x
ოპოზიციურ-დევიაციური აშლილობის დიაგნოსტირება

image

ოპოზიციურ დევიაციური აშლილობა არის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება დაუმორჩილებლობით, შეწინააღმდეგებით, სხვების მანიპულირებით და არათანამშრომლური ქცევებით. ოპოზიციურ-დევიაციური აშლილობისთვის დამახასიათებელი ქცევები (მაგალითად, წესებისადმი დაუმორჩილებლობა, თანატოლებთან და უფროსებთან შეკამათება, ტყუილი, ვერბალური თუ ფიზიკური აგრესია), როგორც წესი ტიპური განვითარების ბავშვთა და მოზარდთა შემთხვევაშიც გვხვდება. თუმცა თუ ბავშვის პრობლემური ქცევები მკვეთრად განსხვავდება მისი თანატოლების ქცევებისგან გამოვლენის სიხშირით, ინტენსივობით, ხანგრძლივობით და ნეგატიურ გავლენას ახდენენ მის სოციალურ ურთიერთობებზე, ოჯახურ და აკადემიურ სფეროზე, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ქცევის ოპოზიციურ დევიაციურ აშლილობასთან.
ოპოზიციურ დევიაციური აშლილობა ვლინდება ზოგადი პოპულაციის 16 პროცენტამდე ბავშვებსა და მოზარდებში, უფრო ხშირად კი ბიჭებში.
იმისათვის, რომ მოხდეს ოპოზიციურ დევიაციური აშლილობის განსხვავება ბავშვებისა და მოზარდებისთვის დამახასიათებელი ტიპური პროტესტისა და დაუმორჩილებლობისგან, პროფესიონალები დეტალურად იკვლევენ ქცევების ისტორიას სხვადასხვა გარემოში. კერძოდ, დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ქვემოთ მოცემული კრიტერიუმებიდან ბავშვი სხვადასხვა გარემოში სულ მცირე, ოთხს მაინც ავლენდეს, მინიმუმ 6 თვის მანძილზე. 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ქვემოთ აღნიშნული ქცევები უნდა ვლინდებოდეს თითქმის ყოველდღე, ხოლო 5 წლის და უფროსი ასაკის ბავშვების შემთხვევაში ქცევები უნდა ვლინდებოდეს სულ მცირე კვირაში ერთხელ. აღნიშნული კრიტერიუმებია:

o ხშირად კარგავს მოთმინებას, ბრაზობს ყველაზე
o გადაჭარბებულად ეკამათება მოზრდილებს
o ღიად ეწინააღდეგება უფროსების მიერ წაყენებულ მოთხოვნებსა და წესებს
o ახასიათებს სხვა ადამიანების გაბრაზების ან განაწყენების მიზანმიმართული მცდელობები
o საკუთარ ქცევებს სხვებს აბრალებს, სხვებს ადანაშაულებს საკუთარ შეცდომებში
o ადვილად ბრაზდება და ღიზიანდება
o სიბრაზის დროს ახასიათებს ავი და ღვარძლიანი საუბარი
o ახასიათებს შურისმაძიებლური ქცევები

ოპოზიციურ დევიაციური ქცევის გამომწვევ მიზეზად მიიჩნევა მემკვიდრეობითი და გარემო ფაქტორების კომბინაცია.
ოპოზიციურ დევიაციური აშლილობის მართვა შესაძლებელია ქცევითი თერაპიით და/ან მედიკამენტებით. ყოველი კონკრეტული ბავშვის შემთხვევაში ჩარევის გეგმა და ხანგრძლივობა განისაზღვრება ბავშვის და მისი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით. ზოგადად, ის მოიცავს როგორც ინდივიდუალურ და ოჯახის თერაპიას, ასევე, მასწავლებელთან და სკოლასთან მუშაობასაც. უმჯობესია ჩარევა მოხდეს ადრეულ ეტაპზე, რათა დროულად მოხდეს ქცევის გაუმჯობესება და მდგომარეობის გაუარესების პრევენცია.

წყარო:MAC Georgia

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო ჭელიძე
ანანო ჭელიძე
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0