x
როგორ ვასწავლოთ გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვს

image

გონებრივი ჩამორჩენილობა ფსიქიკური განვითარების დარღვევის ფორმაა. შეფასება ხდება ინტელექტის დონით (გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოზი ისმევა, როდესაც IQ 70-ზე ნაკლებია) და ადაპტაციის ხარისხით. გონებრივი ჩამორჩენილობა აღმოცენდება ადრეულ ასაკშივე და გავლენას ახდენს მთელი ცხოვრების მანძილზე.


გონებრივი ჩამორჩენილობის დროს ბავშვებს ახასიათებს აბსტრაქტული აზროვნების ნაკლებობა, მაგალითად, უჭირთ იპოვონ მსგავსება სპილოსა და ვირთხას შორის, რადგან ყურადღებას მხოლოდ განსხვავებას აქცევენ. ასევე, ახასიათებთ სწავლის ნელი ტემპი, ყურადღების დარღვევა, პრობლემის დამოუკიდებლად გადაწყვეტის სირთულეები, მეტყველების პრობლემები, მოტორული სირთულეები და ა.შ.


გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ჩამორჩენილობის ხარისხით. ყველა მშობელს სურს, რომ მათმა შვილმა წერა-კითხვა მაინც ისწავლოს, მაგრამ მძიმე ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობის დროს ეს პრაქტიკულად მიუღწეველია და მშობლის სურვილიც მისმა შვილმა განათლება მიიღოს აქ სრულდება. თუმცა, სწავლა ფართო ცნებაა. ის მხოლოდ წერა-კითხვის ათვისებას არ გულისხმობს. სწავლა მნიშვნელოვანია გარკვეული ჩვევების ათვისებისთვის, გარემოსთან კომუნიკაციისთვის, ადამიანებთან ურთიერთობისთვის.



გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა სასკოლო ასაკის ბავშვს ესაჭიროება სასკოლო გარემო სასწავლო და ფუნქციონალური ჩვევების ათვისებისთვის.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, შედგეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, სადაც ვიხელმძღვანელებთ ბავშვის ძლიერ და სუსტ მხარეებზე დაყრდნობით.
ადრეულ ასაკში, საჭიროა, ბავშვის წინააკამადემიური უნარების მომწიფება, როგორებიცაა : თანმიმდევრობისა და წესის დაცვა; კითხივს დასმა; პასუხის გაცემა; სხეულის ნაწილებისა და ფერების ცნობა, დასახელება; კალმისტრისა და ფანქრის ხელში სწორად დაჭერა; სიუჟეტური სურათების დათვალიერება და მოყოლა;
ფუნქციონალურ ჩვევებში იგულისხმება: თვითმომსახურების ქცევები (ჩაცმა, ჭამა, ტუალეტი); სახლის მოვლის ჩვევები; ფულის განკარგვის; საზოგადოებრივი ნორმების ცოდნა;


სკოლის არჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები: კლასში ბავშვა რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 12-ს; რაც უფრო მეტია მასწავლებელი მით უფრო კარგია სწავლება; სკოლას უნდა ჰყავდეს სპეციალურად მომზადებული მასწავლებლები, ხოლო ბავშვებისთვის შექმნილი უნდა ჰქონდეთ შესაბამისი პირობები;


მასალის ათვისებისთვის მნიშვნელოვანია მასალა მიეწოდოთ ხშირად. გამეორება ხელს უწყობს დამახსოვრებას. სწავლებისას ეფექტურია მულტისენსორული სწავლების მიდგომა, რაც გულისხმობს, რომ მაგალითად დათვლისას როგორც ხელებით ვაჩვენოთ ციფრები, ასევე ხმამაღლა გამოვთქვათ და თვითონაც გაიმეორონ. ძალიან ემოციურად რეაგირებენ გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვები მასწავლებლის შექებაზე, მოწონებაზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია ხშირად შევაქოთ დამსახურებულად, ხაზი გავუსვათ მათ წინსვლას.შექება აუცილებლად უნდა მოსდევდეს უშუალოდ ქცევას.შევადაროთ მხოლოდ თავიანთ თავს, რა შეეძლოთ გუშინ და რა შეუძლიათ დღეს.

0
107
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა პარხომენკო
თეონა პარხომენკო
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0