x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
"ჩემს მეზობლად, მაღალსართულიან სახლში ერთი გოგო ცხოვრობს"

image"ჩემს მეზობლად, მაღალსართულიან სახლში ერთი გოგო ცხოვრობს. იმ გოგოს ერთი ბიჭი ყვარობს, ეს გოგო, როგორც ჩანს, იმას არა ყვარობს. ცალმხრივათა უყვარს. ახლა რა ხდება-ეს ბიჭი არა ნებდება, ის კიდე ვაბშე არ ნებდება, ხოდა ეს ბიჭი ყოველ საღამოს ფეირვერკებს უშვებს იმის სახლთანა, გამარჯვებული ფლოტის ადმირალივით აქუხებენ. იმ გოგოზე ეგ ფეირვერკი აი ვუაბშე არ მოქმედებს, სამაგიეროდ მოქმედებს ჩემზე და ჩემს მეზობლებზე.
როგორც წესი ასე ხდება ხოლმე, ვეცდები თანმიმდევრობა არ დავარღვიო. მიდის ეს ბიჭი კორპუსთან, თავის ძმაბიჭებთან ერთად. ჩუმად მიდიან, გეგონება ყველამ არ ვიცით უკვე, დაცხებენ ამ ზალპს და მერე იწყება : ჯერ ჩემს ზევით რომ მეზობელია ის გამოდის ფანჯარაში და იმ ბიჭის დედაზე ამბობს ორიოდ სიტყვას, ვერ მოვიტყუები, ძალიან ბანალურად აკეთებს ამ ყველაფერს. მერე ზედა, მარჯვენა ფანჯრიდან ქალი გადმოდგება, ძუძუ-მკერდზე ხალათს შეისწორებს და ამ კაცს ჩამოსძახებს - იმას რას ერჩი ამას არ ყავს პატრონი?
შემდეგ უკვე სრული თავისუფლებაა, ვისაც რა უნდა იმას აცხადებს. ამასწინათ სადარბაზოსთან მეზობლის კაცი დამხვდა, ხელმოწერებს ვაგროვებო, იმ გოგოს დათანხმების შუამდგომლობით უნდა მივმართოთ უბნის სახელითო.
ეტყობა ვერ შეაგროვა საკმარისი რაოდენობა - ახლახანს კიდე დააქუხეს მეთოფეებმა!" - წერს ალექსანდრე პაიკიძე საკუთარ ფეისბუქ გვერძე.imageის ხშირად აქტიურობს მსგავსი შემოქმედებით სოციალურ ქსელში და მრავალი "ფანიც" ჰყავს.წარმოგიდგენთ მის კიდევ ერთ სტატუსად დაწერილ ტექსტს "ჩემს სახლში ორი კოღო ცხოვრობს. ანუ, ორი კოღო მყავს. ტილიან ბავშვზე რომ იძახიან - ტილები ყავსო, მასე ვარ, უბრალოდ მე ორი კოღო მყავს.
მთელი ზამთარი ისე გავიდა საერთოდ არ ვიცოდით ერთმანეთის შესახებ, არადა სახლი სრულებითაც არაა დიდი, მეტიც - პატარაა. ჩემს გარდა სახლში ცხოვრობენ : დიდ შუშებიანი კარადა, რომელშიც ადრე, წინა მფლობელი მადონას სერვიზს ინახავდა და კიდევ ყელმოღერებულ ბროლის ვაზასაც, ხოლო მე ტანსაცმლის შესანახად ვიყენებ, რატომ? სხვა კარადა ამ სახლში არაა და ჩემთან მოსულ სტუმარს ჯერ უზარმაზარი ლოგინი ხვდება თვალში ( ჩემი ნაყიდი არაა, ჩამიდეს) და შემდეგ მთელი ჩემი გარდერობი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მათ გარდა ოთახში არიან ტელევიზორი, რომელიც სრულიად მოულოდნელად ირთვება, სხვისი ვიზუალური ჩარევის გარეშე და ასევე მოულოდნელად ითიშება, მაცივარი, რომელიც პრინციპულად უარს აცხადებს გაჩუმდეს, ვერაფრით დავადგინე რასა სწუხს და რას მედუდღუნება. ხელოსანიც მყავდა, კარგად შეამოწმა და არაფერი არ სჭირსო მითხრა. ვერ გავრისკე მეკითხა რას მელაპარაკებათქო, მეზობლებს ისედაც გიჟი ვგონივარ. კიდევ მყავს მაგიდა, ორი ფეხმორყეული სკამი, ორი ღმა თეფში, სამი არა ღრმა, ოთხი ჩანგალი, ორი სუფრის და ერთიც ჩაის კოვზი, რომელიც ხშირად იკარგება და ჩაის იმ სუფრის კოვზით ვურევ ხოლმე.
აი, ასეთი იდილია სუფევდა ჩემთან და უცბად ეს კოღოები გამოჩნდნენ. ვგონებ ცოლ-ქმარია. ნუ, ერთმანეთს რომ ყვარობენ წყალი არ გაუვა, შეიძლება მათი სტატუსის შეფასებისას ცოტა ვიჩქარე კიდეც, მაგრამ ასეთი სიყვარული ადრე თუ გვიან ოჯახით მთავრდება ხოლმე. მოკლედ, როგორცაა, რას ვამბობდი და მამალი კოღოს წუილი რომ გავიგე ყურებს არ დავუჯერე, ( მამალი რომ იყო მერე დავადგინე, როდესაც წუილის ხმით ვისწავლე მათი სქესის გარჩევა) წამოვჯექი ლოგინზე და იმ წამს მეცა კისერში. მე არ ვიცი რა დავუშავეთ დრაკულას მოდგმას კაცობრიობამ, არც იმის მჯერა ადამიანი რომ მაიმუნისგან მოდის( ნუ, ზოგი ახლაც მაიმუნია) მაგრამ ეს ჩემი კოღოები უშუალოდ იმ ტრანსილვანიელი გრაფის შვილთაშვილისშვილები რომ არიან წყალი არ გაუვა!
დაიწყო მარა რა დაიწყო! ასეთი შეთამაშებული წყვილი მე მეტი არ მინახავს. რაის შუმახერი-ბარიკელო და რისი ნესტა-მალდინი და რომელი ილფი და პეტროვი! სისხლი გამიშრესო ხომ ამბობთ ხოლმე ხალხო და ფიგურალურად იყენებთ ამ გამოთქმას, ხო? ხოდა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სასწრაფოდ მესაჭიროება პირველი დადებითი ჯგუფის სისხლი! რაოდენობას ვერ მივუთითებ, ამ წამსაც დედალმა კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელა, დავაკვირდი, დედალი წელს ქვევით უფრო ხშირად უტევს ჩემს ნატანჯ სხეულს. ერთი რომ აღმოსავლეთიდან წამომივლის და რომ მგონია ახლა მივასიკვდილებ და ამის სისხლს დავლევ მერეთქო..... ჰაჰ, თურმე სადა ხარ?! მეორე ჩრდილო-დასავლეთიდან იწყებს ძირითად, მასირებულ შეტევას. ვერაფრით დავუმუღამე ტაკტიკა.
ერთხელ დედალს წავასწარი. იჯდა ჩემს ბალიშზე და არაფერს აკეთებდა. მოულოდნელი სიხარული გიგრძვნიათ? განგიცდიათ პირველი შეხება? აცუნდრუკებულხართ როდესაც ვინმეს უთქვამს მიყვარხარო? დამერწმუნეთ ეგ არაფერია იმასთან შედარებით რაც მე განვიცადე. გრავიტაციას აღარ ვემორჩილებოდი და ის იყო აღვმართე ჩემი ყოვლისმმუსვრელი მარჯვენა და წინასწარ გულში ვტკბებოდი მოსალოდნელი გამარჯვებით, რომ ზუსტად იმ აღმართულ მარჯვენაზე მიკბინა მამალმა......
გავტყდი, მორალურად გამანადგურეს. დილას ჩემით ვიხდი საბანს რომ გამოვკვებო და საღამოს, ძილის წინ ლოტოსის პოზაში ვჯდები დედიშობილა, ასევე მათი ვახშმობის მიზნით.....
შუადღეს სახლში არ ვარ და თავი როგორ გააქვთ არც კი ვიცი, ვნერვიულობ ცოტა არ იყოს......
ახლა რატომ ვწერე ამდენი, დილამდე თუ მომისწარით ვინმემ ხო კარგი და თუ ვერა და მერე მოხვალთ ამ ინსტრუქციას მიყევით : ჩაიცვით რაიმე ისეთი, რასაც ჩვენი სახელოვანი მეფის, ერეკლეს ხმალიც კი ვერაფერს დააკლებდა, დაიხურეთ მხოლოდ ფოლადის რამ ( გამოდგება ნებისმიერი საგანი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში თუჯი, გახვრეტენ და სისხლში შეიტანენ თუჯის შემცველობას, მიცდია, მაგაზე ცალკე ვმკურნალობდი მერე) ფეხი რომ ჩაბეტონებული უნდა გქონდეთ უჩემოდაც იცით.
ნუ იქნებით გულუბრყვილოები და არ იფიქროთ, რომ სამხედრო, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამათ გააჩერებს!
პ.ს. თუ თქვენ ამას კითხულობთ ........" image

2
1240
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
1240
  
2016, 21 ივლისი, 0:00
გავიხსენოთ ბუმბერაზი კლასიკოსები :))
2016, 19 ივლისი, 12:04
მაგარია :D
0 1 2