x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
შეინახეთ ხილი და ბოსტნეული სწორად! ხერხები, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ
სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე გზას, რომელიც დაგეხმარებათ ხილ-ბოსტნეულის სწორად შენახვაში.


წესი 1. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ შენახვამდე არ შეიძლება ხილ-ბოსტნეულის გარეცხვა!!

image

შეიძლება, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ნამდვილად უკეთესია, არ გარეცხოთ ხილი და ბოსტნეული მაცივარში ან კარადაში შენახვამდე. თუ რამე დასვრილია, სჯობს, უბრალოდ, მშრალი ქსოვილით გაწმინდოთ. გარეცხვამ ხილ-ბოსტნეულს შეიძლება თავდაცვითი ბაქტერიები მოაშოროს, რომლებიც მას დაობებისგან და ლპობისგან იცავენ.



წესი 2. ხილ-ბოსტნეულის შენახვისთვის მშრალი გარემო უკეთესია!

imageდამატენიანებელი გარემო მხოლოდ იმას უწყობს ხელს, რომ ხილ-ბოსტნეულმა ბაქტერიები აიკიდოს. კარგი ხერხია ქაღალდის ხელსახოცის მოთავსება კონტეინერის შიგნიდან, ეს პროდუქტს თავიდან ააცილებს ჭარბ ტენიანობას.


წესი 3. რა უნდა ვქნათ, თუ მოუმწიფებელი ავოკადო შეგვხვდება?

imageასეთ შემთხვევაში, ავოკადო უნდა გავახვიოთ სქელ ქაღალდში ან გაზეთში და შევინახოთ ოთახის ტემპერატურაზე მომწიფებამდე. მომწიფების შემდეგ კი შეგვიძლია, მოვათავსოთ პოლიეთილენის პარკში და შევინახოთ მაცივარში.


წესი 4. იცოდეთ, რომ გარკვეული პროდუქტისთვის მაცივარი საერთოდ არ არის რეკომენდირებული!

imageწიწაკა, კიტრი და პომიდორი უჯობესია, ოთახის ტემპერატურაზე შეინახოთ. მაცივარში შენახვით წიწაკა თავის მოქნილ ფორმას კარგავს, კიტრი და პომიდორი კი, შესაძლოა, ლორწოვანი გახდეს.


წესი 5. შემოაკარით პარკი ბანანის თავებს!

imageმაცივარში შენახვის გამო, შესაძლოა, ბანანი გაშავდეს და გემო დაკარგოს. ამიტომ, შეგიძლიათ, შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე, მაგრამ თავებზე პოლიეთილინი უნდა შემოაკრათ.


წესი 6. გაწმენდილი და დაჭრილი ბოსტნეული შეინახეთ წყალში!

imageთქვენ შეგიძლიათ გაწმენდილი და დაჭრილი ბოსტნეული, მაგალითად სტაფილო, დიდ ხანს შეინახოთ მაცივარში, ოღონდ აუცილებლად მოათავსეთ ქილაში წყალთან ერთად.


წესი 7. ხახვი და ნიორი უპირატესობას ჩაბნელებულ ადგილებს ანიჭებენ!

imageხახვის და ნიორის საუკეთესო მეგობარი სიბნელეა. თუ თქვენ არ გაქვთ სპეციალური ადგილი მათ შესანახად, შეგიძლიათ, ქაღალდის ყუთებში მოათავსოთ, მაგრამ აუცილებლად გახვრიტეთ, რომ ჰაერიც მიეწოდებოდეთ.


წესი 8. მზის სხივები კარტოფილს აფუჭებს!

imageარასდროს შეინახოთ კარტოფილი ისეთ ადგილას, რომელსაც მზის სხივები ხვდება. უკეთესია, თუ მას შეინახავთ მშრალ, ბნელ ადგილას ხის კალათაში ან ყუთებში.


წესი 9. პომიდორის შენახვისას არ დამალოთ მისი ყუნწი!

imageყუნწი პომიდორის ყველაზე მოსაფრთხილებელი ნაწილია. ეს არის ადგილი, საიდანაც ის იწყებს ლპობას. თუ პომიდორს ყუნწით მაღლა შეინახავთ, უფრო დიდ ხანს გაძლებს.


წესი 10. შეინახეთ ყურძენი პოლიეთილენის პარკებში!

imageყურძენი ისე მალე აღარ გაფუჭდება და უფრო დიდ ხანს დარჩება ნორჩი, თუ პოლიეთილენის პარკებში მოათავსებთ და შეინახავთ მაცივარში.

0
232
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0