x
მელატონინი: ძილისა და ხანგრძლივი ცხოვრების ჰორმონი
მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც ეხმარება სხვა ჰორმონებისა და ცირკადული რითმის რეგულირებას. ცირკადული რითმი არის ე.წ. შინაგანი 24 საათიანი "მაღვიძარა“, რომელიც არეგულირებს იმას, თუ როდის ვიძინებთ და ვიღვიძებთ. სიბნელეში ორგანიზმი მეტ მელატონინს გამოიმუშავებს, ხოლო სინათლეში-ნაკლებს.

image



ღამით გამომუშავდება მელატონინის დღიური რაოდენობის
70%. ეს ჰორმონი გვიცავს ჩვენ სტრესისგან, ნაადრევი დაბერებისა და ზოგი დაავადებისგანაც
კი. იგი აკონტროლებს ბიორითმებს-ეხმარება დღისა და ღამის სმენასთან შეწყობას, აგზავნის ცხოველებს ზამთრის ძილში, ჩვენ კი, დაღამებისთანავე საწოლისკენ გვიბიძგებს. ჰორმონის გამომუშავება იწყებს ზრდას დაბინდებისას, აღწევს მაქსიმუმს ღამის 12-დან დილის 4 საათამდე და ეცემა გამთენიისას.
image
უნდა ვიცოდეთ, რომ თუ გვიანობამდე ვზივართ კომპიუტერთან,
დილამდე ვკითხულობთ წიგნს, ან თუ რაიმე განათება აღწევს საძინებელ ოთახში, მელატონინის საჭირო რაოდენობას ვერ მივიღებთ. სანამ ადამიანი ახალგაზრდაა, ეს მნიშვნელოვნად არ მოქმედებს მის ჯანმრთელობაზე, თუმცა, როდესაც ამ ჰორმონის გამომუშავება მცირდება, ურიგო არ იქნება ამ ჰორმონის დამატებით, პრეპარატის სახით მიღება.



ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, მელატონინი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას. იგი ახანგრძლივებს ცხოვრებას, იცავს ორგანიზმს სიმსივნისგან, ზრდის პოტენციას და ა.შ.


მელატონინის ფუნქციებს აგრეთვე განეკუთვნება:


1.ენდოკრინული სისტემის ნორმალურად მუშაობის უზრუნველყოფა;

2.ორგანიზმში მიმდინარე დაბერების პროცესების შეფერხება;

3.არტერიული წნევის რეგულირება;


4.ზოგიერთ სხვა ჰორმონზე ზეგევლენის მოხდენა;

5.თავის ტვინის უჯრედებზე დადებითი ზემოქმედება.

image



ძილთან დაკავშირებით სასარგებლო რჩევები:


1.უმჯობესია ფარდები კარგად გადავწიოთ, რათა ფანჯრიდან
არავითარი შუქი არ შემოდიოდეს.

2.არ უნდა დავიძინოთ ჩართული ღამის ნათურითა ან ტელევიზორით.

3.თუ ღამე ადგომა გვიწევს არ უნდა ავანთოთ შუქი. საპირფარეშოს
გასანათებლად საკმარისია სუსტი განათების მქონე ღამის ნათურაც.

4.ვეცადოთ დავიძინოთ არაუგვიანეს შუაღამისა, რადგან მელატონინის
მაქსიმუმი გამოიყოფა ღამის 12-დან დილის 4 საათამდე.







0
397
1-ს მოსწონს
ავტორი:ირინა ვახტანგიშვილი
ირინა ვახტანგიშვილი
397
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0