x
GLOBAL EAGLE ENTERTAINMENT-მა და SES-მა სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომელიც ავიახაზების ფრენითი კავშირგაბმულობის უზრუნველყოფას გულისხმობს
ბეცდორფი, ლუქსემბური და ლოს ანჟელესი, კალიფორნია (2014 წლის 3 ნოემბერი) - ავიაკომპანიებისთვის ფრენითი კავშირებისა და ციფრული მომსახურებების მიმწოდებელმა მსოფლიოს წამყვანმა კომპანია Global Eagle Entertainment-მა (“GEE”, Nasdaq: ENT) და სატელიტურმა კომპანია SES-მა (კოტირდება პარიზის და ლუქსემბურგის Euronext–ის საფონდო ბირჟაზე: SESG) დღეს განაცხადეს, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც კომპანია SES-ი უზრუნველყოფს Ku-band თანამგზავრ

ის საშუალებით GEE საფრენი კავშირის სისტემისთვის გამტარობას. ორმხრივი შეთანხმება ითვალისწინებს კომპანიებს შორის გრძელვადიან თანამშრომლობას და SES-ის დახმარებით მსოფლიოს მასშტაბით ავიალაინერების კავშირით უზრუნველყოფას.


GEE ავიალაინერებს დაფარვის უპრეცენდენტო კავშირს მსოფლიოს უდიდესი თანამგზავრული კომპანიის სატელიტების

ავია


დახმარებით შეთავაზებს. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში GEE უაღრესად გააფართოებს შესაძლებლობებსა და მომსახურებას. აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს SES-ის უკვე არსებული კავშირის გამოყენებასთან ერთად მომავალი (HTS) spot beam-based სისტემის პრაქტიკაში დანერგვასაც.
ეს უკანასკნელი კი საოცრად გაზრდის ინფორმაციის გამტარუნარიანობის სისწრაფეს. თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს GEE-ს სერვისებს ბაზარზე, რომელიც მოიცავს ფრენისას გართობასა და ინტერნეტ კავშირებს. ახალ ეტაპზე GEE ავიაკომპანიების მგზავრებს მგზავრობისას ახალ კავშირებსა
და ციფრულ მედია შეთავაზებებს სთავაზობს.

ამგვარად, ხელშეკრულების თანახმად SES-ის 50-ზე მეტი თანამგზავრის გამტარობის დახმარებით GEE უზრუნველყოფს
მსოფლიოს გარშემო ავიაკომპანიების მგზავრებისთვის უმაღლესი ხარისხის სიგნალის მიწოდებას.

"ხელშეკრულების გაფორმებით SES უდიდეს როლს ასრულებს GEE-ს გაფართოების და პროგრესის საკითხში. აღნიშნული პარტნიორობით GEE ყველაზე გლობალური დაფარავის ზონას შესთავაზებს საკუთარ მომხმარებელს. ეს ყველაფერი კი SES-ის თანამედროვე სატელიტური ფლოტილიის დახმარებით განხორციელდება", - განაცხადა GEE-ს აღმსარულებელმა დირექტორმა დეივ დევისმა.

"SES-ის წარმომადგენლობა მეტად მოხარულია, რადგან სწორედ SES ახორციელებს GEE-ს სერვისების მხარდაჭრას დღეს და ამასვე გააკეთებს მომავალშიც" - ნათქვამია SES-ის კომერციული დირექტორის, ფერდინანდ კაისერის მიმართვაში.
"აერონავტიკის მობილობის სექტორი SES-სთვის არის ძირითადი სამიზნე ტექნოლოგიურ ბაზარზე და კომპანია ამ მიმართულებით დიდ პროგრესს ელოდება მომდევნო წლებში. აღნიშნული ხელშეკრულება სრულადაა მისადაგებული GEE-ს გლობალური საჭიროებებისთვის", - განაცხადა ფერდინანდ კაისერმა.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის SES-ისა და GEE-ს შორის მტკიცე სტრატეგიული თანამშრომლობის დასაწყისი", - განაცხადა GEE-ს ტექნოლოგიურმა დირექტორმა ადიტია ჩატერიემ. "ფრენით კავშირების გაუმჯობესებაზეა დამოკიდებული მგზავრთა კომფორტული მგზავრობა. მაღალი ხარისხის შესაბამისად კი გაიზრდება შემოსავლებიც. ჩვენ ერთობლივად ვაფართოებთ საერთაშორისო დაფარვის სივრცეს, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, სერვისებსა და ამავდროულად ვზრდით გაყიდვებს".

აღნიშნული ხელშეკრულება ერთგვარ ძირითად ელემენტს წარმოადგენს GEE-ს საქმიანობაში - საჰაერო კავშირებსა და ციფრულ მომსახურებებში, რაც უმთავრეს როლს ასრულებს დღვანდელი გლობალური ავიამომსახურების სფეროში. უმნიშვნელოვანესი პარტნიორობის ფარგლებში SES და GEE ერთობლივად ავითარებენ ტექნოლოგიებს, გაყიდვებსა და საავიაციო ინდუსტრიის სერვისებს
.

0
4
1-ს მოსწონს
ავტორი:SES Astra
SES Astra
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0