x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134619
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508790
ჩემი ნაჯღაბნები

მორჩა დღეს მე აქ ვრჩები ფანჯრის მინასთან ჩუმად დავწვები საღამოს ჩუმად მთვარიან ცაზე ვარკსვლავებით რო შეიმოსება ბოღმას დავამთხვევ ხელებს შევაწმენდ ერთსაც მოვგლიჯავ და გამოვკეტავ. დილით ავდგები ყველას დავხოცავ ყველას ვინც თუნდაც ერთხელ მითხრა არა არა თუნდაც იმისთვის რომ მითხოვნია წადი გამშორდი მოკვდი და გაქრი ნუ სუნთქავ ჩუმად ყარხარ გაჩერდი. მერე ვიყიდი მე ბილეთებს და გავფრინდები პირამიდებთან წრეებს დავარტყავ მანამ სანა არ ვიპოვი მე შესასვლელებს ბოლოს მივალ და მკვდარ ფარაონთან მუმიის ჩონჩხთან დავიწყებ ცეკვას მასაც ვეტყვი რომ ის არის მძორი შემდგომ ავდგები და ცეცხლში დავწვავ წამში წავშლი მე მის საუკუნეს მერე ავდგები და პირამიდას დავახატავ სრულიად უცნობი ავტორის ჩემ მიერ შექმნილ რაღაცა ნაჯღაბნს. მომაკვდავი როცა შემხვდა მე ქუჩაში ყელს მოვუჭირე ვუთხარი წადი ჭია ხარ წადი გამშორდი კარგო სიცოცხლით სავსე ბაღში მე დავანთებ ყველგან კოცონებს დავწვავ დავანგრევ საუკუნეების მიერ გამოჭედილ ამ ცივილიზაციას ყველაფერს გაგხდით ფულებს გაგიქრობთ ტყეში დაგყრით და ცეცხლსაც წაგართმევთ წვიმიან ღამეს მარტო დაგტოვებთ სურდოსგან სნეულთ ხელს არ გაგიწვდით როცა მოკვდებით მე თქვენ საფლავებს დავუვლი ყველას დავუნთებ სანთელს. მერე წავალ და სადღაც გავქრები არ მოგიგონებთ არცერთი წამით

0
9
7-ს მოსწონს
ავტორი:უნიჭო მწერალი
უნიჭო მწერალი
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0