x
მეტი
  • 29.03.2017
  • სტატია:65139
  • ვიდეო:317381
  • სურათი:415936
მე თინეიჯერი ვარ და გულის ფანცქალით ველოდები 24 თებერვალს

image

მე თინეიჯერი ვარ. ჩემზე ამბობენ, რომ სულ კომპიუტერთან ვზივარ, მარტო მეგობრებთან ერთად აქეთ-იქეთ სიარულზე ვფიქრობ, სწავლა არ მაინტერესებს და სულ გართობაზე მიჭირავს თვალი.


მე თინეიჯერი ვარ, დიახ მე მიყვარს მეგობრებთან ერთად გართობა, მაგრამ იგივე მეგობრებთან ერთად წიგნის კითხვა და ხანდახან მის საყიდლად რიგში დგომაც კი მიყვარს. ჰო, არის ხოლმე ასეთი დღეები "Liberteens" სთავაზობს თავის ერთგულ მკითხველებს ფასდაკლებებს იმ წიგნებზე, რომელსაც ისინი დიდი სიხარულთით ელოდებიან. დედაჩემს ეცინება წიგნის ყიდვის გამო რიგში რომ დგებიან ჩემი ასაკის ბავშვები არ სჯერა, მეუბნება მე შენს ასაკში პურის რიგში ვიდექიო. მე იმაზე მეცინება, რომ ვიღაც პურის საყიდლად შეიძლება დადგეს თურმე რიგში, წიგნის რიგში დგომა კი აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა ჩემთვის, ბევრჯერ ვმდგარვარ, ჩემი საყვარელი წიგნის მაღაზიის წინ. დედას ვეუბნები, რომ წავალ ლაივ ვიდეოს ჩავრთავ ფეისბუქზე და დაგიმტკიცებ რომ იქ მართლა დიდი რიგებიამეთქი.


მე მყავს თინეიჯერი მეგობრები "ლიბერთინსელები", რომლებიც ჩემნაირი თინეიჯერებისთვის ორიგინალში კითხულობენ ლიტერატურას და მერე "პალიტრა L"- ს ურჩევენ მათ გამოცემას. ახლაც ჩემი თაობის ერთ ერთი საყვარელი ამერიკელი მწერლის მერი ლუს ბესტსელერი "ჩემპიონი" გამოსცეს და მის გრანდიოზულ ფასდაკლებასაც აწყობენ თურმე.


ჩემნაირმა თინეიჯერებმა კარგად იციან ამ წიგნის შესახებ, იგი ტრილოგიის "ლეგენდა"-ს მესამე ნაწილია. როგორც თავად ავტორმა აღნიშნა პირველად მისი დაწერის იდეა ფილმის Les Misérables-ის ცქერის დროს ეწვია და დაინტერესდა, როგორ შეიძლებოდა, ცნობილი კრიმინალისა და გენიოსი დეტექტივის ურთიერთობის ისტორია თანამედროვეობაში გადმოეტანა. ასე გაჩნდნენ პერსონაჟები ჯუნი და დეი.


image


ჯუნიმ და დეიმ ბევრი რამ შესწირეს რესპუბლიკას და ერთმანეთს. ახლა კი მათი ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. ჯუნი რესპუბლიკას უბრუნდება და პრინცეპსის თანამდებობაზეა, დეი კი მაღალ სამხედრო თანამდებობაზე ინიშნება. თუმცა არც ერთს არ შეუძლია იმ გარემოებების წინასწარ განჭვრეტა, რომლებიც მათ ხელახლა დააკავშირებს. როდესაც ნათელი ხდება, რომ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება დროის საკითხია, კოლონიებში აფეთქებული ჭირი პანიკას თესავს და რესპუბლიკის სასაზღვრო ქალაქებს ომი ემუქრება. ჯუნი ის ერთადერთია, ვინც იცის, პრობლემა როგორ მოაგვაროს, მაგრამ ათასობით სულის გადარჩენის სანაცვლოდ იმ ერთადერთის გაწირვა მოეთხოვება, ვისი გულითვისაც ჯუნი ყველაფერს გაიღებდა.


წიგნს მალე მოჰყვა ცნობილი გამოცემების თუ კრიტიკოსების დადებითი გამოხმაურება, "ეს ნაწარმოები არა მოხლოდ თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის შედევრია, ის ასევე ბევრი სხვადასხვა ადამიანური ემოციის გამომწვევი ძალაა"- დაწერა მასზე გაზეთმა "NEW YORK TIMES".


"მე მგონია ყველა ნაწარმოებს, რომელიც რამდენიმე ნაწილად არის წარმოდგენილი, სწორედ ისეთივე დასასრული უნდა ჰქონდეს, როგორიც ამ წიგნს აქვს. ის განსხვავებული და, შეიძლება ითქვას, ზემდეტად კარგიც კია. სწრაფად წაიკითხავ, მაგრამ მასზე დიდხანს იფიქრებ - მოულოდნელობით სავსე სიუჟეტები სხვა გზას მაინც არ დაგიტოვებს. და მაინც, ამ წიგნში ყველაზე საინტერესოა, ლეგენდა ბიჭსა და გენიოს გოგონას შორის, რომელი იქნება "ჩემპიონი".- ასე დამიხასიათა ეს წიგნი ჩემმა მეგობარმა 15 წლის ვახომ, როდესაც მისი წაკითხვა მირჩია.


მე თინეიჯერი ვარ. გულის ფანცქალით ველოდები დღეს, როცა ჩემს საყვარელ მაღაზიასთან ჩემს საყვარელ ხალხთან ერთად რიგში დავდგები. იქ არ ხდება ერთმანეთზე გადასწრება, ვიღაცის შევიწროვების და მოტყუების ხარჯზე დაწინაურება.


იქ ყველა ერთ ენაზე ვსაუბრობთ, იქ ყველას საერთო ინტერესები გვაქვს, ჩვენს ცოდნას და აზრებს ვუზიარებთ ერთმანეთს საყვარელი წიგნების შესახებ. ასე მოუთმენლად ველოდებით როდის მოვა ჩვენი რიგი და ხელში დავიჭერთ სანუკვარ წიგნს. შენც თუ ჩემნაირი ხარ, გიყვარს კითხვა და თანამედროვე ლიტერატურა მოდი პარასკევს, 24 თებერვალს, 18:00 საათზე ბიბლუსი გალერეასთან, ჭავჭავაძის 7 ნომერში და ერთად ჩავდგეთ ახალი წიგნის რიგში.

0
395
3-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0