სხვა სახალისო ისტორიები სკოლიდან...(ბევრი ღიმილი ჩვენგან..) 2018, 3 ივნისი, 19:34 დამეთანხმებით რომ იყო მასწავლებელი ძალიან შრომატევადი და რთული საქმეა... განსაკუთრებით თუ დაწყებითების მასწავლებელი ხარ და ბავშვები რომლებიც რამოდენიმე დღის უკან ბაღში უარდელად დარბოდნენ უნდა შეძლო და ორმოცდახუთი წუთის განმავლობაში ჯერ მერხთან დასვა როგორმე ჩუმად, მერე დააინტერესო მოგისმინოს და ისწავლოს რომ: 2 თუ მივუმატებთ 2 მივიღებთ 4-ს.. რომ დედაენა იაკობ გოგებაშვილმა დაწერა და ასე შემდეგ... ჩემს გარემოცვაში ბევრი პედაგოგი გახლავთ რომლებიც ხშირად მანებივრებენ თავიანთი სახალისო ისტორიებით და მეც გადავწყვიტე რომ თქვენთვისაც მეამბო... 1. კითხვა ბუნებიდან..რა არის დიეტა მესამე კლასელმა ბავშვებმა გადაწყვიტეს რომ... - ვირუსი - ჯანსაღი ჭამა და 2 ლიტრი წყალი.. 2.რა ჰქვია ადამიანს რომელიც სულ კარგხასიათზეა? -კარგხასიათა... 3.რა ჰქვია ქალს რომელიც სულ ჩხუბობს? (პირველკლასელმა გაბრიელმა გადაწყვიტა ეპასუხა მოკლედ) -ნათელა(ამ სემთხვევაში ბავშვმა ბებია იგულისხმა) 4.მარია შენ იქნები საუკეთესო მოცეკვავე როცა გაიზრდები და ჰოლივუდში იცეკვებ მე წამოვალ შენს კონცერტზე და პირველ როგში დავჯდები ამაყად...(კომპლიმენტით შეამკო საკუთარი მოსწავლე მასწავლებელმა) ცოტა ფიქრის შემდეგ მარია სრული სერიოზულობით ეკითხება მასწავლებელს -მას, მე კი ვიცეკვებ მაგრამ თქვენ მაგ დროს კიდევ ცოცხალი იქნებით? მაშინ მიხვდა მასწავლებელი რომ გაბრაზებას აზრი არ ქონდა და გულიანად გაიცინა.. 5. მესამეკლასელების დიალოგი დასვენებაზე.. -ნია წყალი გინდა? -არა ლუკა, მე წყალს საუკუნეში ერთხელ ვსვავ... -რატომ, კაკტუსი ხარ? ჩაერია საუბარში იქვე მჯდომი სალო.. 6.სრულიად საქართველო მოიცვა სხვადასხვა ტურებმა..სწორედ ერთ ერთ ტურზე იყო კითხვა თუ როგორ ადამიანზე ითქმოდა სიტყვა "მჭლე" მესამე კლასელთა უმრავლესობამ ჩათვალა რომ მჭლე ითქმის მსუქან ადამიანზე .. ხოლო როცა მშობელი გაუბრაზდა არა შვილო მჭლე ითქმის გამხდარ ადამიანზეო პატარამ თავი იმართლა.. -კი მაგრამ, გამყიდველს რომ ეუბნები მჭლე ხორცი მომეცი გამხდარ ხორცს ითხოვო?... 7. ჩემდა გასაკვირად "ინსპეტრორი" ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცოდნენ ჩვენმა პატარებმა... (რასაც ჩვენ მთავრობას უნდა ვუმადლოდეთ) მეასამეკლასელთა უმრავლესობამ ჩათვალა რომ ეს იყო ბუღალტერი.... პ.ს იმედია მოგეწონათ ჩემს მიერ შემოთავაზებული პატარა სტატია... გამიხარდება ცოტა ღიმილი მაინც მოგგვარეთ... წარმატებებს გისურვებთ სიყვარულით ინტერ-გოგონა 315 4-ს მოსწონს |
თავისით მეჩხუბებაო
იტყოდნენ რამე ცუდს ქართველებზე და ეგრევე ჩხუბზე გადავდიოდი.
უკრაინელებთან ნაკლებად რუსებს ვუბარტყუნებდი ხოშიანად.
თუმცა სკოლა მაინც ტკბილი გასახსენებელია.