x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134560
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
ოლეანდრი - საშიში სილამაზე

image ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უნახავს ეს მშვენიერი მცენარე ოლეანდრი, ის ხომ ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეშია მოდებული?! მისი მარადმწვანე გრძელი ფოთლები და ულამაზესი ყვავილები, მართლაც რომ, საოცარი სანახავია. ის ჩვენს დედაქალაქშიც ხარობს, განსაკუთრებით კი სუბტროპიკული ჰავა მოსწონს და, ამიტომაც, ძალიან “უყვარს" დასავლეთ საქართველო. მიუხედავად ამისა მის მოშენებას კახეთშიც ახერხებენ და ქართლშიც. ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ მიუხედავად თავისი შეუდარებელი სილამაზისა ეს მცენარე მეტად საშიში და შხამიანია.
ოლეანდრი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, რომელიც 2 მეტრამდე, ზოგჯერ კი სამ მეტრამდეც იზრდება. მას თეთრი, მოცისფრო, ვარდისფერი და ბორდოსფერი ყვავილები აქვს.image ის დიდხანს ყვავის და განსაკუთრებით ლამაზი სწორედ ყვავილობის პერიოდშია. ოლეანდრს, ხშირად, როგორც ქოთნის მცენარეს ისე ახარებენ. მისი ყვავილობა ზამთრამდეც გრძელდება ხოლმე, და, წარმოიდგინეთ, როგორია თეთრ თოვლზე წითლად აელვარებული მცენარე. XVII საუკუნეში ამ მცენარით სახლებს ალამაზებდნენ. მიუხედავად ამ საოცარი სილამაზისა და დეკორატიული დატვირთვისა, მშვენიერი ოლენდრი შეიცავს მეტად საშიშ შხამს ოლეანინს. მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმიანობას, იქნება ეს გადარგვა, მორწყვა, ფოთლების მოშორება თუ სხვა, სპეციალური ხელთათმანები გამოიყენეთ. მისი ფოთლის მტვერიც კი მეტად საშიში გახლავთ, განსაკუთრებით კი მას ბავშვები მოარიდეთ, უმჯოებიასია, რომ საერთოდ არ მიუშვათ ისინი მცენარესთან და თუ მაინც მივლენ საგულდაგულოთ დაბანეთ ხელები. ყველაზე საშიში მისი წვენი და თესლები გახლავთ.
image მოწამვლის ნიშნები
მცენარე განსაკუთრებით საშიში მაშინ ხდება, თუ ვინმე მის ღუმელში დაწვას, ანუ, შეშად გამოყენებას გადაწყვეტს ან მისი ფოთლების ნაყენს მიირთმევს. რამოდენიმე საათის შემდეგ მუცლის არეში საშინელი ტკივილი იწყება, თითქოს ნემსები გადაგეყლაპათ. იწყება პირღებინება, სისხლიანი დიარეა, ტაქიკარდია, მხედველობაარაერთგვაროვანია, ზოგჯერ აღინიშნება ჰალუცინაციებიც. მოგვიანებით პულსი სუსტდება, მისი ფეთქვა ძლივსღა ისმის, სუნთქვაც მისუსტებულია, არტერიული წნევა ეცემა, საბოლოოდ კი ყველაფერი ლეტალურად სრულდება.
თუ ოლეანდრი რაღაცნაირად ადამიანის ორგანიზმში მოხვდ, იწყება გულ-სისხლძარღვთა ფუნქციის მოშლა.მასთან განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით კი მის წვენს მოერიდეთ: თუ მის გასხვლას გადაწყვეტთ, ყლორტებიდან გადმოსულ წვენს ნუ შეეხებით, სწორედ ამიტომაა ხელთათმანის გამოყენება აუცილებელი, შესაძლებელია, ხელი გაკაწრული გქონდეთ და წვენმა, შემთხვევით, შიგნით შეაღწიოს. მას მედიცინაშიც იყენებენ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისთვის განკუთვნილ პრეპარატებს ამზადებენ. არ დაგავიწყდეთ, რომ ოლეანდრი მსოფლიოს შხამიან მცენარეების ათეულში შედის image

4
1662
4-ს მოსწონს
ავტორი:ანგელოზი
ანგელოზი
1662
  
2012, 30 ნოემბერი, 23:01
ნებისმიერ ყვავილთა მაღაზიაში იყიდება
2012, 24 ნოემბერი, 19:53
სად შეიძლება ამ ყვავილის შეძენა საქართველოში თუ იცით? ძალიან ლამაზია და დიდი სიამოვნებით მოვუვლიდი
2012, 19 ივნისი, 13:27
სილამაზე ხშირად არის საშიში...
0 1 4