x
მეტი
  • 26.07.2017
  • სტატია:67916
  • ვიდეო:320531
  • სურათი:420394
"მის გამო დეტექტივსაც შევიყვარებ"- ჯოან როულინგის ახალი წიგნის პრეზენტაცია

ბიჭი


ჯოან როულინგმა ჯერ კიდევ 2011 წელს განაცხადა რომ უნდოდა დაეწერა პოტერიადისგან განსხვავებული სტილის წიგნი, რომელიც 2012 წელს გამოსცა კიდეც.


წიგნი "The Casual Vacancy" გაყიდვების მიხედვით საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა ამის პარალელურად კრიტიკოსების უარყოფითი გამოხმაურება მიიღო.


2013 წელს კი ვინმე დებიუტანტი მწერლის რობერტ გელბრეითის წიგნმა "გუგულის ძახილი" კრიტიკოსების ერთსულოვანი აღფრთოვანება გამოიწვია.


ერთ-ერთმა კრიტიკოსმა "ტვიტერზე" დაწერა რომ, რობერტ გელბრეითი იყო ძალიან კარგი მწერალი და უკვირდა რატომ არ ჩანდა არსად ის მანამდე, რაზეც ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაუკომენტარა, რომ სინამდვილეში ამ ფსევდონიმის ქვეშ ჯოან როულინგი იმალებოდა. მალე მედიამ ამ ფაქტთან დაკავშირებით ნამდვილი გამოძიება ჩაატარა, საბოლოოდ როულინგს მოუწია გაეცა საკუთარი თავი და ამ ფაქტის სინამდვილე ეღიარებინა.


წიგნის გაყიდვის ტირაჟმა არნახულად მოიმატა. "ამაზონი"-ს წიგნების გაყიდვიდან ერთ-ერთ ბოლო ადგილზე მყოფი "გუგულის ძახილი" კი პირველზე გადავიდა.


ბესტსელერით "პალიტრა L"- იც დაინტერესდა და იგი ქართველი მკითხველისთვის გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია 2 თებერვალს ბიბლუსი გალერეაში გაიმართა.


პრეზენტაცია


"ამ წიგნისგან არ უნდა ელოდოთ ფენტეზის, ვერ წაიკითხავთ ვერაფერს ისეთ რაც "ჰარი პოტერშია", თუმცა წაიკითხავთ სრულიად ახალ რამეს, დეტექტივს, რომელსაც ვერც ერთ სხვა აქამდე წაკითხულ დეტექტივს ვერ შევადარებთ და თუკი ყურადღებით იქნებით თქვენ მოქმედ გმირზე სწრაფად შეძლებთ საიდუმლოების ამოხსნას" -ალექსანდრე ლორთქიფანიძე, მწერალი.


ბლოგერი და მწერალი


წიგნის მთავარი გმირი კორმორან სტრაიკი არის უიღბლო დეტექტივი, რომელსაც უკვე გამოძიებული საქმის დაზუსტებას დაავალებენ, გარდა იმისა, რომ უიღბლოა არ არის არც სიმპატიური და არც პროფესიონალი, სწორედ ეს ხდის მის გმირს კიდევ უფრო საინტერესოს.


"პირველი რასაც აუცილებლად მიაქცევს ნებისმიერი ადამიანი ყურადღებას არის ის, რომ როულინგს აქვს ძალიან კარგი უნარი აღწეროს პერსონაჟები, თანაც მისი პერსონაჟები განსხვავდება ყველა ჩვენს გარშემო მყოფი ადმაიანებისგან, კითხვის დროს კი ისეა ყველა აღწერილი რომ ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს ვხედავთ მას. უამრავი დეტექტივი გვაქვს წაკითხული, მაგრამ არსად ისე არ დაგამახსოვრდებათ პერსონაჟები როგორც აქ" - მიხელ სამხარაძე, ბლოგერი.


"კორმორან სტრაიკის დეტექტიური ისტორია სამ წიგნს ერთიანებს, ჩვენს მკითხველს კი ვპირდებით რომ მალე მათაც აუცილებლად იხილავს სერია "ტოპ თრილერის" ფარგლებში, "ბიბლუსის" მაღაზიებში" - ნათია ზაქრაძე, პალიტრა L-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.


პრეზენტაციის შემდეგ პატარა გოგონასთან მივედი და ვკითხე აპირებდა თუ არა წიგნის წაკითხვას, რაზეც მან მიპასუხა: "მე არ მიყვარს დეტექტივი, თუმცა მის გამო შევიყვარებ".


- იხილეთ ვიდეო


ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე

0
99
7-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0