x
ბავშვის განვითარება
image

ბავშვის ყოველ ასაკს ახასიათებს ნერვული სისტემის, ემოციური სფეროსა და მოტორული განვითარების სპეციფიკური თავისებურებები.

1-დან 6 კვირამდე ახალშობილისათვის დამახასიათებელია " საშვილოსნოსშიგა პოზის" შენარჩუნება. პატარას კუნთების მაღალი ტონუსის გამო კიდურები მოხრილი აქვს. მოძრაობა არაკოორდინნირებულია. თავს ვერ იჭერს. შესაძლებელია აღინიშნებოდეს სიელმე. მე-2 და მე-3 კვირას, მუცელზე წოლისას, ბავშვი უკვე ცდილობს თავის აწევას, რეაგირებს დაბალ ხმაზე. 1 თვის ასაკში მოძრაობა კოორდინირებული ხდება, ქრება სიელმა. მე-5 კვრიდან ხანგრძლივად ფიქსირდება ყურადღება ბრჭყვიალა საგანზე. ბავშვი ამ პერიოდში იწყებს გაღიმებას.


2-3 თვე. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია " გაცოცხლების კომპლექსი. ბავშვი იწყებს სიცილს, ღუღუნსა და ბურტყუნს, მოძრაობა აქტიურდება. ბავშვი კარგად იჭერს თავს, აბრუნებს სინათლისკენ და მოძრავი საგნების მიმართულებით. მუცელზე წოლისას სწევს ტანის ზედა ნაწილს, ეყრდნობა იდაყვებსა და ხელისგულებს.



3-6 თვე. კუნთოვანი ჰიპერტონია მთლიანად იხსნება, ბავშვს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი პოზა და თავისუფლად ამოძრაოს კიდურები. შეუძლია ჯდომა მუცელზე მიყრდნობილს, ცდილობს გარემოში გადაადგილებას, იწყებს ცოცვას. იღლიის ქვეშ ხელმოკიდებულს შეუძლია დგომა. თუკი პატარას გულმკერდს დაუჭერენ, ის შეეცდება ნაბიჯების გადადგმას. ბავშვის ემოციური რეაქციები სულ უპრო სრულყოპილი ხდება. იწყებს მარტივი მარცვლების წარმოთქმას. იძენს ახალ ჩვევებს.


6-12 ამ პერიოდის ძირითადი ნიშანია მოძრაობის დახვეწა. ბავშვი იწყებს სათამაშოს ერთი ხელიდან მეორეში გადატანას. ახასიათებს მეტად თავისუფალი ჯდომა. მე-9 თვიდან ხელჩაკიდებული მარტივად დადის, თავისით დგება და ცდილობს სიარულს. აღსანიშნავი ჩვევაა ფინჯნიდან დამოუკიდებლად დალევა, საჭმლის მიყოლება სასმლისთვის და სხვ.


1-დან 2 წლამდე ბავშვი დიდხანს დადის, შეუძლის წინაღობაზე გადასვლა, ჯოხზე გადაბიჯება, იმეორებს ადრე ნასწავლ მოქმედებებს, თოჯინას აჭმევს, აცმევს, ვარცხნის. 2 წლის ასაკში წარმოთქვამს მოკლე ფრაზებს, შეუძლია დამოუკიდებლად ჭამოს კოვზით მყარი საკვები. უფროსის დახმარებით ახერხებს ჩაცმასა და გახდას.


2-3 წელი. 2.5 წლის ასაკში ბავშვი არჩევს ოთხ სხვადასხვა ფერს : წითელს, ლურჯს, ყვითელსა და მწვანეს, ხოლო 3 წლის ასაკში ასახელებს მათ. თამაშობს უფრო შინაარსიანად. იწყებს სხვადასხვა როლის მორგებს.


1-დან 3 წლამდე ბავშვი სწრაფად იზრდება. 2 წლამდე წონის მატება თვეში საშუალოს 200-250 გრამის. სიმაღლეში კი დაახლოებით 10-12 სმ-ს იმატებს. 2-დან 3წლამდე 8სმ-მდე. რაც შეეხება მეტყველების განვითარებას დაახლოებით ერთი წლის პატარას ესმის, რას ეუბნებით და ამბობს პირველ სიტყვებსაც. 3 წლის ასაკში კი ერთ-ერთი აქტიურად მოუბარი წევრია. გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო ხშირად ესაუბრება მშობელი ბავშვს, ის მით მალე ალაპარაკდება. ბავშვი ლაპარაკს მიბაძვით სწავლობს, ამიტომ მას უნდა ესაუბრონ სწორად და გრმარტულად ისევე, როგორც მოზარდს.



0
243
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენი ლალიაშვილი
ელენი ლალიაშვილი
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0