x
მეტი
  • 19.05.2024
  • სტატია:134745
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509087
წმინდა გიორგის კულტი + რომელი ქვეყნების მფარველია?'
image

მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.


წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში განსაკუთრებით უყვართ.



წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, იგი, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა.




ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მან მრავალი სატანჯველი მოითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. წმინდანს 303 წელს, 30 წლის ასაკში, მოკვეთეს თავი. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.



წმინდა გიორგი კაბადოკიელის კულტი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. მას არამარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა მიმართულების ქრისტიანული აღმსარებლობის მორწმუნეები კათოლიკეები, პროტესტანტები, გრიგორიანელები, მონოფიზიტები სცემენ თაყვანს. წმინდანის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში - ყურანშიც კი მოიპოვება.







წმინდა გიორგი უკიდურესად პოპულარული გახდა ადრეული ქრისტიანობის დროიდან მოყოლებული. რომის იმპერიაში, უკვე IV საუკუნიდან დაიწყო გიორგის სახელობის ეკლესიების გამოჩენა ჯერ სირიასა და პალესტინაში, შემდეგ კი მთელ აღმოსავლეთში.



იმპერიის დასავლეთშიც წმინდა გიორგის კულტი საკმაოდ ადრე გაჩნდა - არა უგვიანეს მე-5 საუკუნეში, რასაც მოწმობს როგორც აპოკრიფული ტექსტებში, ასევე ყოფა-ცხოვრეაში და რელიგიური ნაგებობებში, რომლებიც ცნობილია რომში VI საუკუნიდან, ხოლო გალიაში V საუკუნიდან.



ერთ-ერთი ვერსიით, წმინდა გიორგის კულტი, როგორც ხშირად ხდებოდა ქრისტიან წმინდანებთან, მიმართული იყო დიონისეს წარმართული კულტის საწინააღმდეგოდ, დიონისეს ყოფილი სიწმინდეების ადგილზე აშენდა ტაძრები და დღესასწაულებს აღნიშნავდნენ დიონისეს დღეებში.



ხალხური ტრადიციით, გიორგი ითვლება მეომრების, მიწათმოქმედების (სახელი გიორგი მომდინარეობს ბერძნული γεωργός -იდან "მიწათმოქმედი) და მესაქონლეობის მფარველ წმინდანად. სერბეთში, ბულგარეთში და ჩრდილოეთ მაკედონიაში მორწმუნეები მას ლოცვით წვიმის მოსაყვანად მიმართავენ. დასავლეთ ევროპაში მიიჩნევენ, რომ წმინდა გიორგისადმი (ჯორჯის) ლოცვა შხამიანი გველებისა და გადამდები დაავადებებისგან იხსნის. წმინდა გიორგი აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ისლამური ხალხებისთვის ცნობილია ჯირჯისისა და ალ-ხიდრის სახელებით.



წმინდა გიორგის საყოველთაო აღზევება უკავშირდება მაღალი შუა საუკუნეების მთავარ მოვლენას – ჯვაროსნულ ომებს, სადაც მან ზეციური ლაშქრის მთავარსარდლის, მთავარანგელოზ მიქაელის ადგილი დაიკავა და ქრისტეს მახვილით ხელში იავარქმნა ურჯულოები. XII საუკუნის ბოლოს ინგლისის ჯვაროსანმა მეფემ და რობინ ჰუდის მეგობარმა რიჩარდ ლომგულმა წმინდა გიორგი ინგლისის პატრონად, ხოლო ინგლისი კი წმინდა გიორგის წილხვედრ ქვეყნად გამოაცხადა.


ინგლისის გარდა, წმინდა გიორგი ეთიოპიის, საქართველოს და ქალაქ მოსკოვის მფარველი წმინდანია.

0
76
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0