x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134733
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509062
სიკვდილის 10 ყველაზე მარტივი გზა, რომელიც გაიძულებთ დააფასოთ სიცოცხლე
ჯერ სერიოზულ თემაზე. თუ თქვენ ან თქვენი ნაცნობი ებრძვის დეპრესიას ან სუიციდურ აზრებს, მნიშვნელოვანია ამ დროს მიმართოთ პროფესიონალურ დახმარებას. ყოველთვის შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე პროფესიული ფსიქოლოგიური დახმარების მისაღებად.



image



აქ მოცემულია ჩამონათვალი, რომლის გამოც ადვილად შეიძლება მოკვდეთ.



1. ფეხის დასხლტომა საშხაპეში

image




გაზეთის New York Times მიხედვით, სააბაზანო ოთახი ყველაზე სახიფათო ადგილია სახლში (იქ შეიძლება დახრჩობა, წაქცევა და ა.შ.).

აუცილებლად ფხიზელი უნდა იყოთ, სანამ შხაპის მისაღებად სააბაზანო ოთახში შეხვალთ. აბაზანის ხალიჩის დაგებაც არ დაგავიწყდეთ.



2. მათეთრებლის და ამიაკის შერევა სახლის დასუფთავებისას

image



ამ ჯოჯოხეთური ნარევის ორთქლის ერთი შესუნთქვაც მომაკვდინებელი შეიძლება იყოს.

არც ერთი ჭუჭყიანი ზედაპირი თქვენს სიცოცხლედ არ ღირს.



3. ალერგიული რეაქციები

image

ბევრ ადამიანს აწუხებს ალერგიული რეაქციები.

ბედნიერი ხართ, თუ არაფერზე გაქვთ ალერგია. არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ერთი პატარა მიწისთხილის ჭამით შეიძლება მოკვდნენ.



4. მანქანის მართვა

image



ერთ–ერთი ყველაზე სახიფათო საქმიანობა.

ფაქტობრივად, საგზაო შემთხვევების შედეგად მსოფლიოში 3–ჯერ მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ომების და მკვლელობების შედეგად (გზაზე დაღუპულები – 124 მილიონი ადამიანი, ომი/მკვლელობები – 44 მილიონი ადამიანი).



5. კბილის ტკივილის იგნორირება

image



ხუმრობა იქით. კბილის ინფექცია ფატალური შეიძლება იყოს, რადგან კბილები ძალიან ახლოს არიან სისხლძარღვებთან.

გარდა ამისა, ინფიცირებული კბილის ანთებამ შეიძლება შეწყვიტოს ჟანგბადის მიწოდება. სიკვდილის გეშინოდეთ და არა სტომატოლოგების!



6. პარაცეტამოლი ნაბახუსევზე

image



ნაბახუსევზე ამ წამლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის, თირკმლების და ნერვული სისტემის მოკვლა.

პარაცეტამოლი და ალკოჰოლი შეუთავსებელია. თუ ძალიან ცუდად ხართ, უმჯობესია იბუპროფენი მიიღოთ.



7. სელფის გადაღება

image



განსაკუთრებით ციცაბო ფერდობთან ახლოს

გაგიკვირდებათ, მაგრამ ყოველწლიურად ბევრი ტურისტი იღუპება დაცემის და ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, როდესაც ცდილობს ლამაზი სელფის გადაღებას.



8. დოზის გადაჭარბება

image



ბევრისთვის ეს შემთხვევით ხდება.

ფრთხილად იყავით, ზოგიერთ წამალს აქვს ძალიან მცირე განსხვავება ეფექტურ დოზას და დოზას შორის, რომელიც სიკვდილს იწვევს.



9. ორივე მხარეს არ გახედვა გზის გადაკვეთისას

image



თავის მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ მიბრუნებას მხოლოდ რამდენიმე წამი სჭირდება.

უფრო მეტიც, ასე სიცოცხლეს შეინარჩუნებთ.



10. 100 წლამდე ცხოვრება

image



ხუმრობა, რომელშიც არის სიმართლის მარცვალი.

თუ სხვა რამით არ მოკვდებით, სიბერე მაინც დაასრულებს თქვენს სიცოცხლეს.



ასევე დაგაინტერესებთ:

მეცნიერებმა იპოვეს ადამიანის გარდაცვალების დროის პროგნოზირების მეთოდი ნეიროქსელის გამოყენებით

ჩვენ ვერ ვამჩნევთ, მაგრამ სხეულის ერთი ნაწილი მეორეზე უფრო სწრაფად ბერდება

რამდენ ხანს შეგვიძლია ვიცოცხლოთ წყლის გარეშე და რა პირობებში?

თქვენ ადამიანი მხოლოდ ნაწილობრივ ხართ, ამბობენ მეცნიერები

26 კითხვა, რომლებიც საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ


0
373
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
373