x
სტრესი და ტრავმა
imageსტრესი ეს არის საპასუხო რეაქცია გარემოში არსებულ ინტენსიურ გამღიზიანებელზე. განარჩევენ სტრესზე სხვადასხვა სახის პასუხს.


1) ფიზიკური პასუხი: შოკი, ტკივილი, ძილის პრობლემები, გულისცემისა და სუნთქვის გახშირება, მომატებული აგზნებულობა. ამ დროს ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას გაიქცეს სტრესორისგან თუ შეებრძოლოს მას.


2) კოგნიტური პასუხი : დისბალანსი, რწმენის არქონა, დაბნეულობა და დეზორიენტირება, აკვიატებული აზრები. ეს კოგნიტური პასუხები ვითარდება ფიზიკურ პასუხებთან ერთად.


3) სოციალური პასუხი, რაც ხშირ შემთხვევაში აისახება ადამიანისა და მის გარშემო მყოფი ადამიანების ურთიერთობაზე. ისინი ცდილობენ გაერიდონ სხვა ადამიანებთან ურთიერთობას. ჩნდება ინტერპერსონალური კონფლიქტები.



4) ემოციური პასუხი : გრძნობების დაჩლუნგება-იმ ემოციების გამოხატვა, რაც ჩვეული იყო ადამიანისთვის კრიზისამდელ პერიოდში, კრიზისის შემდეგ აღარ იჩენს თავს. ემოციების მოზღვავება - ბრაზი, გაღიზიანება, შურისძიების სურვილი, თვითდადანაშაულება. ტრავმის და დანაკარგის შეხსენეაზე რეაქცია - შესაძლოა სურნელმა, ხმებმა, ადამიანებმა გამოიწვიონ მწვავე რეაქციები.


განასხვავებენ სტრესის მიმართ მწვავე რეაქციას და პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას. სხვადასხვა სიმპტომების გარდა, ძირითადი განსხვავება მდგომარეობს რეაქციების ხანგრძლივობაში. მწვავე რეაქცია გრძელდება 4 კვირაზე ნაკლები და ხასიათდება შემდეგი ნიშნებით : კონცენტრაციის სირთულე, გაუცხოება, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, შეუგუებლობა. პოსტტრავმული სტრესული აშლილობა კი 4 კვირაზე მეტხანს გრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანს ხედავს ღამის კოშმარებს, მოგონებები "ფლეშბეკების" სახით ახსენებს თავს, განიცდის ემოციურ დისტრესს.


სტრესთან დაკავშირებით არსებული თეორიებიდან აღსანიშნავია სალიეს თეორია, რომლის თანახმადაც არსებობს ეუსტრესი, რაც გამოწვეულია ნაკლებად ინტენსიური გამღიზიანებლის ნაკლები ხანგრძლივობით ზემოქმედებით. მიიჩნევა, რომ ასეთი სტრესორები აძლიერებს შინაგან რესურსებს. ხოლო დისტრესს იწვევს ძლიერი ინტენსივობის გამღიზიანებლის დიდი ხნის მანძილზე ზემოქმედება.ვითარდება პათოლოგიური, არაეფექტური დაძლების მექანიზმები.


სალიეს თეორიისგან განსხვავებით, ლაზერუსის თეორიის ცენტრალური კონცეფციაა სტრესის სუბიექტურობა. ერთნაირი სიტუაციები სხვადასხვა ადამიანის მიერ განსხვავებულად აღიქმება, შესაბამისად, იმისათვის რომ სიტუაცია იყოს სტრესული, ადამიანმა აღქმის დონეზე უნდა შეაფასოს როგორც საშიშროების შემცველელი.


ტრავმა ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია ძალაუფლებისა და ნდობის ბოროტად გამოყენებით. ტრავმა, ისევე როგორც სტრესი განისაზღვება ადამიანის სუბიექტური შეგრძნებით. მის სიმძიმეს განაპირობებს სხვადასხვა ფაქტორი. ტრავმა განსაკუთრებით მძიმეა თუ ის გამოწვეულია სხვა ადამიანის მიერ და განმეორებითია. მცირე ინტერვალის დროს ადამიანი ვერ ახერხებს სრულ რეაბილიტაციას და პათოლოგიური მდგომარეობები უვითარდება ემოციურ, ფიზიკურ და კოგნიტურ დონეზე.


იმ ინტერპერსონალურ ფაქტორების ჩამონათვალში, რომლებიც ტრავმირების ხარისხს ამძაფრებს გამოირჩევა:

1) წინმსწრები ფსიქიკური მდგომარეობა, რომელმაც შასაძლოა გამძააფროს ტრავმის აღქმა.

2) საყვარელი ადამიანის დაკარგვა

3) მხარდაჭერის არაეფექტური სისტება- თუ სტრესორის ზემოქმედება ძლიერია ადამიანს სჭირდება სოციალური თანადგომა, რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარება ტრავმასთან გამკლავებაში.


არსებობს ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც ტრავმირების მეტი ალბათობა აქვთ. მათ


შორისაა : მცირეწლოვანი და ასაკოვანი ადამიანები, სამედიცინო პრობლემების მქონე პირები. რისკის მოყვარული მოზარდები, ალკოჰოლზე და ნარკოტიკზე დამოკიდებული პირები, ორსული და ჩვილი ბავშვების დედები.

0
88
შეფასება არ არის
ავტორი:ელენი ლალიაშვილი
ელენი ლალიაშვილი
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0