x
შემოქმედებითობა







ავტორი: კიკვაძე ნათია


19. 09. 2016 წელი





როგორ შეგვიძლია განვსაზღვროთ კრეატიულობა, შემოქმედებითობა? როგორც კონსტრუქტი, რომელიც აერთიანებს ლეონარდო და ვინჩის, ვინსენტ ვან გოგისა და ისააკ ნიუტონის, ტონი მორისონისა და ალბერტ აინშტაინის შრომას, გენიას? შეიძლება დავასახელოთ კრეატიულობის იმდენი დეფინიცია, რამდენი ადამიანიც ფიქრობს მასზე. თუმცა შემოქმედებითობის ფენომენის მკვლევრები უფრო ფართოდ განსაზღვრავენ კრეატიულობას, როგორც ისეთი პროდუქტის შექმნას, წარმოებას, რომელიც არის
ორიგინალური და ღირებულების მქონე. შედეგი შეიძლება იყოს მრავალგვაროვანი,
ის, რამაც შეიძლება მიიღოს განსაზღვრული ფორმა, მაგ., თეორია, ცეკვა, ქიმიური ნაერთი, გარკვეული პროცესი, მოთხრობა, სიმფონია და ა.შ.
რას ვგულისხმობთ ორიგინალურისა და ღირებულის შექმნაში? როგორები არიან კრეატიული ადამიანები? თითქმის ყველა თანხმდება, რომ შემოქმედებითი ინდივიდები გამოირჩევიან თვითმყოფადი სახის პროდუქტის წარმოებით. ისინი ქმნიან გამოგონებებს, ინსაიტურ აღმოჩენებს, მხატვრულ ნიმუშებს, რევოლუციურ პარადიგმებს, ან სხვა ერთდროულად ორიგინალურ და ღირებულ პროდუქტს. მაღალკრეატიული ადამიანები გამოირჩევიან კრეატიული ცხოვრების სტილით,
რომელიც ხასიათდება მოქნილობით, არასტერეოტიპული ქცევითა და ნონკონფორმული დამოკიდებულებებით.


რა ახასიათებთ კრეატიულ პიროვნებებს?



imageimage














რამდენიმე ფსიქოლოგმა კრეატიულობა გაზომა დივერგენტული პროდუქციით
- ესაა გილფორდის მიერ შექმნილი დავალებები, რომლებშიც შეიძლება ერთსა და იმავე კითხვებზე განსხვავებული პასუხების გენერირება. შემოქმედებითი ინდივიდები მსგავსი დავალებების შესრულებისას მაღალ ქულებს აგროვებენ. მკვლევრები კი ზომავენ პასუხების მრავალფეროვნებას, რაოდენობასა და შესაბამისობას. ასეთი შეკითხვის მაგალითია, მოიფიქრე ყველა შესაძლო შემთხვევა, რომელშიც გამოიყენებ ქაღალდის სამაგრსა და ბურთულიან კალამს. ტორენსის ტესტი ასევე განსაზღვრავს შემოქმედებით ფიგურულ პასუხებს. მაგ., პიროვნებას შეიძლება მისცენ ქაღალდის ფურცელი წრეებისა ან ხაზების გამოსახულებით. ტესტი გვიჩვენებს, თუ რამდენნაირად შეუძლია ინდივიდს აღნიშნული ფიგურების გამოყენება ნახატების შესაქმნელად. ტორენსის ტესტის დავალებები განსაკუთრებით კონცენტრირდება იმაზე, რამდენად ქმნის პიროვნება
უჩვეულო და გულმოდგინედ დამუშავებულ დეტალებს ფიგურის დასასრულებლად.

სხვა ფსიქოლოგი მკვლევრები ფოკუსირდებიან კრეატიულობაზე, როგორც პრობლემის გადაწყვეტისა და ინსაიტის კოგნიტურ პროცესებზე. აღნიშნულ მკვლევრებს სჯერათ, რომ ის, რაც შესამჩნევად კრეატიულ ადამიანებს განასხვავებს ნაკლებად შემოქმედებითი
ინდივიდებისაგან, ექსპერტული ცოდნა და მათი კრეატიული მცდელობები, მონდომებაა. ისინი მუშაობენ დიდხანს და მთელი დატვირთვით, სწავლობენ
წინამორბედებისა და თანამედროვეების მიღწევებს, ნაშრომებს. ამის საშუალებით კი უგროვდებათ მდიდარი ცოდნა თავიანთ სფეროებში.საკუთარ ცოდნაზე დაყრდნობით ქმნიან ინოვაციურ მიდგომებსა და პროდუქტებს და ამგვარად ცვლიან საზოგადოებას. ერთ კვლევაში შეამოწმეს დიზაინერი სტუდენტების მიერ შესრულებული პროდუქტების კრეატიულობა. მკვლევრებმა მოსწავლეებში კრეატიულობის დიდი პოტენციალი
აღმოაჩინეს.
ზოგიერთი კომპიუტერული პროგრამა, როგორიცაა მუსიკის შექმნა ან მეცნიერული პრინციპების ხელახლა აღმოჩენა, შეიძლება მივიჩნიოთ შემოქმედებითობის სახედ. მოცემულ პროგრამებში წარმოდგენილი დავალებებით ირკვევა, თუ ინდივიდების პასუხები, მიღწევები, რამდენად შეესაბამება კრეატიული ადამიანებისას, პროცესი რამდენად გამოირჩევა შემოქმედებითი ხასიათით. ლანგლისა და მისი კოლეგების მეცნიერული აღნოჩენების პროგრამები ფაქტობრივად ხელახლა აღმოაჩენენ მეცნიერულ იდეებს. თუნდაც Deep Blue, კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ამარცხებს ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს, გარი კასპაროვს.


imageკრეატიულობაში პიროვნულობა და მოტივაცია თამაშობსმნიშვნელოვან როლს. კრეატიული ადამიანებისთვის ნიშანდობლივია მოქნილი რწმენა და ღია, შემწყნარებლური დამოკიდებულებები სხვა კულტურების, რასისა და განსხვავებული შეხედულებებისა თუ რელიგიური მრწამსის მიმართ. ზოგი მკვლევარი ფოკუსირდება შემოქმედებით ნაყოფიერებაში მოტივაციის მნიშვნელობაზე. შეიძლება გამოვყოთ შინაგანი მოტივაცია, რომელიც ინდივიდისგან მომდინარეობს, გარეგანი მოტივაციისგან, რომელიც იმპულსს ინდივიდის გარეგანი წყაროდან იღებს. მაგ., შინაგანი მოტივატორი შეიძლება იყოს კრეატიული პროცესის გაზიარების სიამოვნება ან პრობლემის გადაწყვეტის პიროვნული სურვილი. შინაგანი მოტივაცია არსებითი და მეტად მნიშვნელოვანია კრეატიულობისთვის. გარეგანი შეიძლება
იყოს დიდებისა თუ ბედნიერების მოპოვების სურვილი. გარეგანი მოტივატორები ხელს უშლის შემოქმედებითობის უნარს ბევრ, მაგრამ არა ყველა გარემოებაში. ცნობისთვის, ერთ-ერთ ექსპერიმენტში ახალ, გამოუკვლეველ სიტუაციაში მოქმედი სუბიექტებისათვის მიცემულმა გარეგანმა ჯილდოებმა გაზარდა კრეატიულობაცა
და მათი შინაგანი მოტივაციაც. პირიქით, გარეგანმა ჯილდოებმა ნორმალური შესრულების ვითარებაში შეამცირა კრეატიულობა და შინაგანი მოტივაცია.
გამოიყოფა განსაზღვრული ნიშნები, რომლებიც თითქმის ყოველთვის ასოცირდება კრეატიულ ადამიანებთან. შემოქმედებითი ინდივიდები არიან ახალი განცდების მიმართ ღია და გახსნილები. თავდაჯერებული, თვითმიმღებლური, ამბიციური, დომინანტი,
ენერგიული, სტიმულირებული, მიზანდასახული ნაკლებ კრეატიულებთან შედარებით.
რა ნიშნებს მიაწერს კოგნიტური ფსიქოლოგია კრეატიულ ადამიანებს? ამ საკითხზე არსებობს განსხვავებული მიდგომები : ფსიქომეტრული და კოგნიტური, პიროვნული
და მოტივაციური. სოციალური და სოციოლოგიური, საზოგადოებრივი და ისტორიული. მაგალითად, ზოგიერთი ავტორისთვის, შემოქმედებითი აზროვნება ჩვეულებრივ ორდინალურ აზროვნებას ეფუძნება და ყოველდღიური პრობლემების გადაწყვეტაში ვლინდება. ფსიქოლოგების მეორე ნაწილი დაწმუნებულია, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს იშვიათად აქვთ შემოქმედებითი აზროვნების უნარი და მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანებს აქვთ ექსტრაორდინალური შემოქმედებითი აქტივობის უნარი სპეციფიკურ
სფეროში - მუსიკაში, მხატვრობასა თუ მეცნიერებაში.
შემოქმედებითი ინდივიდები გამოირჩევიან ზომიერი თანადგომით, მაგრამ ხშირად ხასიათდებიან სიმკაცრითა და შედარებითი გულგრილობით( ნაკლებად ჩანან, როგორც მოსიყვარულე და აღმზრდელი) ოჯახში. მათ ჰყავთ მხარდამჭერი ხელძღვანელები,
მენტორები. არჩეულ სფეროებში უმეტესილად ადრეულადვე იჩენენ ინტერესს. მას შემდეგ, რაც მაღალ დონეზე დაეუფლებიან თავიანთ დარგს, მათ ხელობაში
დაახლ. ათწლიანი გაწაფულობის შემდეგ, მათივე ინიციატივით ახდენენ „რევოლუციურ გარღვევას“. წამოწყების სრულყოფის მიზნით კრეატიული პერსონები მთელ თავის ენერგიას უძღვნიან სამუშაოს. ზოგჯერ კი თმობენ, უარყოფენ ახლო ურთიერთობებს. ხშირად პირველი შემოქმედებითი მიღწევიდან დაახლ. ათი წლის შემდეგ ახდენენ ახალ „ფურორს“, დიდ წარმატებას. ეს შეიძლება იყოს მისივე პოტენციალის უფრო ამომწურავი, ღრმა და მთლიანობითი ხასიათის, მაგრამ ნაკლებად რევოლუციური მნიშვნელობის. შემოქმედი გააგრძელებს თუ არა შემდგომ მირწევებს, დამოკიდებულია
მის მცდელობაზე, მოღვაწეობის სპეციფიკურ სფეროზე. პოეტები და მეცნიერები ნაკლები ალბათობით გამოირჩეოდნენ ამით, ვიდრე მუსიკოსები და მხატვრები.
სტერნბერგი მიდის დასკვნამდე, რომ კრეატიულობა ბევრი პიროვნული და გარემო ფაქტორის მოქმედების შედეგია. მაღალი კრეატიულობის მქონე პიროვნებას საშუალო კრეატიული ადამიანისაგან განასხვავებს მათში მრავალ ფაქტორის ერთდროული
არსებობა და არა ერთი, მკაფიოდ გამოკვეთილი თვისების მოქმედება.
სტერნბერგს ორიგინალურად აქვს წარმოდგენილი კრეატიულობის მნიშვნელობა. ფინანსური ექსპერტების ცნობილი გამონათქვამი - „ვიყიდოთ იაფად და გავყიდოთ ძვირად“- სტერნბერგმა და მისმა კოლეგებმა მიუყენეს კრეატიულობას: კრეატიული ადამიანები, რომელთაც საქმე აქვთ იდეებთან, ასევე ყიდულობენ იაფად და ყიდიან ძვირად. სხვა სიტყვებით, ისინი ქმნიან კრეატიულ იდეებს მაშინ, როდესაც არავინაა დაინტერესებული მათში ინვესტიციის ჩადებით და მოგვიანებით, როდესაც
იდეა პოპულარული ხდება, ისინი ახალ კრეატიულ პროექტზე გადადიან.
სტერნბერგისა და ლუბარტის ინვესტიციის თეორიის მიხედვით კრეატიულობის აუცილებელი კომპონენტებია : ინტელექტუალური პროცესები, ცოდნა,
მოტივაცია, ხელშემწყობი გარემო, შესაბამისი აზროვნების სტილი და შესაბამისი პიროვნული თვისებები.

შემოქმედებითი აზროვნებისათვის ყველა ეს ასპექტი მნიშვნელოვანია. შეიძლება ადამიანს ახასიათებდეს 5 ნიშანი ზემოთჩამოთვლილ ნიშანთაგან და აკლდეს ერთი რომელიმე. მაგ: ინტელექტუალური შესაძლებლობები, მაშინ ის კრეატიულს ვერ შექმნის. მიაქციეთ ყურადღება გარემო ფაქტორების მნიშვნელობასაც. ამ შემთხვევაშიც
პიროვნებას შეიძლება 5 ზემოთ ჩამოთვლილი ნიშანი ჰქონდეს, მაგრამ აკლდეს ხელშემწყობი გარემო პირობები, რის გამოც მისი შედეგი კრეატიული ვერ იქნება.


გჯერათ თუ არა რომ...

შეიძლება თუ არა, რომ ის პროფესიის გათვალისწინებით,
რომელშიც მოღვაწეობ, ვიწინასწარმეტყველოთ, როდის იქნები ყველაზე პროდუქტიული?

შემოქმედებითი ადამიანები ხშირად ისწრაფვიან მსოფლიოს შეცვლისკენ. მაგრამ რასაც ისინი ვერ იგებენ, ესაა ასაკი, რომელშიც შემოქმედებითი პროდუქციის ფართო სპექტრში შეიტანენ თავიანთ უზარმაზარ წვლილს, კონტრიბუციას რაც დამოკიდებულია როგორც უშუალოდ მათზე, ისე მათ მიერ არჩეულ სპეციალობაზეც. დინ სიმონტონმა (Dean Simonton (1988, 1991, 1994)) შეისწავლა კარიერული მიმართულებები შემოქმედებითი კონტრიბუციისთვის და დაადგინა, რომ ოპტიმალური მიღწევების პერიოდები ცვალებადობს დარგების მიხედვით. მაგ., ქიმიაში ნაყოფიერი სიღრმისეული
მუშაობის ასაკია დაახლ. 38 წელი. მედიცინაში - 42. კომპოზიტორთა შორის - 41 წელი. მაგრამ საინტერესოა ის, რომ მიუხედავად ვარიაციებისა, სხვადასხვა სფეროში სოლიდური წარმატების მოპოვების საშუალო თარიღი 40 წელია. ასე რომ, თუ საკუთარ თავში კრეატიულობას ხედავ, მაგრამ არ გაქვს გრანდიოზული იდეა, ამავე დროს
ჯერ არ შეგისრულებია 40 წელი, გახსოვდეს, რომ საუკეთესო წინ გელოდება.


სახალისო კვლევა კოგნიტურ ფსიქოლოგიაში...

imageჩაამწკრივე 6 კბილის ჩხირი. სთხოვე მეგობარს, გააკეთოს
თანაბარზომის 4 სამკუთხედი მათგან, ჩხირების დამტვრევის გარეშე. ბევრი ადამიანი ვერ შეძლებს, ვინაიდან ისინი ეცდებიან სამკუთხედები გააკეთონ ერთ ჰორიზონტალურ სიბრტყეში.
აი, როგორია გამოსავალი: გააკეთე ერთ სამკუთხედი მაგიდის სიბრტყეზე სამი ჩხირისგან, დარჩენილი სამი ღერი შეუერთე წვეროზე. საბოლოოდ კი მიიღებ პირამიდას, გადაკვეთის წერტილით დაკავშირებულ გვერდებს და 4 სამკუთხედს. შენი
მეგობარი ცდებოდა, რადგან წარმოიდგენდა სიბრტყეზე ჩამწკრივებულ ღეროებს...




გამოყენებული ლიტერატურა:
Robert J. Sternberg and Karin Sternberg. Cognitive Psychology, Sixth Edition.

0
219
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია კიკვაძე
ნათია კიკვაძე
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0