x
„Global Eagle Entertainment“-ი და SES-ი გლობალური კავშირგაბმულობის პროექტის განხორციელებისათვის ერთიანდებიან
image2015 წლის 27 ოქტომბერს სატელიტურ ოპერატორს SES-სა და კომპანია
„Global Eagle Entertainment“-ს შორის ხელი მოეწერა კიდევ ერთ მრავალწლიან ხელშეკრულებას საჰაერო კავშირგაბმულობის სერვისების მიწოდების შესახებ.

ხელშეკრულების თანახმად, კომპანია აფართოვებს თანამშრომლობის არეალს სატელიტურ კომპანია SES-თან, რაც განპირობებულია საჰაერო კავშირგაბმულობაზე გაზრდილი მოთხოვნის არსებობით. ზემოხსენებული თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია დამატებით კომპანია SES-ის 6 ახალი სატელიტის გამოყენება საჰაერო სივრცეში ინტერნეტსერვისის გაუმჯობესების მიზნით.

კომპანია „Global Eagle Entertainment“-ს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამოგზაურო ინდუსტრიაში და ის არის სხვადასხვა ტიპის კონტენტისა და კავშირგაბმულობის

ერთ-ერთი მთავარი პროვაიდერი საჰაერო სივრცეში.
2015 წლის მარტში კომპანია „Global Eagle Entertainment“-მა ხელი მოაწერა


SES-თან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს საჰაერო ინტერნეტ კავშირის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას მგზავრებისათვის

მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კომპანია „Global Eagle Entertainment“-ი მგზავრებისათვის ამ სერვისის მიწოდებას SES-ის თანამზგავრების: SES-12, SES-14 და SES-15 მეშვეობით განახორციელებს, რომლებიც ამჟამად განვითარების პროცესში იმყოფება და მათი ამოქმედება 2017 წლისათვის არის დაგეგმილი. SES-14 და

SES-15-ის მეშვეობით შესაძლებელი იქნება დამატებითი ინტერნეტ დაფარვის უზრუნველყოფა გადატვირთულ მარშრუტებზე ამერიკის, ჩრდ. ატლანტიკური ოკეანის და კარიბის ზღვის მიმდებარე რეგიონებში, ხოლო SES-12 კი უზრუნველყოფს აზიური და ახლო აღმოსავლეთის რეგიონების საჰაერო სივრცის დაფარვას.

“SES-ი მუდმივად აფართოვებს სამოქმედო არეალს, რათა მოვახდინოთ მობილურ კავშირგაბმულობაზე მუდმივად მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება მსოფლიო მასშტაბით. ჩვენი მიზანია, რომ საჰაერო გადაადგილებისას მგზავრებს შევთავაზოთ ისეთი სერვისები კავშირგაბმულობის კუთხით, რომლებიც ფაქტობრივად არ იქნება
განსხვავებული იმისაგან, რასაც მათ სახმელეთო კავშირგაბმულობა სთავაზობს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამ დიდ საქმეს ჩვენს საიმედო პარტნიორთან - კომპანია „Global Eagle Entertainment“-თან ერთად ვაკეთებთ“- აღნიშნავს SES-ის ამერიკის რეგიონის გლობალური კავშირგაბმულობის ვიცე პრეზიდენტი, ელიას ზაკაკი.





0
10
შეფასება არ არის
ავტორი:SES Astra
SES Astra
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0