x
COVID -19 აუარესებს ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას , მაგრამ თერაპია გვთავაზობს გამკლავების ხერხებს.
image


COVID-19 ის პანდემიამ მკვეთრად გაზარდა ობსესიურ-კომპულსიური აშლილობები. კრის ტრონდსენი 38 წლის თერაპევტია კოსტა მესადან, რომელიც ბავშვობიდან ებრძოდა ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას და სხვა მენტალურ დაავადებებს. ის პანდემიამდე ფიქრობდა, რომ საბოლოოდ დაუბრუნდა ნორმალურ ცხოვრებას."თავს უკვე ძალიან კარგად ვგრძნობდი"-ამბობს კრისი. "მე ვფიქრობდი, რომ თითქმის საბოლოოდ დავიბრუნე ჩემს თავზე კონტროლი, არ ვამბობ, რომ განვიკურნე, მაგრამ ნამდვილად ვიგრძენი შვება, " მაგრამ, საბოლოოდ, პანდემია ძალიან რთული აღმოჩნდა მისთვის, რადგან მას ისევ განუმეორდა მუდმივი ხელის დაბანის კომპულსია.

COVID-19-ის აფეთქების დასაწყისშივე ჟურნალისტები და ექსპერტები ვარაუდობნენ, რომ პანდემია დიდ ზიანს მიაყენებდა ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობას. უახლესმა KFF (The Kaiser Family Foundation) გამოკითხვამ აჩვენა რომ ყოველი 10 მოზარდიდან 4 ის მენტალურ ჯანმრთელობაზე დიდი და საზიანო კვალი დატოვა პანდემიამ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე პაციენტების მდგომარეობა ყველაზე მეტად გაუარესდა, რადგან მათ უჭირთ გაარჩიონ აშლილობით გამოწვეული შფოთვა მიმდინარე მოვლენების მიერ გამოწვეული შფოთვისგან. ამის მკაფიო მაგალითია 43 წლის კარლი ნიუ ჯერსიდან, რომელიც ამ აშლილობით 6 წლის ასაკიდან იტანჯება. მას ძალიან უჭირს გაარჩიოს ობსესიურ-კომპულსიური ქცევები პანდემიასთან გასამკლავებელი ქცევებისგან. გაურკვევლობის გადასალახად კარლი გამუდმებით ეკითხება გარშემომყოფებს არის თუ არა მისი ქცევები ნორმალური.

"აკვიატებები ჩემს თავში საგრძნობლად გაუარესდა. ნიღბის ტარებისას, პროდუქტების გარეცხვისას და მაღაზიაში სიარულისას ძალიან მიჭირს გავარჩიო რომელია ნორმალური და რომელია აშლილობისგან გამოწვეული ქცევა."-ამბობს კარლი. " მე გამუდმებით ვეკითხები ხალხს: თქვენც ასე მოიქცეოდით?".


ელიზაბეტ მაქინვალი, მაკლეინის ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ინსტიტუტის დირექტორი, ამბობს, რომ მანაც შეამჩნია პაციენტებში ზემოთ აღნიშნული გაურკვევლობა. მისი გადმოსახედიდან ხელის დაბანის თუ ვირუსის პრევენციული მოქმედებები საკმოდ მარტივია და არ უნდა იწვევდეს არანაირ გართულებებს, მაგრამ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე პაციენტები თითქმის არასდროს კმაყოფილდებიან. თავად მაქინვალსაც დაუდგინდა ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა 12 წლის ასაკში და ახასიათებდა 6-დან 8 საათამდე ხანგრძლივობით ბანაობა და სისხლის წამოსვლამდე ხელების დაბანა. ელიზაბეთი ყოველკვირეულად განაგრძობს მკურნალობას."ეს იქცა ჩემი ცხოვრების ნაწილად და ნელ-ნელა განვიცდი პროგრესს"-ამბობს ის.

პანდემიის პერიოდში მაქინვალსაც მწვავედ განუვითარდა გარშემომყოფების დაინფიცირების და დაზიანების შიში COVID-19 -ის ვირუსით, რაც მისი ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ერთ-ერთი სიმპტომია, თუმცა განვლილი მკურნალობის შედეგად გამომუშავებული უნარებით ელიზაბეტი გაცილებით ეფექტურად უმკლავდება პანდემიას, ვიდრე მისი გარშემომყოფები."პანდემია ახალი გამოცდილება იყო ყველასთვის, მაგრამ ჩემთვის შფოთვა და დისკომფორტი ახალი არ ყოფილა."- ამბობს იგი.

ქეთრინ ფილიპსი, ფსიქიატრი ნიუ-იორკის პრესვიტერიანული კლინიკიდან და პროფესორი ვეილ კორნელის მედიცინის უნივერსიტეტიდან, იზიარებს ამ აზრს და ამბობს, რომ პაციენტებმა, რომლებმაც წარსულში შეძლეს აშლილობასთან გამკლავება, ადვილად გაუმკლავდნენ პანდემიისგან გამოწვეულ სტრესსაც.

როცა პანდემია გაზაფხულზე გამწვავდა, ბევრმა თერაპევტმა დაიწყო ონლაინ შეხვედრები პაციენტებთან. აპრილში კარლმაც დაიწყო აპლიკაციის გამოყენება, რომელიც აკავშირებს პაციენტებს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მკურნალობის ლიცენზირებულ თერაპევტებთან. კარლი გაოცებული დარჩა ტელეთერაპიის მოხერხებულობით, რადგან სახლიდან გაუსვლელად და მისთვის კომფორტულ გარემოში შეეძლო შესაბამისი დახმარების მიღება. ფსიქოლოგი პატრიკ მაკგრათიც თვლის, რომ ეს სიახლე ასევე ძალიან ხელსაყრელია თერპევტებისთვის, რადგან მათ მიეცათ შესაძლებლობა უკეთესად დააკვირდნენ, თუ როგორ მოქმედებს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა პაციენტების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამასთანავე, ის იმედოვნებს, რომ პანდემია საგრძნობლად აამაღლებს ცნობიერებას ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის შესახებ, რაც უფრო დაეხმარება პაციენტებს გარემოსთან ადაპტაციასა და შიშების დაძლევაში.



0
18
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე ჯინჭარაძე
ელენე ჯინჭარაძე
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0