x
ლეგენდა ტიამატზე

ათასობით წლის წინ უცნობმა ბაბილონელმა 7 თიხის ფირფიტაზე
ჩაწერა სამყაროს შექმნის ლეგენდა, რომელიც იმ დრომდე ზეპირსიტყვიერებით გადაეცემოდა თაობიდან თაობას.


ამ ლეგენდის მიხედვით, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ყველაფერი ფორმას იყო მოკლებული, წარმოიქმნა ორი პირველყოფილი არსება. მათგან ერთ-ერთს, რომელიც იყო მამრობითი სქესის, ერქვა აპსუ და იგი მართავდა მტკნარ წყლებსა და სიცარიელეს. ხოლო მეორე, მდედრობითი სქესის, რომელსაც ერქვა ტიამატი, მართავდა მარილიან წყლებსა და ქაოსს. ტიამატი იყო დრაკონი, რომელსაც ჰქონდა ლომის ეშვები, ღამურას მსგავსი ფრთები, ხვლიკისებრი თათები, არწივისებრი ბრჭყალები, პითონის სხეული და ხარის რქები.
image

მათი კავშირისგან გაჩნდნენ ღმერთები, რომელთაგანაც ერთ-ერთმა მოკლა თავისი მამა-აპსუ. გამძვინვარებულმა ტიამატმა ქვეყანას მოავლინა ახალი შთამომავლობა-საშინელი ურჩხულები, რათა მათ გაენადგურებინათ ღმერთები. ამ ურჩხულებს შორის იყვნენ: ადამიანი-მორიელები, დემონური ლომები, გიგანტური გველები და დრაკონები, რომლებიც თავად ტიამატს ჰგავდნენ. მისი დამარცხება დაავალეს ღმერთ მარდუქს. იგი ყველგან ეძებდა თავის დედას, ტიამატს. საბოლოოდ, მან მოახერხა დაეჭირა
იგი თავის ბადეში, რომელიც უფსკრულში იყო განთავსებული და ისრით განგმირა იგი.

image


ამან თავზარი დასცა მის ახალ შთამომავლობას და მათ გადარჩენა მარდუქისგან გაქცევით სცადეს. მაგრამ მან შეიპყრო ისინი და ჯოჯოხეთში მიუჩინა მათ ადგილი. მარდუქმა ტიამატის გვამი ორ ნაწილად დაყო, მათგან ერთისგან შექმნა ცა, მეორისგან დედამიწა. ზეცაში ღმერთებისთვის მან ააგო დიდებული სასახლეები, განათავსა ვარსკვლავები და მთვარე-დროის მფარველი. ტიამატის შთამომავალთაგან ერთ-ერთის სისხლისგან შექმნა ადამიანები, რათა მათ ემსახურათ ღმერთებისთვის.

0
135
2-ს მოსწონს
ავტორი:ირინა ვახტანგიშვილი
ირინა ვახტანგიშვილი
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0