x
მსოფლიოს წამყვანი სატელიტური ოპერატორები გლობალური ჰუმანიტარული გაერთიანების მხარდაჭერას აძლიერებენ
imageმსოფლიოში ყოველწლიურად სულ და უფრო და

უფრო იზრდება სტიქიური უბედურებების, ბუნებრივი კატასტროფების და უბედური შემთხვევების რიცხვი,

რაც განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით, უმეტესწილად კი ეს ფაქტორებია

კლიმატის ცვლილება და ქვეყნის გეო-პოლიტიკა.


გასულ წელს ვანუატუში, ნეპალსა და ფილიპინებზე გლობალური ბუნებრივი კატასტროფების შედეგად განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ხაზი

გაუსვა იმ ფაქტს, რომ კომუნიკაციების როლი ასეთი ბუნებრივი კატასროფების

დროს გადამწყვეტია. სხვადასხვა კატაკლიზმების შედეგად მრავალი სახის გართულებები შეიძლება წარმოიქმნას, როგორიცაა ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელის გადატვირთვა, გაუმართაობა, ან მისი სრული განადგურება, საკომუნიკაციო არხები კი სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია ასეთი სიტუაციების დროს.


ზემოხსენებული ფაქტები ნათლად ადასტურებენ, რომ ტელესაკომუნიკაციო საშუალებების მნიშვნელობა და როლი იზრდება და მეტ აქტუალობას იძენს.

მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, 14 ოქტომბერს, ჟენევაში გამართულ

მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტზე, მსოფლიოს წამყვანმა სატელიტურმა

ოპერატორებმა (Eutelsat, Hispasat, Inmarsat, Intelsat, SES, Thuraya

და Yahsat), გლობალურ ჰუმანიტარულ გაერთიანებასთან ერთად, რომელიც წარმოდგენილი იყო გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის

ოფისისა (OCHA) და გადაუდებელი ტელესაკომუნიკაციო ჯგუფის

(Emergency Telecommunications Cluster) სახით, გადაწყვიტეს,

ხელი მოეწერათ კრიზისის მართვის ერთობლივი ქარტიისათვის.


სატელიტური სექტორი ყოველთვის მხარს უჭერდა და აქტიურად იყო ჩართული კატასტროფების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ორგანიზებულ

სხვადასხვა აქტივობებში; ისინი ასევე სისტემატურად იყვნენ და გააგრძელებენ პირველადი დახმარების გუნდის წევრობას, რომლის უპირველესი მოვალეობაა საკომუნიკაციო კავშირების უზრუნველყოფა და გადაუდებელი სამედიცინო

დახმარების მიწოდება მოსახლეობისათვის, რაც თავისთავად, ხელშემწობი

ფაქტორია სიკვდილიანობის მაჩვენებლის შესამცირებლად და მეტი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.


ხელმოწერილი ქარტიის მთავარ იდეას წარმოადგენს სპეციალური პროტოკოლის

და წესების შემუშავება, რომლებიც გაუადვილებს გადაუდებელი პირველადი დახმარების ჯგუფებს თანამგზავრულ კომუნიკაციებთან წვდომას და

უზრუნველყოფს მათ დაუყოვნებლივ გამოყენებას, მაშინ როცა ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელები მწყობრიდან არის გამოსული ან დაზიანებულია.


სტეფან ო’ბრიენი, გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა გენერალური მდივანი და გადაუდებელი დახმარების კოორდინატორი აღნიშნავს: „ჰუმანიტარული

გაერთიანება ენდობა თანამგზავრულ კომუნიკაციებს, რადგან ეს არის ერთადერთი ტექნოლოგია, რომელიც დაცულია ნებისმიერი სახის ბუნებრივი კატასტროფისაგან

და რომლის გამოყენება შესაძლებელია დაუყოვნებლივ, საჭიროებისამებრ,

მიუხედავად გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჰუმანიტარული გაერთიანებისათვის და თანამგზავრულ ოპერატორებთან

ჩვენი თანამშრომლობის სრულიად ახალი ეტაპი“.


წამყვანი სატელიტური ოპერატორები გვარწმუნებენ, რომ მათი ერთობლივი ძალისხმევით და ამ უნიკალური ქარტიის წყალობით, 2020 წლისათვის

ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანს,

მიეცემა შესაძლებლობა შეუფერხებლად აწარმოოს კომუნიკაცია, რაც

რეალურად ათასობით ადამიანისათვის სიცოცხლის შენარჩუნებას ნიშნავს.

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:SES Astra
SES Astra
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0