x
ქრონიკული ტონზილიტი
image
დაავადება ძირითადად ვლინდება ახალგაზრდებში, რაც ხშირი რეციდივების და შინაგან ორგანოებში განვითარებული სხვადასხვა გართულებების გამო იწვევს შრომისუნარიანობის ხანგრძლივ დაქვეითებას.

ამდენად, ქრონიკული ტონზილიტი არ არის მხოლოდ ნუშურა ჯირკვლების ქრონიკული ანთება, არამედ ადგილობრივი და ზოგადი სიმპტომების კომპლექსური კომბინაციაა, რომელიც მიმდინარეობს პაციენტის აუტოსენსიბილიზაციის ფონზე, გამწვავებით და რემისიით.

ნუშურა ჯირკვლების სპეციფიური აგებულების გამო იქმნება პირობები საკვების ან ჰაერის საშუალებით პირის ღრუში მოხვედრილი უამრავი მიკროორგანიზმის მიერ გამოყოფილი უცხო ცილებისა და ტოქსიკური ნივთიერებების შეწოვისთვის. წარმოიშვება ალერგიული მდგომარეობა, რომლის არსებობისას ანთებითი პროცესის გამწვავება ხდება. ასეთ შემთხვევებში სხეულის ადგილობრივი ან ზოგადი გადახურებისას ვითარდება ნუშურების ან სხვა ორგანოების - თირკმლების, გულის კუნთის და სახსრების ანთება.

ქრონიკული ტონზილიტის ძირითადი სიმპტომებია: ხშირი განმეორებადი ანგინა (წელიწადში 2-3 ჯერ ან უფრო ხშირად), რაც მიმდინარეობს სხეულის მაღალი ტემპერატურით, ზოგადი სისუსტით, უმიზეზო თავის ტკივილებით.


ნორმაში, რემისიის სტადიაზე სისხლში ცვლილებები არ აღინიშნება. ზოგჯერ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების მხოლოდ ნაწილი შეიძლება გამოვლინდეს. მკურნალობის ტიპის მიხედვით არჩევენ ქრონიკული ტონზილიტის ორ ფორმას. ზოგჯერ მისი მკურნალობა ხდება კონსერვატიული მეთოდით, ზოგჯერ კი - ქირურგიული ჩარევით.

  • ქრონიკული ტონზილიტის პირველი ტიპი - ორგანიზმის მაღალი ტემპერატურით მიმდინარე მწვავე ტონზილიტი წელიწადში არაუმეტეს ორჯერ განმეორებადი, რომლის დროს არ აღინიშნება ადგილობრივი და ზოგადი გართულებები.
  • ქრონიკული ტონზილიტის მეორე ტიპი - ორგანიზმის მაღალი ტემპერატურით მიმდინარე მწვავე ტონზილიტი, რომელიც მეორდება წელიწადში ბევრჯერ და ახასიათებს მწვავე მიმდინარეობა. ამ დროს კონსერვატიული მკურნალობა საკმარისი არ არის. იგი მეორდება წელიწადის ნებისმიერ დროს.
ქრონიკული ტონზილიტის კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს:

  • ანტიბიოტიკოთერაპიას, რომელიც ინიშნება როგორც ადგილობრივად (ყელის სავლები), ასევე სისტემურად (ტაბლეტები ან ინექცია);
  • ლაკუნების პირდაპირი რეცხვა და მათში ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შეყვანა;
  • ფიზიოთერაპია.
მკურნალობის ქირურგიული მეთოდებია:

  • ტონზილექტომია - ნუშურების მოცილება კაფსულასთან ერთად;
  • ნუშურების ლიმფური ქსოვილის მოცილება (კრიოდესტრუქცია);
  • კრიპტოლიზისი.
0
75
შეფასება არ არის
ავტორი:Galya Sarkisian
Galya Sarkisian
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0