x
მოტივაციის ჰუმანისტური თეორია
image
ჰუმანისტური თეორია მიმართულია ადამიანის პირადი პოტენციალის გამოყენებაზე. აღნიშნული მიმართულება მნიშვნელოვანი როგორც საკლასო ოთახში, ისე სამსახურში.


მე-20 საუკუნის დასაწყისში მოტივაცია განვითარდა ორი კუთხით : ბიჰევიორიზმი და ფსიქოანალიზი. მოკლედ რომ შევეხოთ, ბიჰევიორიზმი ფოკუსირებულია წახალისებაზე, ფსიქოანალიზი კი მოტივაციას აღწერს როგორც არაცნობიერ ზემოქმედებას, რომელიც წარმოიქმნეა იდის, ეგოსა და სუპერეგოს მიერ. ამ ორი თეორიისგან განსხვავებით ჰუმანისტური თეორია მთლიანად კონცენტრირებულია მთლიან პიროვნებაზე - ფიზიკურ, სოციალური, ემოციურ და ინტელექტუალურ პოტენციალზე და "თვითაქტუალიზაციაზე", რომელიც მეტად საჭიროა წარმატებისთვის.


მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქია

აბრაამ მასლოუმ განავითარა იერარქია, რომელიც ასახავს ადამიანის, როგორც "მთლიანი პიროვნების" მოთხოვნილებებს. ეს მოთხოვნილებები ორადაა დაჯგუფებული : დეფიციტისა და ზრდის მოთხოვნილებებად. თუ კი დეფიციტის მოთხოვნილება მიუღწეველია, ადამიანი ყოველთვის მისი დაკმაყოფილებისკენ მიილტვის. იგი იერარქიის ქვედა საფეხურებს იკავებს. თუკი არაა დაკმაყოფილებული გადარჩენის, უსაფრთხოების, მიკუთვნებულობის და თვითპატივისცემის მოთხოვნილებები, ადამიანი ვერ გადავა შემდეგ საფეხურებზე.


რაც შეეხება ზრდის მოთხოვნილებას, ის ადამიანთა გამოცდილების განმავლობაში ვითარდება. ზრდის მოთხოვნილებები ბოლომდე არასდროს მიიღწევა. მაგალითად, თუ ადამიანის დაიწყებს ლიტერატურის შესწავლას, მისი ინტერესი ლიტერატურისადმი კი არ შემცირდება, არამედ გაიზრდება. თვითაქტუალიზაციისკენ ყველა მიილტვის, თუმცა მხოლოდ 1%-ზე ნაკლები აღწევს მას. ისინი, ვინც იკმაყოფილებენ თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებას, გააჩნიათ შემდეგი მახასიათებლები : რეალობის მკაფიო აღქმა, ავტონომიისა და თვითაღიარების განცდა, პრობლემაზე ორიენტირება, ემპათია..


ამ თეორიის ძირითადი კრიტიკა მოთხოვნილებების ძირეული კვლევის ნეკლებობას ეხება, მეორე კრიტიკა იერარქიის ჩამონათვალის შეუსაბამობაა. მაგალითად, ჩვენ ხშირად გაგვიგია, რომ ადამიანები, რომლების დაავადებულნი არიან ხშირად ვერ იკმაყოფილებენ პირველად მოთხოვნილებებს, თუმცა აღწევენ ინტელექტუალური და ესთეტიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.


კარლ როჯერსის თეორია : პოზიტიური დამოკიდებულების მოთხოვნილება


კარლ როსერსმა დააფუძნა "პიროვნებაზე ორიენტირებული თერაპია" და იგი ხაზს უსვამდა ადამიანის მცდელობას გახდეს თვითაქტუალიზებული. აქტუალიზაციის პროცესი ადამიანის ზრდაზე, ავტონომიასა და გარე ძალებისგან თავისუფლებაზეა ორიენტირებული.

ეს ფაქტორები ადამიანის თანდაყოლილი მახასიათებლებია, თუმცა მათი შეძენა საკუთარი ან სხვისი გამოცდილების შედეგადაც არის შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, პირობო პოზიტიური დამოკიდებულება, რომლიც გამოხატავს პიროვნებისადმი დადებით დამიკიდებულას მისი თანდაყოლილი თვისებების და საქციელის გამო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

უპირობო დადებითი დამოკიდებულება მარტივად მისაღწევი არაა. მსგავსი დამოკიდებულება გააჩნიათ მშობლებს შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შვილების ყველა საქციელით კმაყოფილნი არ არიან, თუმცა როდესაც ისინი იზრდებიან, მშობლების დამოკიდებულება მათ მიმართ ხდება "პირობითი", რაც გამოიხატება ისეთ ქმედებაში, როგორიცაა კარგი ქცევა და მაღალი ნიშნები. ოჯახის გარეთ უფრო მეტად ვაწყდებით პირობით დამოკიდებულებას, რადგანაც საზოგადოება ადამიანებს მათი საქციელის მიხედვით აფასებს.

0
111
შეფასება არ არის
ავტორი:ელენი ლალიაშვილი
ელენი ლალიაშვილი
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0