x
ფაქტები "ბულინგის" შესახებ

image
სკოლაში „ბულინგი“თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ტერმინი „ბულინგი“ გულისხმობს ფიზიკურ და/ან ფსიქოლოგიურ ტერორს, რომელიც ხორციელდება ბავშვის მიმართ თანაკლასელთა ან სხვა ბავშვების ჯგუფის მიერ. ის, ვინც მიმართავს „ბულინგს“, მიზნად ისახავს მსხვერპლის დაშინებასა და დამორჩილებას. ახასიათებს განმეორებითობა და ძალთა განსვლა მჩაგვრელსა და მსხვერპლს შორის. არ არის შემთხვევითი ქმედება, არ არის ერთჯერადი და რანდომული.

გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს ბულინგის შესახებ:

o „ბულინგს“ მიმართავს ორივე სქესის წარმომადგენელი და მსხერპლად ირჩევენ ისეთ ბავშვს, რომელიც ადვილად ბრაზდება, ხშირად ტირის და ადვილად ნებდება;
o „ბულინგი“ შეიძლება ხდებოდეს ყველგან: სკოლაში, სათამაშო მოედნებზე, სკოლისკენ მიმავალ გზაზე, ინტერნეტ სივრცეში;
o ბიჭები უფრო მეტად მიმართავენ ფიზიკურ ბულინგს;
o ბიჭებში ჩაგვრა უფრო მეტად მისაღებ ფაქტად ითვლება;
o გოგოები უფრო ხშირად იყენებენ სხვა გოგოების ჯგუფს, რათა დაჩაგრონ მსხვერპლი, ხშირად ხასიათდება არასასურველი და მტკივნეული ინფორმაციის გავცელებით;
o გოგოები უფრო ხშირად არიან სექსუალური სახის ჩაგვრის მსხვერპლნი ვიდრე ბიჭები;
o სასწავლო წლის განმავლობაში 4 დან 1 ბავშვი აფიქსირებს, რომ არის ბულინგის მსხვერპლი (natioanl center for education and statistics 2015);
o იმ ბავშვების 64 % ვინც იყო ჩაგვრის მსხვერპლი, არ აცხადებს ამის შესახებ;
o ბავშვები ჩაგვრის მიზეზად 55%-ში ასახელებენ ბავშვის გარეგნობას, 37%-ში სხეულის ფორმებს და 16%-ში სხვადასხვა ტიპის უმცირესობებს;


o „ბულინგს“ ხშირად მიმართავენ დეპრესიული, დაბალი თვითშეფასების მქონე, სასკოლო აქტივობაში ნაკლებად ჩართული, საკუთარი პოპულარობით ზედმეტად დაინტერესებული და სხვებზე დომინანტობის მსურველი ბავშვები;
o ჩაგვრას იყენებენ როგორც საშუალებას, დაფარონ საკუთარი სუსტი მხარეები და არ გამოჩნდნენ არაკომპეტენტურები;
o ბულინგს მიმართავენ ისინი, ვისი მშობლებიც ნაკლებად არიან ჩართულები ბავშვის აღზრდაში. ასეთ ბავშვებს, როგორც წესი, აქვთ დაბალი თვითშეფასება და დაბალი ნდობა საკუთარი თავის მიმართ, ან პირიქით - მაღალი თვითშეფასება აქვთ და თავიანთ გარემოში სოციალური უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ.


მათ, ვინც არის ბულინგის მსხვერპლი, ასწავლეთ:
o გაუკეთონ იგნორირება მოძალადეს;
o არ იტირონ, არ მოიწყინონ, თავი მოაჩვენონ მოძალადეს, თითქოს არ ეწყინათ;
o უპასუხონ აგრესორს მტიკიცედ „არა“! „არ მაინტერესებს“!„ნუ მელაპარაკები ასე!“;
o იცოდნენ, რომ პრობლემა მათ კი არ აქვთ, არამედ მოძალადეს;
o წინასწარ წარმოიდგინონ ყველაზე უარესი რა შეიძლება უთხრას მოძალადემ;
o ივარჯიშონ სარკის წინ იმაზე, თუ როგორ გაუწევენ წინააღმდეგობას მოძალადეს.
o დაელაპარაკონ მშობელებს და მოუყვნენ ამის შესახებ - ეს არ ნიშნავს ჩაშვებას;
o თუ ბავშვი ვერ ეუბნება მშობლებს, ან მათგან ყურადღება ვერ მიიღო, დალაპარაკონ ისეთ ადამიანს, ვისაც ენდობიან: მასწავლებელს, დირექტორს, სკოლის ფსიქოლოგს და ა.შ;
o ისეთ შემთხვევაში, თუ ბავშვი ვერავის უყვება, გააკეთოს ჩანაწერები დღიურში და ასლი მისცეს ვინმეს, ვისაც ენდობა;

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბულინგს ყოველთვის ახლავს მოწმე. ამიტომ საჭიროა მოწმეს ვასწავლოთ:
o უთხრას მჩაგვრელს, გაჩერდეს. მაგალითად: „შეწყვიტე, მორჩი“ „არ არის სასაცილო“;
o თუ ფიქრობს, რომ ვერ შეაჩერებს/ არ ეყოფა გამბედაობა, წავიდეს და მოძებნოს ვინმე ზრდასრული, ვისაც ეტყვის და მიიყვანს ჩაგვრის ადგილას. ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლას ჰქონდეს შინაგანაწესი ბულინგის შემთხევებთან გამკლავებისთვის, რაზეც ინფორმაცია ექნებათ მოსწავლეებსაც;
შემთხვევების 50 პროცენტში, როდესაც მოწმე ეუბნება მჩაგვრელს, გაჩერდეს, ბულინგიც ქრება.

0
255
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო ჭელიძე
ანანო ჭელიძე
255
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0