x
ფარმაკოთერაპია
imageფსიქოფარმაკოლოგია ფსიქოლოგიის ერთ-ერთი დარგია და შეისწავლის თუ როგორ მოქმედებენ მედიკამენტები ქცევაზე, ბიოლოგიურ სისტემაზე და რა ძირითად ცვლილებას იწვევენ ისინი.

მედიკამენტებით მკურნალობის შემოღებამ დიდი ცვლილებები გამოიწვია აშლილობების მქონე პაციენტების მომავალზე. მომუშავე პერსონალს არ უწევდა დარაჯად ყოფნა და მათი მუდმივი კონტროლი. შეიძლება ითქვას, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტების პატიმრობა რეაბილიტაციით შეიცვალა. სტატისტიკაზე დაყრდნობით ჩანს სურათი, რომ ამ თერაპიის დანერგვის შემდეგ პაციენტთა რიცხვი თითქმის განახევრდა. დღეისათვის თერაპიულ პროგრამებში სამი სახის მედიკამენტები გამოიყენება : ანტიფსიქოტური, ანტიდეპრესანტული და ანქსიოლოზური.


ანტიფსიქოტური პრეპარატები მოქმედებს ნეიროგადამტან დოფამინზე. ქლორპრომაზინი და ჰალოპერიდოლი ამცირებს რეცეპტორების მგრძნობელობას, შედარებით ახალია კლოპაზინი, რომელიც ზრდის სეროტონინის აქტივობის დონეს. აღსანიშნავია, რომ ეს პრეპარატები არ არიან მხოლოდ ტრანკვილიზატორები. ისინი აქრობენ შიზოფრენიის გამოხატულ სიმპტომებს ბოდვებისა და ჰალუცინაციების ჩათვლით. ამ პრეპარატებს ასევე ახასიათებთ გვერდითი მოვლენები, რაც ძირითადად გამოიხატება კუნთების მუშაობის დარღვევაში, განსაკუთრებით სახის კუნთების მუშაობაში ( გვიანი დისკინეზია ). ასევე იმ პაციენტების 1-2% -ს, რომლებიც კლოპაზინით მკურნელობდნენ უვითარდებათ აგრანულკოციტოზი - ძვლის ტვინი წყვეტს სისხლის თეთრი უჯრედების გამომუშავებას. მეცნიერები აკვირდებიან პაციენტების მიერ მედიკამენტების მიღების შეწყვეტის შედეგებს. სამწუხაროდ უმეტესობას უვითარდება გვერდითი მოვლენები. ანტიფსიქოტური პრეპარატები არ კურნავენ შიზოფრენიას, ისინი ახერხებენ აკონტროლონ დაავადების ძირითადი სიმპტომები.



ანტიდეპრესანტები აძლიერებენ სეროტონინისა და ნორეპინეფრინის აქტივობას. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ამცირებენ სინაფსური ნაპრალიდან ნეიროგადამტანების განმეორებით შთანთქმას. ბიციკლური ანტიდეპრესანტი პროზაკი ამცირებს სეროტონინის განმეორებით შთანთქმას. ანტიდეპრესანტები დადებითად მოქმედებენ დეპრესიის სიმპტომებზე, თუმცა პაციენტების ნახევარზე ნაკლებს გაუმჯებესება არ აღენიშნება. ფსიქიატრების განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს პროზაკი მისი მძლავრი თერაპიული ეფექტის გამო. ლიტერატურაში აღწერილია არაერთი შემთხვევა, როდესაც პაციენტებმა მისი მიღების შემდეგ გასაოცარი პიროვნული ცვლილებები განიცადეს. ასევე ეფექტური შედეგი აქვს ლითიუმის მარილებს ბიპოლარული აშლილობის მკურნალობისას. მანიის პერიოდში უმართავი ენერგიის მდგომარეობიდან პაციენტი ლითიუმის დოზებს გამოყ


ანქსიოლიზური პრეპარატები, იგივე დამამშვიდებლები, ტვინში ნეიროგადამტანების დონეს არეგულირებენ. სხვადასხვა აშლილობების დროს განსხვავებული პრეპარატია ეფექტური. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა უკეთ იკურნება ვალიუმით ან ქსანაქსით, პანიკური აშლილობები, მათ შორის აგორაფობია ან სხვა ფობია ანტიდეპრესანტით, ობსესიურ-კომპულსური აშლილობა დადებითად რეაგირებს პროზაკზე, რადგან ის უშუალოდ მოქმედებს სეროტონინის აქტივობაზე.


როდესაც საუბარია მედიკამენტების დადებით თვისებებზე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ისინი გაცილებით იაფია ვიდრე ხანგრძლივი ვიზიტები თერაპევტებთან. თუმცა მედიკამენტოზური მკურნალობის გვერდითი მოვლენები ცნობილი არაა, მათ შეუძლიათ შეამცირონ სიმპტომები, თუმცა ვერ განკურნონ პათოლოგია

0
189
შეფასება არ არის
ავტორი:ელენი ლალიაშვილი
ელენი ლალიაშვილი
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0