x
მეტი
  • 19.05.2024
  • სტატია:134756
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509104
ფლიდი.

ხანდახან გაბავს ცხოვრება,

ვეღარსად ვეღარ მიდიხარ,

წასული უკან ბრუნდები,

ერთი და იგივე გმირი ხარ.

კვლავ ეწირები შეწირულს,

ასეთი ვის რათ უნდიხარ?

ცხოვრების შეცვლა გაშინებს,

და ამიტომაც ფლიდი ხარ.

აქ ყოფის გემოს ვერ იგებ,

რადგან მონობა არჩიე,

სიცოცხლით ტკბობის მაგივრად,

მონობა ამოარჩიე!

ჰოდა ემონე ყურმოჭრით,

აქ არჩევანი შენია,

მონა მეფისთვის ფასობდეს?

მხოლოდ ზღაპარში მსმენია.

0
35
5-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
35