თუ ლოცვის გარეშე
ღმერთს ვერ დაელაპარაკება ადამიანი,
მაშინ დიდი ხანია არ გვისაუბრია ღმერთო.
მაგრამ მე ამის არ მჯერა,
იმიტომ, რომ ხანდახან მინდა
უბრალოდ დაგელაპარაკო,
არ ვილოცო,
ისე, ავდგე და დაგელაპარაკო,
თუნდაც ჩემს უღმერთობაზე.
მე მეტიც მინდა ხოლმე,
მინდა გხედავდე, შეგეხო,
მაგრამ არა იმისთვის,
რომ უკეთესად გირწმუნო,
უბრალოდ, ასე მგონ...
ახლა ასე ვარ,
არაფერს ვგრძნობ
და ამის განცდა მფატრავს შიგნიდან,
სათქმელს ისევ ნახველს ვაყოლებ.
იცი,
მე მხოლოდ გამიგია,
ჭიანჭველები თუ როგორ ხრავენ,
ტვინის ფსკერზე გაჭიმულ ნერვებს,
სუსტი სარეცხის თოკებივით
რომლებზეც უკვე
მე გასაშრობად გადავკიდე ყველა ოცნება,
გაუწურავი,
სისხლისაგან,
ცრემლებისაგან,
მერე იქიდან მიძვრებიან...
, , უმაღლეს თანამდებობაზე კეთილი განზრახვებით გასული ბევრია და სიკეთეშენარჩუნებული არავინ.
, , არავინა თქვას, ისეთი ორი ქალი მინახავს, ვისაც ერთმანეთი გულწრფელი სიყვარულით უყვარდაო.ორი ქალის ურთიერთობაში ყალბი ბევრად სჭარბობს ალალს, გულმართალს და ეს ყოველთვის, ყველა შემთხვევაში ასეა.
, , სწავლით გასწავლონ იქნებ, მაგრამ რწმენა უნდა...
|
|