x
არარეფლექსიური მოსმენა
image


ადამიანის დახმარებისას ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ჩუმად მოსმენა შეიძლება აღმოჩნდეს. არარეფლექსიური მოსმენა უმარტივესია ხერხია და წარმოადგენს თქვენს უნარს დაიცვათ სიჩუმე და არ შეუშალოთ ხელი თქვენი შენიშვნებით, როდესაც თქვენი კლიენტი ან ჯგუფის წევრი საუბრობს. როდესაც ვაანალიზებთ, ვაზუსტებთ და ვაფასებთ, თუ რას გვეუბნებიან სხვები, ჩვენ უფრო მეტ დროს ვუთმობთ ჩვენს ფიქრებს, ვიდრე იმას, რასაც გვეუბნებიან. უფრო მეტიც, შეიძლება გავაწყვეტინოთ კიდეც სხვას საუბარი, რაც არღვევს ურთიერთობას.

ასეთ მიდგომას მხოლოდ პირობითად შეიძლება ეწოდოს პასიური მოსმენა, რადგან თავისთავად აქტიურ პროცესს წარმოადგენს, რომელიც თქვენგან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ყურადღებას მოითხოვს. არარეფლექსიური მოსმენა ხშირად ერთადერთი შესაძლებლობაა, თუ მოსაუბრე ემოციურია, სასაუბროდ მომართულია და სურს, რომ მხოლოდ უსმინოთ და არ აინტერესებს თქვენი შენიშვნები.

არარეფლექსიური მოსმენის ოთხო კომპონენტი


1. როდესაც ადამიანის დახმარება გსურს, რათა ის თავის განცდებში გაერკვეს, თავისი პრობლემა გაგვიზიაროს, ჩვენ კონსულტანტის როლში ვართ და ეფექტური კომუნიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ურთიერთობაში ჩვენი მონაწილეობის, დასწრების ხარისხის მაჩვენებლი იქნება.

მთავარი კომპონენტი, რომლითაც ადამიანი ხვდება თუ რას ვაკეთებთ, ჩვენი თვალებია. სხვა თემაზე ფიქრის დროს მზერა, როგორც წესი, გადაინაცვლებს ხოლმე ამ ადამიანების თვალებიდან. თუ მისი მოსაუბრის დროს დავიწყებთ გაგონილის ჩვენეული კონცეფციის განვითარებას, ეს რა თქმა უნდა ხელს შეგვიშლის მოსმენასა და გაგებაში. ამდენად, ჩვენი რეალური დასწრებისა და მოსმენის პირველი მანიშნებელი ვიზუალური/თვალებით კონტაქტია.

2. არარეფლექსიური მოსმენის შემდეგი კომპონენტი ჩვენი ხმის ტონი და საუბარში ჩართვის სიხშირეა, რაც ასევე გამოხატავს თუ რა დამოკიდებულება გვაქვს მოსაუბრის მიმართ, გვაინტერესებს თუ არა რასაც მოგვითხრობენ.

3. მოსაუბრე გარკვეული თემით მოგვმართავს, რომელიც აინტერესებს ან აწუხებს. ეს თემა არ უნდა შეიცვალოს. ამდენად, მნიშვნელობა აქვს თქვენს უნარს ვერბალური მხარდაჭერა გაუწიოთ სწორედ მის თემას.

4. შემდეგი კომპონენტი ყურადღების გამომხატველი და ბუნებრივი სხეულის ენაა. მნიშვნელობა აქვს ასევე, თუ რა დისტანციას დავიკავებთ მოსმენის დროს და იქნება თუ არა საგნები მსმენელსა და მთხრობელს შორის. ამ დროს უმჯობესია მოსაუბრეებს შორის არ იყოს რაიმე საგანი, მაგალითად, მაგიდა. ადამიანი იგებს თქვენი დაინტერესებულობის შესახებ თუ მოსაუბრისკენ წამახალისებელ ბუნებრივ მდგომარეობას იღებთ- მის პირდაპირ ზიხართ და მცირედ მისკენ იხრებით.

როდესაც თქვენ გსურთ სხვამ მოგისმინოთ, თქვენ ელოდებით, რომ თვითონ ეს ადამიანი ობიექტურად, მიუკერძოებლად, მშვიდად მოგისმენთ, ამდენად მნიშვნელოვანია რომ მსმენელი არ იყოს დაძაბული.

ამრიგად, შეიძლება ჩამოყალიბდეს დასწრებისა და მოსმენის კარგი საფუძვლის შემქნელი შემდეგი ხუტი არავერბალური მახასიათებელი:

1.თვალებით ბუნებრივი კონტაქტი;

2. სასურველია ადამიანის მოსმენის დროს მის პირდაპირ ვიჯდეთ;

3. მსმენელს ღია პოზა უნდა ჰქონდეს;

4.სხეულის მცირე გადახრა მთხრობელისკენ ინტერესის გამომხატველია;

5. მსნელის სხეულის მდგომარეობა მშვიდია, ის არ უნდა იყოს დაძაბული.


როდესაც სხვა აზრს გიზიარებთ, ამ დროს თქვენ წინაშე სამი ამოცანა დგას:

1. გაიგოთ მონათხრობის შინაარსი;

2. უბიძგოთ საუბრის გაგრძელებისკენ, მოსაუბრე უნდა ხედავდეს წახალისებას განაგრძოს საუბარი. თუ მოსაუბრე გრძნობს, რომ მას ყურადღებით უსმენენ, ის, როგორც წესი, განმტკიცდება საუბრის სურვილში და განაგრძობს თავის თხრობას;

3. დაიმახსოვროთ ნათქვამი.

მოსმენის პროცესი ამასთან ერთად მოითხოვს მსმენელის მხრიდან სიტყვიერ და არავერბალურ დადასტურებას, რომ ის მართლა უსმენს. მთავარ ამ პროცესში ბუნებრიობაა და მთელი "გულის-ყურით" მოსმენა. მოსმენის სირთულეთა გადალახვა სხვადასხვა ხერხით არის შესაძლებელი:

ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ტექნიკა მდგომარეობს მოსაუბრის რეპლიკის შემდეგ პაუზის გაკეთებაში. ხშირად მთხრობელის ჩუმად მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია. დამწყებ პროფესიონალს შეიძლება გაუჭირდეს ჩუმად ჯდომა და მთხობელის ლოდინი, როდის მოიფიქრებს თუ რა თქვას. ყველაზე ხშირ შეცდომას წარმოადგენს კითხვების დასმა წარმოქმნილი უხერხული სიჩუმის დროს იმ მიზნით, რომ შეივსოს პაუზეი. ეს კითხვები ხელს უშლის მოსაუბრეს განაგრძოს ის თემა, რაზეც ფიქრობ და აიძულებს წამოიწყოს მისთვის არაარსებითი თემა.

მოსაუბრის წახალისების შემდეგი ხერხი მდგომარეობს მინიმალურ წამახალისებელ რეპლიკებში, რომლებიც შეესაბამება მოსაუბრის იმწამიერ ნათქვამს: "მესმის", "დიახ", "მართლა?" და ა.შ. ეს რეპლიკები მსმენელს ეხმარება გამოხატოს ინტერესი, წახალისება და გაგება.




0
37
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა პარხომენკო
თეონა პარხომენკო
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0