x
image
თეონა გორდეზიანი
დღევანდელობის პაროდია...
image
საქართველოში
(პაროდია დღევანდელობის)
საქართველოში იბადებოდნენ,
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე.
მერე ქვეყნიდან იბარგებოდნენ,
თავშესაფარი შემოგვთავაზეს.
წესს არ დაიცავს ქართველი არა,
ის შეიძლება ტრასაზე მოკვდეს.
ეუბნებიან დალევა კმარა,
ის კი პასუხობს: რა უნდა მოხდეს!
ნეტავ არ გადაბრუნდებოდეს,
წარსული დროის ბედის ვაგონი.
ეხ წუთით მაინც დაბრუნდებოდეს,
კომუნისტების დრო ტკბილსაგონი.
ჩალიჩის ნიჭი იქედან მოგვდგამს,
არვინ გაგვიგოს, არვინ იცოდეს!
არ გაპატიებს არავინ ბოღმას,
არ დაგინდობს და არ შეგიცოდებს.
თუ კრიმინალი ასე ნავარდობს,
ყველა კარები კარგად ჩარაზეთ.
და ვინც საჭმელზე ღამით არ დარდობთ,
გამოსავალი შემოგვთავაზეთ.
თუ არ ივარგებს მიწა მოხნული,
მერე მოგველის კანიბალიზმი,
დარჩება ვიღაც ფეხებ-მოჭმული,
და ეგეც თქვენი კაპიტალიზმი.
დათო აფხაზავა
2/14/2018
1
147
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
147
  
2022, 7 თებერვალი, 0:05
კიდევ ერთი "გიჟპოეტა"-ვაი უბედურო საქართველოვ!
0 1 1