x
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი “TOMORROWLAND 2016 UNITE” კომპანია SES-ის სატელიტების მეშვეობით გაშუქდება
image

ფესტივალის მთავარ სცენაზე

მიმდინარე მოვლენების HD ხარისხით პირდაპირი ტრანსლაცია მსოფლიოს 7 სხვადასხვა ქალაქიდან SES-ის სატელიტების მეშვეობით განხორციელდება







ლუქსემბურგი, 21 ივლისი, 2016 წ. - სატელიტურმა კომპანია SES-მა და მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკის ფესტივალმა - Tomorrowland, დღეს განაცხადეს თანამშრომლობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც მოხდება ფესტივალის მთავარი ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია ბელგიიდან HD ხარისხით 7 სხვადასხვა ქვეყანაში.



3 დღიანი მუსიკალური ფესტივალი Tomorrowland-ი 180 000 მსმენელს ელოდება მთავარ ღონისძიებაზე დასასწრებად, რომელიც ბუმში, ბელგიაში გაიმართება. ფესტივალის წლევანდელი თემაა - UNITE (გაერთიანება), რის ფარგლებშიც დაგეგმილია ფესტივალის მეორე ღამეს ღონისძიების ჩატარება ერთდროულად შვიდ სხვადასხვა ქვეყანაში - მექსიკა, ინდოეთი, იაპონია, კოლუმბია, გერმანია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ისრაელი. კონცეფცია „გაერთიანება“ პირველად შარშან იქნა შემუშავებული და კონტენტის პირდაპირი მაუწყებლობა მუმბაიდან და მეხიკოდან ხორციელდებოდა.

ფესტივალის მეორე დღეს, 23 ივლისს, 21:00 სთ-დან ღამის 1 საათამდე ცენტრალური ევროპის დროით, ბელგიაში მიმდინარე კონცერტის მთავარი სცენის ღონისძიებები

SES-ის სატელიტების მეშვეობით გადაიცემა პირდაპირი ეთერით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ბელგიაში მიმდინარე ფესტივალის დამსწრეებს საშუალება მიეცემათ დაესწრონ კონცერტს ბელგიაში და ამავდროულად სცენაზე დამონტაჟებული დიდი მონიტორის საშუალებით თვალი ადევნონ სხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს.

ფესტივალის საუკეთესო მომენტების ამსახველი ვიდეო მასალა ულტრა მაღალი გარჩევადობის ფორმატში ხელმისაწვდომი იქნება SES-ის Ultra HD საცდელი არხების მეშვეობით.

0
23
1-ს მოსწონს
ავტორი:SES Astra
SES Astra
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0