x
ნევროზი ბავშვებში

ბავშვის ფსიქიკაზე საკმაოდ მძიმედ მოქმედებს ცხოვრების არახელსაყრელი გარემო პირობები და ფსიქოტრავმული სიტუაციები, მაგ., არასრული ოჯახი, არასწორი აღზრდა, ოჯახური კონფლიქტებ
ი.
ბავშვთა ასაკში ნევროზები შესაძლოა სხვადასხვა სახით გამოვლინდეს : შიშით, ჰიპერკინეზით, ღამის ენურეზით ( შარდშეუკავებლობით) და სხვ.
იპოქონდრიული ნევროზის დროს ჭარბობს მოულოდნელად განვითარებული საფრთხის განცდა საკუთარი ჯანმრთელობს გამო, თუმცა ამის რეალური საფუძველი არ არსებობს. ბავშვებს, რომლებსაც მშობლები ზედმეტ ყურადღებას აქცევენ, ჯანმრთელობის უმნიშვნელო პრობლემის გამო შესაძლოა მოწიფულობისას ნევროზი განუვითარდეთ.


ლოგონევროზი - 3-4 წლის ასაკში ბავშვთა უმრავლესობა საუბრობს სრული წინადადებებით და მუდმივად იმდიდრებს სიტყვათა მარაგს. ზოგჯერ, აღგზნებისას, ბავშვს მეტყველება არეული და ნაწყვეტ-ნაწყვეტი უხდება, ცდილ
ობს საჭირო სიტყვა შეარჩიოს, მაგრამ არ გამოსდის, ეს განაპირობებს ენაბორძიკობას, რომელიც თავიდან ნორმად ითვლება, მაგრამ თუკი ეს ექვსი წლის შემდეგაც გაგრძელდა შეიძლება სერიოზული პრობლემები განვითარდეს. შედეგად, ბავშვი კარგავს საკუთარი თავის რწმენას, თავის თავში იკეტება. ზოგჯერ ენაბორძიკობა მემკვიდრეობით გადაეცემა. ლოგონერვოზი ადვილად იკურნება, თუკი მშობელი მალევე მიაქცევს ყურადღებას ბავშვის ენაბორძიკობას. არ არის რეკომენდირებული მშობელი აქტიურად ჩაერთოს ბავშვის მეტყველებაში და მის მაგივრად დაამთავროს სიტყვა.

imageტიკი მოკლე, სწრაფი, განმეორებადი სტერეოტიპული მოძრაობებია, რომლებიც სიხშირისა და გამოხატულების მიხედვით ცვალებადობს. ტიკი ძლიერდება ნეგატიური მღელვარებისას და ხშირად ქრება მუშაობის დროს კონცენტრირებისას. მარტივი ტიკები ვლინდება თვალი, მხრების პირის მუსკულატურაზე.


ენურეზი - შარდის შეუკავებლობა ღამით - უფრო ხშირად ვლინდება ბიჭებში, ვიდრე გოგოებში. ღამღამობით ლოგინში შარდვა სტრესული სიტუაციაა არა მარტო ბავშვისთვის, არამედ მშობლებისთვისაც. რეკომენდებული არ არის ღამით ბავშვის გაღვიძება და გადაყენე
ბა, რადგან ამ დროს იგი ეჩვევა მოშარდვას ნახევრად მძინარე მდგომარეობაში. ასეთ ბავშვებს, რომლებიც ღამით შარდს ვერ იკავებენ, ძალიან ღრმად სძინავთ. ზოგიერთს პატარა შარდის ბუშტი აქვს, ზოგი კი უბრალოდ ძალიან ზარმაცია. აღსანიშნავის ის ფაქტი, რომ საკუთარი შარდის ბუშტის კონ
ტროლს ბავშვები თანდათანობის სწავლობენ და მშობელსაც დიდი მოთმინება მართებს. ყურადღება უნდა მიექცეს, რომ პატარამ დაძინებამდე მოშარდოს. ძილის წინ ბავშვმა არ უნდა მიიღოს კოფეინის შემცველი სასმელები, რადგან ისინი შარდმდენივით მოქმედებს ( "კოკა-კოლა", შოკოლადი, ყავა). მშობელმა არასოდეს უნდა აგრძნობინოს ბავშვს, რომ ბრაზდება. პირიქით, უნდა წაახალისოს, როცა ლოგინი მშრალი დახვდება. ამ დროს ბავშვს უჩნდება სურვილი კარგად მოიქცეს და მიიღოს ჯილდო. აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და ენურეზის გამომწვევი მიზეზების სრულყოფილი გამოკვლევა.

0
224
შეფასება არ არის
ავტორი:ელენი ლალიაშვილი
ელენი ლალიაშვილი
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0