x
სავარჯიშოები მეტყველებისა და თხრობის უნარის განვითარებისთვის
image

მეტყველება არის ვერბალური კომუნიკაციის პროცესი, რომლის მეშვეობითაც მიმდინარეობს ინფორმაციის გაზიარება და აზრთა გაცვლა ადამიანებს შორის. ბავშვის მიერ მეტყველების დაუფლება გარკვეულ საფეხურებს გადის: ჯერ ჩნდება ერთ სიტყვიანი წინადადაება, შემდეგ საფეხურზე იქმნება პირველი უფორმო ორ სიტყვიანი წინადადება. მეორე წლის ბოლოს იწყება მეტყველების გრამატიზაცია- ბავშვი თანდათანობით ეუფლება დედაენის გრამატიკულ სტრუქტურებს, იზრდება ლექსიკური მარაგი და წარმოთქმული წინადადებების სირთულე.

ენის ცოდნა და მეტყველების კარგი უნარი უმნიშვნელოვანესია აკადემიური წარმატებისა და სწავლისათვის. ენა კომუნიკაციის ბაზას წარმოადგენს. კითხვა, წერა, მოსმენა და ლაპარაკი ენის შემადგენელი ფორმებია. იმ შემთხვევაში თუ მასწავლებელი აღმოაჩენს მოსწავლის სირთულეებს ენის სწავლასა და მეტყველებაში, ბავშვის მშობლებთან შეთანხმებით, აუცილებელია მოსწავლე გაიგზავნოს დიაგნოსტიკაზე ფსიქოლოგთან, მეტყველების თერაპევტთან, რათა გაირკვეს მოსწავლის მეტყველების დარღვევის ტიპი და შემდეგ მასწვლებელთან ერთად დაისახოს მოსწავლის მეტყველების გაუმჯობესების სტრატეგიები.


რამდენიმე ეფექტური სტატეგია და სავარჯიშო მეტყველების და თხრობის უნარის განვითარებსთვის :


> მეტყველების დარღვევის მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობისა და მუშაობის დროს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვაიძულოთ ბავშვი, გამოთქვას რაიმე სიტყვა ან წინადადება თუკი ეს მას უჭირს, ამით ბავშვს უარყოფით დამოკიდებულებას ვუყალიბებთ მეტყველების პროცესისადმი, რაგან მას სთხოვენ იმის გაკეთებას, რაც არ შეუძლია ან უჭირს.

> მოერიდეთ მოსწავლეს პირდაპირ მიუთითოთ მეტყველებისას ან თხრობისას დაშვებულ შეცდომაზე. უმჯობესია, თქვენ თვითონ შეასწოროთ შეცდომა. არ მოითხოვოთ მისგან სწორი ფრაზის გამეორება.

> ხელი შეუწყვეთ, მეტყველების მასტიმულირებელი გარემოს შექმნას, სადაც ბავშვს გაუჩნდება სურვილი სპონტანურრად ჩაებას საუბარში.

> თუ თქვენი მოსწავლე სხვადასხვა მიზეზების გამო ერიდება კლასის წინაშე საუბარს, მიეცით მას უფლება ინდივიდუალუად ჩაგაბაროთ თხრობით ან თქვენი თანდასწრებით წერილობითი ფორმებით.

> ყურადღებით მოისმინეთ, როდესაც ის გელაპარაკებათ. შეეცადეთ წაახალისოთ მისი ლაპარაკის მცდელობა, არ შეაწყვეტინოთ საუბარი და დაელოდეთ მის მიერ ფრაზის დამთავრებას. არ დაამთავროოთ ბავშვის მაგივრად არც სიტყვა, არც ფრაზა. ეს სტრატეგია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენაბორძიკობის შემთხვევაში.

> მოსწავლის არსებული სიტყვათა მარაგის გამდიდრების მიზნით, შესაძლებელია არსებული სიუჟეტური სურათების გამოყენება და მოსწავლისთვის უცნობი სიტყვის გამოსახულებებზე ყურადღების გამახვილება. სიტყვებს, რომლებიც ბავშვმა არ იცის ჩვენ ვუჩვენებთ და ვეუბნებით.

> ყოველდღიურად იმუშავეთ ბავშვის ლექსიკონის გამდიდრებაზე. აუხსენიით ყოველი ახალი სიტყვის მნიშვნელობა და შეეცადეთ ბევრჯერ გამოიყენოთ იგი დღის განმავლობაში.

> მნიშვნელოვანია, კლასში ბავშვი წახალისდეს აზრის გამდმოცემაში. ამისთვის მოსწავლესთან ერთად დაათვალიერეთ და აღწერეთ მარტივი დეტალებით არაგადატვირტული სიუჟეტური სურათები. მოკლე ნათელი წინადადებებით გადმოეცით სიუჟეტი.

> შემდეგი ეტაპია ბავშვი თავად ჩართოთ სურათი აღწერის პროცესში, თუმცა საწყის ეტაპზე მისი ჩართულობა შესაძლებელია ვერბალურად არ იყოს გამოხატური, არამედ დასაშვებია ჟესტებით მიგითითებდეთ.

> წაახალისეთ მოსწავლე უპასუხოს თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს- ვინ არის გამოსახული, რას აკეთებს, როგორია.

მოგვიანებით, წაახალისეთ ბავშვი დამოუკიდებლად აღწეროს იგივე სურათი, თქვენ უხმოდ მიუთითებთ გამოსახულებებზე შესაბამის ადგილას თითის დადებით, იმისთვის რომ მისი აღწერა თანმიმდევრული იყოს.

თუკი მოსწავლე პასუხს ვერ სცემს დასმულ შეკითხვას თავად გაეცით პასუხი, მაგრამ თუ მან არ გაიმეორა თქვენი ნათვამი, თავი აარიდეთ დაჟინებულ მოთხოვნას გაიმეოროს პასუხი.

0
238
4-ს მოსწონს
ავტორი:თეონა პარხომენკო
თეონა პარხომენკო
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0