ფილოსოფიაში გვხვდება ორი მნიშვნელოვანი კონცეფცია:

  • საფეხურის, საფეხურებრივი კონცეფცია (stage).
  • მომწიფების (maturation) კონცეფცია, რომელიც მოიცავს განვითარების გენეტიკურად განსაზღვრულ, ბუნებრივ კურსს.

  • მის მიერ 1762 წელს დაწერილი პედაგოგიური რომანი „ემილი, ანუ აღზრდის შესახებ“ – ვრცელი მორალური ტრაქტატია. ფრანგი განმანათლებლები ბავშვთა აღზრდის საკითხებს უდიდეს ყურადღებას აქცევდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ აღზრდის გზით გამოსწორდებოდა საზოგადოებრივი მანკიერებანი და აღმოიფხვრებოდა სოციალური ბოროტებანი. რუსოს აზრით, აღზრდამ ადამიანს უნდა შთაუნერგოს კაცთმოყვარეობის მაღალი გრძნობები და საზოგადოებას მისცეს სასარგებლო ადამიანი. ბავშვს (ემილის) თავიდანვე მეურვეობს აღმზრდელი, რომელიც ოცი წლის განმავლობაში აყალიბებს და წვრთნის მის ხასიათს. იგი ემილის არ აკარებს წიგნებს, რათა ბავშვი არ „გაირყვნას“. „ცხოვრება – აი, ხელობა, რაც მინდა ვასწავლო მას. მე მჯერა, ჩემი ხელიდან გამოსული, იგი არ გახდება არც მოსამართლე, არც ჯარისკაცი, არც მღვდელი, უწინარეს ყოვლისა, ის იქნება ადამიანი“. ამ ნაწარმოებმა საფუძველი ჩაუყარა ახალ პედაგოგიურ აზროვნებას.

    შეიძლება ითქვას, რომ პირველად მეცნიერული კვლევა დაიწყო მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც მეცნიერებმა შეარჩიეს საკუთარი ან ახლო ნათესავის შვილი და დაბადებიდან დაწყებული ყოველდღიური დაკვირვებები და ბავშვთა ქცევის შესახებ შთაბეჭდილებები მოკლედ აღნუსხეს. 1890-იან წლებში ბავშვის ბიოგრაფიები რეგულარულად ქვეყნდებოდა. არ შეიძლება უარყოფა, რომ ეს მიუკერძოებელი აღწერა საკმაოდ ზუსტია ეს პირველი მკვლევარები ემოციურად სწავლობდნენ ჩვილებს და იშვიათად ჰქონდათ ზუსტად განსაზღვრული, რისი აღმოჩენა სურდათ, ამიტომ ბევრი ჩანაწერი, ტენდენციურობის გამო საბოლოოდ უარყოფილ იქნა. ყველაფრის მიუხედავად, ბავშვის ბიოგრაფია სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყო. მეცხრამეტე საუკუნის ორმა თეორეტიკოსმა დარვინმა და გერმანელმა ბიოლოგმა ვილიამ პრაერმა დიდი წვლილი შეიტანეს ბავშვის ქცევის შესახებ ამ ადრეულ ჩანაწერებში, განსაკუთრებით კი პრაერმა, რომელმაც კვლევის მაღალი სტანდარტები დააწესა, იწერდა უშუალოდ დაკვირვების პროცესში ნანახს და ჩანაწერის სიზუსტეს მომდევნო დაკვირვების დროს ამოწმებდა. ეს სწორედ ის სტანდარტებია, რომელსაც თანამედროვე მეცნიერები იყენებენ. ბიოგრაფთა პიონერული ძალისხმევის შედეგად ბავშვი მეცნიერული კვლევის ფოკუსში მოექცა.


    ბავშვის შემსწავლელი მოძრაობის ფუძემდებლად არის მიჩნეული სტენლი ჰოლი მეოცე საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი, რომელმაც არნოლდ გეზელთან ერთად ევოლუციურ იდეებზე დაფუძნებული თეორიები განავითარა. ეს მკვლევარები ბავშვის განვითარებას განიხილავდნენ მომწიფების პროცესად, რომლის დროსაც გენეტიკურად განსაზღვრულ მოვლენათა სერია ყვავილის მსგავსად ავტომატურად „იშლება“. ამან საფუძველი ჩაუყარა ნორმატიულ მიდგომას, რომლის შესაბამისად ქცევის მაჩვენებლებს ბევრ ინდივიდზე დაკვირვებით სწავლობენ და შემდეგ ტიპობრივი განვითარების წარმოსადგენად ასაკობრივ საშუალო მაჩვენებლებს გამოითვლიან.

    ამ პროცედურის გამოყენებით ჰოლმა შექმნა სრულყოფილი კითხვარი სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის. კითხვებში ყველაფერი იყო მოცემული, რისი თქმაც ბავშვებს საკუთარი თავის შესახებ შეეძლოთ – ინტერესები, შიშები, წარმოსახვითი მეგობრები, ოცნებები, მეგობრობა, ყოველდღიური ცოდნა, გამოცდილება და სხვ. დაკვირვებული კვლევისა და მშობლებთან ინტერვიუს საშუალებით გეზელმა ჩვილი და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა მოტორული განვითარების, სოციალური ქცევის და პიროვნული თავისებურებების შესახებ დეტალური ნორმატიული ინფორმაცია მოიპოვა.

    იმ პერიოდში როდდესაც ჰოლი და გეზელი თავიანთ თეორიებსა და მეთოდებს შეერთებულ შტატებში ავითარებდნენ, ფრანგი ფსიქოლოგი ალფრედ ბინე ბავშვის განვითარებაში იმავე ნორმატიულ მიდგომას იყენებდა, თუმცა მას ამოძრავებდა განსხვავებული მიზანი. 1900-იანი წლების დასაწყისში ბინეს და მის კოლეგა თეოდორ სიმონს პარიზის სკოლების ხელმძღვანელებმა დაავალეს სწავლაში სიძნელეების მქონე ბავშვების განსაზღვრის გზების მოძებნა. ამ მიზნით შექმნილ ინტელექტის პირველ წარმატებულ ტესტს სწორედ პრაქტიკული საგანმანათლებლო მოსაზრებები დაედო საფუძვლად. ბინეს მცდელობა კარგად განვითარებული თეორიით დაიწყო. განსხვავებით არსებული შეხედულებებისაგან, რომელსაც ინტელექტი რეაქციათა მარტივ ელემენტებამდე დაჰყავდა, მან მოახერხა და ბავშვის აზროვნების მთელი სირთულე მოიცვა. ინტელექტი განსაზღვრა, როგორც საღი განსჯის, მოქმედებათა დაგეგმვისა და კრიტიკული აზროვნების უნარი, შემდეგ კი ტესტის საკითხები ასკის შესაბამისად ამ უნარ-ჩვევების უშუალოდ გასაზომად შეარჩია. იმის გარდა, რომ ბინეს ტესტი ადგენს ქულას, რომელსაც სკოლაში მიღწევების წარმატებით წინასწარმეტყველება შეუძლია, ის განვითარების ინდივიდუალური თავისებურებებისადმი აღძრავს დიდ ინტერესს.

    ადრეული განვითარების თეორეტიკოსი, ფსიქოლოგი ჯეიმს მარკ ბოლდუინი, ფიქრობდა, რომ ბავშვის მიერ საკუთარი ფიზიკური და სოციალური სამყაროს გაგება ვითარდება სტადიათა სერიის სახით, დაწყებული ახალშობილის უმარტივესი ქცევის მოდელით და დამთავრებული ზრდასრულის აბსტრაქტული და რეფლექსური აზროვნებით. ბოლდუინი განვითარების კონტროლისათვის არც ბავშვს და არც გარემოს არ იხილავდა. მას თანაბრად მნიშვნელოვნად მიაჩნდა ბუნებაც და აღზრდაც. ის ამტკიცებდა, რომ ბავშვები აქტიურად ამოწმებენ სამყაროს საკუთარ ხედვას, იმავდროულად, ჩვევის საშუალებით ანუ სხვისი ქცევის მიბაძვითაც სწავლობენ. განვითარების პროცესში ბავშვი და გარე სამყარო ურთიერთზემოქმედებს და განუყოფელ, გადაჯაჭვულ კავშირს ქმნის. ის გვარწმუნებს, რომ მემკვიდრეობითობა და გარემო ცალ-ცალკე, დაპირისპირებულ ძალებად არ უნდა განვიხილოთ. მეტიც, ის ამტკიცებს, რომ ბევრი ადამიანური თვისება „ორივე ძალის შედეგია“.


    ბავშვის ფსიქოლოგიის წარსულს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებამდე მივყავართ, სადაც განსხვავებული მნიშვნელობა და როლი ენიჭებოდათ ბავშვებს, მათ მიმართ მოპყრობა და დამოკიდებულებაც არაერთვაროვანი გახლდათ. მეჩვიდმეტე საუკუნიდან ასპარეზზე შემოდიან ფილოსოფოსები როგორიცაა ლოკი თუმცა მისი ხედვა დღეს-დღეისობით არ მიიჩნევა ბოლომდე სწორად, ის სრულიად გამორიცხავდა გენეტიკურ და ბიოლოიურ ფაქტორებს რაც არასწორია. დღესდღეისობით პასიური ბავშვის ამგვარი ხედვა უარყოფილია. ყველა თანამედროვე თეორია ბავშვს განიხილავს აქტიურ, მიზანმიმართულ არსებად, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საკუთარ განვითარებაში. შესაბამისად თანაბარი როლი ენიჭება როორც გარემოს ასევე გენეტიკას.

    ლოკის საპირისპიროდ რუსო ბავშვებს საკუთარი ბედის მჭედლებად მიიჩნევდა. მას განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა განვითარების ძირითად საკითხებზე. ის განვითარებას მიიჩნევდა უწყვეტ, საფეხურებრივ პროცესად, რომელიც ბუნების მიერ ნაკარნახევი ერთიანი უნიფიცირებული კურსით მიმდინარეობს. შემდომ უკვე გეზელი აგრძელებდა რუსოს ტრადიციას და აღზრდის პროცესში ბავშვის მიერ მოწოდებული სიგნალებისადმი ყურადღებას გვირჩევდა.

    ბავშვის განვითარების შესახებ კვლევები სწრაფად განვითარდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში. ადრეულ კვლევებს გაუმჯობესებული მეთოდები და თეორიები მოჰყვა. ყოველმა სიახლემ გარკვეული როლი შეასრულა ამ სფეროს დღევანდელ მდგომარეობამდე მოყვანაში.image

    0
    110
    შეფასება არ არის
    ავტორი:ნინო ადამაშვილი
    ნინო ადამაშვილი
    110
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0