ისევ ჩუმი ოცნებები,
ისევ ჩუმი ფიქრები,
გადაღლილი სხეული და
მოგალობე რითმები.
ისევ ისევ მონატრება,
ისრვ ისევ ლოდინი,
ნეტავ როდის დამთავრდება
ამდენი მოლოდინი?
ჩაძირვები ოცნებებში,
იმედები ფიქრებში,
უკვეთესის მოლოდინში,
უკვეთესის იმედში.
გარდასული დრო და ჟამი,
გაცრეცილი წარსული,
აწმყო ფუჭი, მოიმედე,
მომავალი არ თქმული.
ყველაფერი არეული, ...
ხანდახან გაბავს ცხოვრება,
ვეღარსად ვეღარ მიდიხარ,
წასული უკან ბრუნდები,
ერთი და იგივე გმირი ხარ.
კვლავ ეწირები შეწირულს,
ასეთი ვის რათ უნდიხარ?
ცხოვრების შეცვლა გაშინებს,
და ამიტომაც ფლიდი ხარ.
აქ ყოფის გემოს ვერ იგებ,
რადგან მონობა არჩიე,
სიცოცხლით ტკბობის მაგივრად,
მონობა ამოარჩიე!
ჰოდა ემონე ყურმოჭრით,
აქ არჩევანი შენია,
მონა მეფისთვის ფასობდეს?
მხო...
იაგუნდად დამხვევია ფიქრები,
სად ვეძებო სიყვარული პირველი?
დამეკარგა, გამიფრინდა, წავიდა,
რით დავიწყო, რით დავიწყო თავიდან?
მოლოდინში ეს ცხოვრებაც გავიდა,
წლები ჩუმად, შეუმჩნევლად გაფრინდა,
წარსულს დარჩა ყველა მოსაგონარი,
მომავალი უტყვია და მსტოვარი.
გზა აბნეულს სადღაც შემომაღამდა,
უაზრობა არა და არ დამთავრდა!
ამ ღამეში მრჩევნია დარჩენა,
ხვალ თუ ისევ ეს ცხოვრება...
ჩემი დღეები მუდამ ავდრობენ,
მზიანი დარი სულ ცოტა მქონდა,
მაგრამ ქუხილშიც, ჭექა-ქუხილში,
მე ჩემი სითბო სულ თან დამქონდა.
მზე ღრუბლებიდან თავს ვერ იძვრენდა,
მაშინ მე როცა ძლიერ მციოდა,
ჩემი გარემოს სუსხი და ყინვა,
თურმე სიცივის ნაცვლად მტკიოდა.
ცივმა ტკივილმა წლებთან იარა,
ვერა და ვერა, ვერ გადიარა,
სულ ჩემთან ერთად მოდის და მოდის,
მაგრამ ცხოვრება მაინც...
ბედის მორჩილად თვით ღმერთმა შეგქვმნა,
მასთან ჭიდილის არ მოგვცა ნება,
ბედი ბედია, თავად გვეწვევა,
იმას აგვიხდენს რაც დაგვეწერა.
არც გამოგიკლებს, არც ჩაგიმატებს,
სიზუსტის დაცვა მისი წესია,
ბედი ბედია, არ შეებრძოლო,
რომ შეეგუო უკეთესია!
მხოლოდ ეცადე, არ დაგაჩოქოს,
ძალა აჩვენე გასაკვირველი,
იმით აჯობებ, თუ არ გაგტეხავს,
მის მწარე ხვედრსაც თუ გაუძელი.
ბედი ბ...
არ გეშინია? არ გეშინია!
მაგრამ ხან და ხან კი გეშინია,
მაგრამ ხან და ხან ენატრი სიკვდილს,
ხან და ხან, როცა ცხოვრება გიმძიმს.
გაწვება გულზე ფიქრი და დარდი,
ღამის კოშმარი, სიზმარი, ცხადი,
ეს საქაოს კანონი არის!
ეს ხომ ეს არის ცხოვრება ნაღდი.
ხან უეცარი, ხანაც მარადი,
სიხარული და სევდა სანამდი,
სანამ სიცოცხლე არის წასვლამდი,
ეს ყველაფერი არის მანამდი.
...
რამდენჯერ უნდა შევწიროთ პაატა?
რამდენჯერ უნდა მოვკლათ ილია?
ეს მერამდენეთ, ეს მერამდენეთ,
ეს გზა რამდენჯერ გამოგვივლია.
მაინც გვეშლება, მაინც ვერ ვაგნებთ,
სწორი სავალი მაინც გვერევა,
ნუთუ იგივე, ნუთუ იგივე,
იგივე ჭირი აღარ გველევა?!
უკვე რამდენჯერ, უკვე რამდენჯერ,
შურით, ღალატით დაგვიტირია,
უკვე რამდენჯერ, უკვე რამდენჯერ,
სამშობლო ჩვენი გაგვიყი...
ყოველღე, ყოველ წუთს, როცა ჩემი ოთახის ფანჯრიდან ვიხედები, ვხედავ ერთ სურათს, რომელშიც აცრემლებული ბავშვი დგას. დგას და მორჩა, სხვა არაფერი, არანაირი ფერი შავისა და თეთრის გარდა, ოღონდ ეს თეთრიც ნელ-ნელა ქრება და შავდება... არ ვიცი რატომ აღვიქვამ ამ ხედს უიმედობად, მაგრამ მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება, ყოველდღე მეტ ცრელმლს ვხედავ. ერთხელ ვცადე მასთან მისვლა, გამოლაპარაკება, მაგრამ არაფ...
ოდესმე გიფიქრიათ რამდენ ნიღაბს ირგებთ?-მე დღის განმავლობაში ალბათ ოცს, ან ორმოცს, შეიძლება უფრო მეტსაც. არ ვიცი, ვერ ვგრძნობ ხშირად რას ვაკეთებ, რამდენად სწორად, რამდენად ბუნებრივად მაგრამ ფაქტი სახეზეა, როცა სიტუაციაში ვიღაცას ჩემი ღიმილი ჭირდება, მე მივდივარ წარმოსახვით საკიდთან, ვხსნი იქედან სიყალბით გაჟღენთილ ნივთს და სახეზე ისე მჭიდროდ ვიკოსებ, რომ მე თვითონაც მავიწყდება რომ ვ...
2013, 31 დეკემბერი, 21:54
|
|