x
სკოლისთვის მზაობის ცნება
image



სკოლაში სწავლების დასაწყისი სრულიად ცვლის ბავშვის ცხოვრებას. იგი პირველ ნაბიჯებს დგამს საქმიან ცხოვრებაში, სადაც წამყვანი წესები და მოვალეობებია. იმისთვის, რომ ბავშვი მზად იყოს სკოლაში აკადემიური საქმიანობისთვის აუცილებელია იგი იყოს მომწიფებული :

1.ფიზიკური;

2.კოგნიტური(შემეცნებითი);


3.სოციალურ-პიროვნული თვალსაზრისით;


ფიზიკური მზაობა- როგორც ცნობილია, გაკვეთილი მკაცრად განსაზღვრული წესრიგით ხასიათდება.ამიტომ, ბავშვმა სკოლაში სიარული და ყველა სასწავლო დავალების შესრულება უნდა შეძლოს. აუცილებელია, ორგანიზმი ფიზიკურად განვითარებული ჰქონდეს და მოტორული აპარატის მიზანმიმართული მართვა შეეძლოს. სკოლამდელ ასაკში მნიშვნელოვანია, მსხვილი და ნატიფი მოტორიკის განვითარება. მსხვილი მოტორიკა არის ბავშვის მოძრაობის კოორდინაცია, ხელების, ფეხების, სხეულის მოძრაობა. სკოლაში შესვლისთვის ბავშვს უნდა შეეძლოს სწორ ხაზზე სიარული, სირბილი, ხტომა, ბურთის დაჭერა და სროლა. ნატიფი მოტორიკა არის თითების სწრაფი და ზუსტი მოძრაობების შესრულების უნარი, ის დამოკიდებულია ხელის მტევნის მომწიფების დონეზე. კარგად განვითარებული ნატიფი მოტორიკა გამოიხატება მაკრატლის, ფანქრის, ფუნჯის სწორად გამოყენების უნარში. ნატიფი მოტორიკის განვითარება ეხმარება ბავშვს წერის იოლად დაუფლებაში.


კოგნიტური მზაობა გულისხმობს:


1.აღქმის დანაწევრებას (მოიაზრება მთელიდან დეტალების გამოყოფა და დეტალების ერთ მთლიან ხატად გაერთიანება);

2.ყურადღების კონცენტრირების;

3.ანალიტიკური აზროვნება, მოვლენებს შორის კავშირის და მიმართების დამყარების უნარს;

4.ლოგიკურ დამახსოვრებას;

5. ნიმუშით ხელმძღვანელობის უნარს.


სოციალურ-პიროვნული მზაობა მოიაზრებს მოტივაციურ, სოციალურ და ნებელობით-ემოციურ სფეროს.


მოტივაციის ქვეშ მოიაზრება ბავშვის შემეცნებითი აქტივობის მოთხოვნილება. სკოლაში შესვლისთვის მნიშვნელოვანია, ბავშვს ჰქონდეს სკოლაში სწავლის სურვილი.


სოციალური მზაობა კი გულისხმობს ბავშვის თანატოლებთან ურთიერთობის მოთხოვნილებასა და უნარს; მოსწავლის როლის შესრულების უნარს; ქცევის სიტუაციის შესაბამისად მართვის უნარი.


ემოციურ მზაობაზე კი მეტყველებს იმპულსური რეაქციების შემცირებისა და იმპულსის შეკავების უნარი; უინტერესო საქმის ხანგრძლივად კეთების უნარი; ემოციის სიტყვით რეგულირების უნარი.


სკოლაში შესვლისას ბავშვის ცხოვრება იცვლება. უდარდელი სკოლამდელი იქცევა მოსწავლედ. მას უჩნდება ახალი და რთული ვალდებულებები. ასევე, ბავშვის წამყვანი ქცევა -თამაში- იცვლება სწავლით. შესაბამისად, გასაგებია რატომ უჭირთ ბავშვებს სკოლასთან შეგუება. თუმცა, ოჯახის, კლასისა და მასწავლებლის დახმარებით ბავშვები ადვილად ძლევენ სირთულეებს.

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა პარხომენკო
თეონა პარხომენკო
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0