x
მეტი
  • 19.05.2024
  • სტატია:134747
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509087
იცოდით აფხაზეთში გერმენელ მეცნიერებს, რომ ამუშავებდნენ ბირთვული ბომბისათვის საჭირო კომპონენტებზე?

image
1945 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იაპონიის ორი ქალაქის ჰიროსიმასა და ნაგსაკის ბირთვული ბომბებით დაბომბვის შემდეგ მსოფლიოში ძალთა ბალანსი დაირღვა შეიარაღების კუთხით, რის გამოც საბჭოთა კავშირმა სასწრაფოდ დაიწყო მეცნიერების შეკრება და ბირთვულ პროგრამაში მათი ჩართვა.
საბჭოთა ბირთვული პროგრამა ერთდროულად წარმოებდა სოხუმში, ნოვოურალსკში, კიროვო-ჩეპეცკში, ჩელიაბინსკში და არზამასში.
ბირთვული წარმოების ცენტრები აფხაზეთში გახდა სანატორიუმი "სინოპი" სოხუმში, გულირიფშის რაიიონში "აგუძერაში". დახურულ ობიექტებში, რომელიც სხვადასხვა დაწესებულების საფარქვეშ იყო შენიღბული, ბირთვული ბომბების კომპონენტბზე მუშაობდნენ გერმანელი მეცნიერები, რომლებიც გერმანიიდან ჩამოიყვანა საბჭოთა კავშირის უშიშროების კომისარმა ლავრენტი პავლეს ძე ბერიამ.

საბჭოთა კავშირში თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტში შეიქმნა სპეციალური კომიტეტი რომელსაც ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა.
საბჭოთა კავშირს სასწრაფოდ ჭირდებოდა ძალთა ბალანსის აღდგენა აშშ-ბირთვული არსენალთან გათანაბრებისათვის და უმოკლეს ვადაში ბირთვული ბომბების შესაქმნელად.
იმ დროისათვის საბჭოთა კავშირს არ ჰქონდა ხელთ ურანი, რაც აუცილებელი იყო ბირთვული ბომბის დასამზადებლად.
გერმანიას კი გააჩნდა ურანის მზა მარაგი, რომელიც ასე სჭირდებოდა საბჭოთა კავშირს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო გამალებული "ნადირობა" გერმანელ მეცნიერებზე, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ. სწორედ ამისათვის გერმანიაში ლავრენტი ბერიას უშუალო ბრძანებით გერმანიაში მივლინებულ იქნა საბჭოთა ფიზიკოსების ჯგუფი, რომლებიც გერმანიაში ჩავიდნენ, როგორც სამხედრო ოფიცრები და არა, როგორც მეცნიერი-ფიზიკოსები.
სწორედ ამ ჯგუფს საბჭოთა უშიშროების კომიტეტის ხელშეწყობით ევალებოდა მოეძებნა, გამოეკითხა, გადაებირებინა და საჭიროების შემთხვევაში იძულების წესითაც წამოეყვანა საბჭოთა კავშირში გერმანელი ფიზიკოსები, რომლებიც მუშაობდნენ ბირთვული ბომბის შექმნაზე.
საბჭოთა მეცნიერები, რომლეიც მუშაობდნენ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში.

image
საბჭოთა კავშირში ბირთვული ბომბის შესაქმნელად ბერლინის მანფრედ ფონ არდენეს ფიზიკის ინსტიტუტის მთელი სამეცნიერო ჯგუფი ჩამოყვანილ იქნა საბჭოთა კავშირში.

1945 წელს В 1945 დაიწყო პირველი საბჭოთა ატომური ბომბის შექმნისათვის სამეცნიერო წარმოების ამოქმედება.
ჰიტლერის ყოფილი პირადი მრჩევლის პეტერ ტისენის ოჯახი ჩამოყვანილ იქნა აფხაზეთში, მოგვიანებით ტისენის ქალიშვილი სოხუმში გათხოვდა. გერმანელი მეცნიერებისათვის აფხაზეთში ცხოვრება იმ პირობებთან შედარებით, რა პირობებშიც იყვნენ გერმანიაში გახლდათ სამოთხეში ცხოვრება.

პეტერ ტისენი

image
სტეფან ფლორეკი-ცნობილი გერმანელი ქიმიკოსის პეტერ ტისენის
შვილიშვილი, რომელიც ერთერთი იყო იმ ჯგუფიდან ვინც აფხაზეთში ბირთვული ბომბის პროგრამაზე მუშაობდა დიდხანს დარჩა აფხაზეთში. მოგვიანებით კი გერმანიაში დაბრუნდა და დღეს გერმანიის ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორია.
სტეფანი ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებდა აფხაზეთში გატარებულ წლებს.

სტეფან ფლორეკი.

image

0
77
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
77