x
წითელი პანდა
წითელი პანდა, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში დაიპყრო ინტერნეტ სივრცე და ჩვენი გულები, არის ენოტისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ცხოველი. იგი შინაურ კატაზე ოდნავ დიდი იზრდება. იმის გამო, რომ შეფერილობითა და ზომით წააგავს მელიას, ჩინეთში მას უწოდებენ hunho-ს „ცეცხლოვან მელას“(ინგლ.firefox).ეს სიტყვათა შეთანხმება გამოიყენა კომპანია Mozilla-მ და თავის ბრაუზერს დაარქვა “Mozilla Firefox”.

image





წითელი პანდა ცხოვრობს მთებზე განლაგებულ ბამბუკის
ტყეებში, ზღვის დონიდან 2000-4000 მეტრ სიმაღლეზე. ეწევიან ღამის ცხოვრებას, დღისით სძინავთ ფუღუროებში მოკუნტულებს, ხოლო კუდი თავზე აქვთ შემოხვეული.

image




საშიშროების შემთხვევაში ცოცდებიან ხეზე. მიწაზე გადაადგილდებიან ნელა და მოუქნელად, სამაგიეროდ შესანიშნავად დაცოცავენ ხეებზე. მათი რაციონის 95% შეადგენს ნორჩ ფოთლებსა და ბამბუკის ყლორტებს. დანარჩენი 5% ესაა სხვადასხვა სახის ნაყოფი, კენკრა, სოკოები, ზოგიერთი მცირე ზომის მღრღნელი. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ წითელი პანდა დღის განმავლობაში კვებაში 13 საათს ხარჯავს.

image

იგი გამოირჩევა მშვიდობისმოყვარე ხასიათით და ადვილად იტანს ტყვეობას. იმის მიუხედავად, რომ მათი გავრცელების არეალი არც თუ ისე პატარაა და ბევრი მტერიც არ ყავს, იგი შეტანილია საერთაშორისო წითელი წიგნის ნუსხაში, „საფრთხის
ქვეშ მყოფის“ სტატუსით.

image





წითელი პანდის ადგილსამყოფელი ადვილად შეიძლება განადგურდეს.
საბედნიეროდ, ისინი კარგად მრავლდებიან ტყვეობაში. დღესდღეობით დაახლოებით 300 წითელი პანდა იმყოფება მსოფლიოს 85 ზოოპარკში და კიდევ ამდენი გაჩნდა ტყვეობაში ყოფნისას ბოლო
ორი ათწლეულის მანძილზე. (ვიკიპედიის მონაცემების მიხედვით).


image

0
487
2-ს მოსწონს
ავტორი:ირინა ვახტანგიშვილი
ირინა ვახტანგიშვილი
487
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0