x
კუშინგის სინდრომი
image
კუშინგის სინდრომი ჩვეულებრივ ხდება კორტიკოსტეროიდების მიღების შედეგად ჰიპოფიზის ან თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნის მკურნალობისას, რომელიც ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლების მიერ კორტიკოსტეროიდების გადაჭარბებულ გამომუშავებას. თირკმელზედა ჯირკვლებმა შეიძლება წარმოქმნან კორტიკოსტეროიდების გადაჭარბებული რაოდენობა თირკმელზედა ჯირკვლების პრობლემების ან ჰიპოფიზის მიერ მათი გადაჭარბებული სტიმულაციის გამო, რომელიც აკონტროლებს თირკმელზედა ჯირკვლებსა და სხვა ენდოკრინულ ჯირკვლებს.

ზოგჯერ თირკმელზედა ჯირკვლებში ვითარდება კეთილთვისებიანი სიმსივნე (ადენომა), რაც იწვევს კორტიკოსტეროიდების მომატებული რაოდენობით გამომუშავებას. თირკმელზედა ადენომა ძალიან ხშირია.

კუშინგის დაავადება არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება სპეციალურად კუშინგის სინდრომის ახსნის მიზნით, რომელიც გამოწვეულია თირკმელზედა ჯირკვლების გადაჭარბებული სტიმულაციით, ხშირად ჰიპოფიზის სიმსივნის შედეგად. ამ პათოლოგიის დროს თირკმელზედა ჯირკვლები აჩვენებს აქტივობის გაზრდას, რადგან ჰიპოფიზის ჯირკვალი ზედმეტად ასტიმულირებს მათ და არა თირკმელზედა ჯირკვლის ანომალიების გამო.

დაავადების მიზეზებია:

  • კორტიკოსტეროიდების მიღება;
  • ჰიპოფიზის სიმსივნე;
  • თირკმელზედა ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე (ადენომა);
  • სხვა ადგილებში (ფილტვებში) სიმსივნეების განვითარება.

დაავადების სიმპტომებია:

  • დიდი, მრგვალი "მთვარის ფორმის" სახე;
  • ცენტრალური ტიპის სიმსუქნე;
  • თხელი კანი, რომელზეც ადვილად ვლინდება სისხლჩაქცევები;
  • ძალიან თხელი კიდურები და თითები;
  • კუნთების ატროფია და სისუსტე;
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • თირკმლის კენჭოვანი დაავადებები;
  • გლუკოზის მომატებული რაოდენობა;
  • ინფექციისადმი მიდრეკილების გაზრდა;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები;
  • ფსიქიკური დარღვევები.
კორტიკოსტეროიდები ცვლის ორგანიზმში ცხიმის რაოდენობასა და განაწილებას. ჭარბი ცხიმი დეპონირდება მთელ ზედაპირზე და შეიძლება განსაკუთრებით შესამჩნევი იყოს ზედა უკანა ნაწილში (რომელსაც ბისონის კეხი ეწოდება). კუშინგის სინდრომის მქონე პაციენტებს ახასიათებთ დიდი, მრგვალი სახე, ხელები და ფეხები როგორც წესი რჩება თხელი განსხვავებით დანარჩენი ნაწილებისაგან.

კუნთები კარგავენ მასას, რაც იწვევს მათ სისუსტეს. კანი ხდება თხელი, მასზე ადვილად ჩნდება სისხლჩაქცევები და ჭრილობები, რომლებიც რთულად შეხორცდებიან. ამ დაავადების მქონე ადამიანები ადვილად იღლებიან.

კორტიკოსტეროიდების დონის ხანგრძლივი მატება იწვევს არტერიული წნევის მატებას (ჰიპერტენზია), ძვლების დასუსტებას (ოსტეოპოროზი) და ინფექციებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის შემცირებას. იზრდება თირკმლის კენჭოვანი დაავადებების და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი, შეიძლება განვითარდეს ფსიქიკური დარღვევები, მათ შორის დეპრესია და ჰალუცინაციები.

ქალებში მენსტრუალური ციკლი ჩვეულებრივ ირღვევა. ზოგიერთ პაციენტში თირკმელზედა ჯირკვლების მიერ ასევე სინთეზირდება დიდი რაოდენობით მამრობითი სქესის ჰორმონი (ტესტოსტერონი), რაც იწვევს სახეზე და სხეულზე თმის ზრდას.

დიაგნოზი ისმევა დამახასიათებელი სიმპტომებისა და ნიშნების საფუძველზე. დიაგნოზის დასადასტურებლად და მიზეზის დასადგენად საჭიროა ჰორმონის კვლევა და ვიზუალიზაციის მეთოდების გამოყენება, როგორიცაა:

  • კორტიზოლის განსაზღვრა შრატში, შარდში, ნერწყვში;
  • გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • მაგნიტო - რეზონანსული ტომოგრაფია კონტრასტული გაფართოებით;
  • სცინტიგრაფიული გამოკვლევა ან სკანირება რადიოაქტიური ოქტრეოტიდით.
მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ სად არის ლოკალიზებული დარღვევა - თირკმელზედა ჯირკვლებში, ჰიპოფიზის ჯირკვალში ან სხვა ორგანოში. ამის გათვალისწინებით ექიმმა შეიძლება დანიშნოს:

  • ცილის და კალიუმის მაღალი შემცველობის საკვები;
  • მედიკამენტები, რომლებიც კორტიზოლის ეფექტის ბლოკირებას ან მისი დონის შემცირებას ახდენენ;
  • ქირურგიული ჩარევა;
  • სხივური თერაპია.

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:Galya Sarkisian
Galya Sarkisian
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0