x
ეპილეფსია
image


ეპილეფსია თავის ტვინის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ვლინდება გამეორებადი, როგორც კრუნჩხვითი, ასევე არაკრუნჩხვითი, ეპილეფსიური გულყრით.


ეპილეფსიური განტვირთვის აღმოცენების უნარი, რაც კლინიკურად კრუნჩხვით ვლინდება, ადამიანის ისეთივე თვისებაა, როგორიც სუნთქვა, საკვების მონელება და ა.შ. იგი იმ შემთხვევაში აღმოცენდება თუ ორგანიზმის ჯანმრთელი ნერვული უჯრედი - ნეირონი ზედმეტად გაღიზიანდება და განიტვირთება ჭარბი ინპულსაციისას, ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის ზედმეტი გაღიზიანების შემთხვევაში ყალიბდება ეპილეფსიური კრუნჩხვა. ამის მარტივი მაგალითია - ელექტროშოკი.


ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს სამი ცნება :


კრუნჩხვითი მზაობა ანუ ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის თვისება, კრუნჩხვით უპასუხოს ზედმეტ გაღიზიანებას. კრუნჩხვითი მზაობა ბუნებრივი თვისებაა და თითოეულ ადამიანში ძევს. თუ ადამიანს ერთი-ორჯერ განუვითარდა კრუნჩხვა ალკოჰოლის მიღების, თავის ტვინის ტრავმის შედეგად, ემოციური სტრესის პასუხად, მენსტრუალურ ციკლზე და ა.შ. ეს არის ეპილეფსიური რეაქცია. ეპილეფსიაზე, როგორც დაავადებაზე მაშინ საუბრობენ, როდესაც გულყრები ყოველგვარი გამღიზიანებლის გარეშე აღმოცენდება და ადამიანს ასეთი უმიზეზო გულყრა 6 თვის მანძილზე 2 ჯერ მაინც უვითარდება.


ეპილეფსიის რისკფაქტორია ნებისმიერი მოვლენა, რომლიც ნეირონის ძლიერ გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ კრუნჩხვა მხოლოდ მაშინ ვითარდება, თუ ადმიანს კრუნჩხვისადმი მზაობა გენეტიკურად მომატებული აქვს. ხელს უწყობს ინფექციური და ენდოკრინული დაავადებები, მაღალი ტემპერატურა, კვებითი ინტოქსიკაცია, ნარკომანია, ზოგიერთი მედიკამენტი, ალკოჰოლი. დაავადება ვლინდება ახალშობილებშიც. ზოგიერთ ბავშვს გენეტიკურად აქვს ასაკობრივი პერიოდი, რომლის ფარგლებშიც დაავადება უნდა გამოჩნდეს.


წარსულში ეპილეფსიას კრუნჩხვასთან, გალურჯებასთან, პირიდან დუჟის გადმოსვლასთან აიგივებდნენ. ასეთი ფორმის გულყრა იმ შემთხვევაში ვითარდება, როდესაც გაღიზიანებული ნეირონი აღგზნებას მთელ ტვინს გადასცემს.

უმეტესად კი ეპილეფსიური გულყრა მეტად უმნიშვნელო გამოვლენებით მიმდინარეობს, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი უბანი აღიგზნება. მაგ, თუ აღგზნებული უბანი მხედველობის ცენტრში მდებარეობს, შეტევის დროს ადამიანმა შესაძლოა სხვადასხვა ფერი დაინახოს, საგნებმა ფორმა იცვალოს, დაგრძელდეს, დაშორდეს. ადამიანს შეგრძნება უჩნდება, თითქოს იქ ოდესღაც უკვე იყო, ანდა საკუთარ თავს გვერდიდა უყურებს, გაორებულია.


ეპილეფსიის მიმდინარეობა ბავშვებსა და მოზრდილებში დაახლოებით ერთნაირად ვლინდება, თუმცა ბავშვებს ამის დაფიქსირება უჭირთ. ისინი თავად ვერ აღწერენ საკუთარ შეგრძნებებს, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა, მასწავლებელმა ან აღმზრდელმა მიაქციოს ყურადღება ყველა საეჭვო ნიშანს : ბავშვი უეცრად წყვეტს საუბარს, თითქოს უაზროდ იღიმება, რაც შემდეგ აღარ ახსოვს, ხელიდან სცვივა საგნები, კუნთოვანი ტონუსის ცვლილება, უეცარი გაწითლება ან გაფითრება.

ეპილეფსიის კლინიკური ნიშნები ძალზე მრავალფეროვანია, ამასთანვე ეს ნიშნები სხვა დაავადებებსაც ახასიათებს. იმის დადგენა, კონკრეტული შემთხვევა მართლა ეპილეფსიური გულყრაა თუ არა, კვალიფიციური სპეციალისტის პრეროგატივაა.

0
57
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენი ლალიაშვილი
ელენი ლალიაშვილი
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0