x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
როგორ გამოიყურება ჯულიეტას სახლი-სიმართლე, რომელიც აქამდე არ იცოდით
შექსპირის განთქმული და შესანიშნავი პიესა "რომეო და ჯულიეტა" ყველამ კარგად ვიცით, თუმცა ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ის მის მიერ გამოგონილია და სინამდვილეში ვერონაში არც კი ყოფილა არასდროს. თუმცა, ამ სიმართლისდა მიუხედავად, "რომეო და ჯულიეტას" სიყვარულის გულშემატკივრებსა და რომანტიულ წყვილებს არ შეუწყვეტავთ ვერონაში ჯულიეტას სახლის მონახულება და დიდხანს ტკბობა იმ აივანის ცქერით, სადაც სწორედ რომ ჯულიეტა იდგა იმ მომენტში, როდესაც მას რომეო სიყვარულში გამოუტყდა. ერთი სიტყვით კი, დღევანდელ სტატიაში შეიტყობთ ნამდვილ ისტორიას Casa di Giulietta-ს შესახებ.


image


ე.წ. Casa di Giulietta ნამდვილად ეკუთვნოდა Del Capello-ს ოჯახს. სახლი აშენდა მე-13 საუკუნეში და გალავნის კედლის ერთ-ერთ ნაწილზე დღემდეა შემორჩენილი კაპელოს საგვარეულო გერბი. სახელმწიფო, სახლით 1900 წელს დაინტერესდა და გამოისყიდა კიდეც იგი. შემდეგ კი, იმის გამო, რომ გვარი კაპელო და შექსპირის პიესის მიხედვით გვარი კაპულეტო ერთმანეთს წააგავს, გადაწყვიტეს სახლი სწორედ შექსპირის ჯულიეტას სახლის მსგავსად გადაექციათ.


სახლის გადაკეთების მასიური მცდელობა 1930 წელს დაიწყეს და შეცვალეს ფანჯრები და გოთიკური კარიც კი, ხოლო ლეგენდარული აივნის დამატება კი ყველაზე გვიან მოხდა. ინტერიერის აღდგენა კი მხოლოდ 1990 წელს მოხერხდა. სახლში ასევე შეამჩნევთ კაპელოების კერამიკულ და ფერწერულ ნამუშევრებს, რომლებიც არანაირად არ შეესაბამება შექსპირის კაპულეტოებს. სახლის უკანა ეზოში კი დგას ჯულიეტას ბრინჯაოს ქანდაკება, რომელსაც მარცჯვენა მკერდი უფრო ელვარე აქვს და არსებობს ტრადიცია, რომლის თანახმად ვინც მის მარჯვენა მკერდს შეეხება, მას ბევრი წარმატება მოელის. გალავნის მთელი კედლები კი საინტერესო გრაფიტითა და სასიყვარულო წერილებითაა დაფარული, რომელსაც ხელისუფლება ვანდალიზმისგან სერიოზული ჯარიმებით იცავს.



imageimageimageimageimageimageimageimage

მიუხედავად შექსპირის ფანტაზიისა და ვერონას მთავრობის მიერ განხორციელებული ჩანაცვლებისა, უამრავი ტურისტი მიდის ჯულიეტას სახლის სანახავად, ძეგლზე შესახებად და ლეგენდარული აივნის ცქერით დასატკბობად და მიუხედავად ტრაგიკული დასასრულისა, "რომეო და ჯულიეტა" ყველაზე ძლიერი და მოძრავი სიყვარულის ისტორიაა დასავლურ კულტურაში.


არ ცხრება ტურისტების ამბიცია იტალიაში House of Juliet: Via Cappello, 23, Verona 37121 გასამგზავრებლად, რომელიც სამშაბათიდან-კვირის ჩათვლით დილის 8:30 საათიდან, საღამოს 7:30 საათამდე მხოლოდ 3 € უჯდებათ, ბილეთები კი მუზეუმის სალაროებში იყიდება.



3
983
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
983
  
2016, 31 აგვისტო, 18:37
ძალიან საინტერესო იყო ყოჩაღ
2016, 29 აგვისტო, 17:44
არ მესმის იმ ხალხის, თავს რომ იტყუებს!
0 1 3