x
image
თეონა გორდეზიანი
სულ რომ გვახსოვს და გვიყვარს ...
image

ოჯახმა კაცი დაიქირავა, ფული გადაუხადა და დაავალა
შეშა დამიბინავეო..
შეუდგა კაცი მუშაობას, ძირითადი საქმე დაასრულა, უცებ სახლში დაბრუნებამ მოუწია რაღაც მიზეზის გამო, დაპირდა მასპინძელს, ორ დღეში აქ ვიქნებიო და გზას გაუდგა...
გავიდა ხანი და აღარ გამოჩნდა, ოჯახის უფროსმა ხელი ჩაიქნია, მოგვატყუაო და სხვა მოხელეს ძებნას შეუდგა..!!
ერთ დილასაც მათ ჭიშკარს ახალგაზრდა კაცი მოადგა და მასპინძელოო დაიძახა...
გამოეგებნენ, შეიპატიჟა... ვინ ბრძანდებითო?
თქვენთან შეშას რომ აბინავებდა, იმ კაცის შვილი ვარ,
მოკვდა საწყალი და დამიბარა ადი იმ ოჯახში, იმ ხალხის ვალი მაქვს და შეშა დაუბინავეო...
ჰოდა, მეც მოვედიო...
/ რევაზ ინანიშვილის "ლამაზი ცრემლები" /
რევაზ ინანიშვილი დაიბადა 1926 წელს 20 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში. ხუთი კლასი დაამთავრა მშობლიურ სოფელში. 1937 წელს ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ომის წლებში, 1943_45_ში მუშაობდა 31-ე ქარხანაში. აქედან გადავიდა სასწავლებლად საავიაციო ტექნიკუმში. ეს სასწავლებელი არ დაუმთავრებია.

1947წ. წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე 1949 წელს უნივერსიტეტი მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირი გამო, იმავე წელს მუშაობა დაიწყო სამგორის არხის მშენებლობაზე.

1951 წელს დაბრუნდა უნივერსიტეტში და დაამთავრა 1956 წელს. 1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით. 1960 წელს მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა “ნაკადულში”.


1966 წელს გადავიდა კინოსტუდია “ქართულ ფილმში” სასცენარო განყოფილებაში, 1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად. 1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) მუშაობდა ჟურნალ “დილის” რედაქტორად.

პირველი მოთხრობა დაიბეჭდა 1950 წელს. პირველი წიგნი გამოვიდა 1953 წელს. 1977 წელს წიგნისათვის “შორი თეთრი მწვერვალი” მიენიჭა რუსთაველის სახეობის პრემია. 1980 წელს კინოფილმმა – “ქვიშანი დარჩებიან” სცენარისთვის, მინისტრთა საბჭოს პრემია “ხუთწლედის მატიანე” მიენიჭა.

გამოცემული აქვს მრავალი წიგნი. მისი სცენარების მიხედვით, გადაღებულია ფილმები: “ნატვრის ხე” ლეონიძის მოთხრობის მოხედვით, “ქვიშანი დაერჩებიან”, “არდადეგები”, “დედუნა” “ჩირიკი და ჩიკოტელა” “კაცები”…

მისი ნოველები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ… ენებზე.

გარდაიცვალა 1991 წელს 26 დეკემბერს, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

0
105
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0