x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
იეთიმ გურჯის 3 საუკეთესო ლექსი(სიმღერა), რომელიც წესით ყველა ქართველმა უნდა იცოდეს
image

15 ივლისი (1940 წ.) იეთიმ გურჯის( ნამდვილი სახელი იეთიმ დაბღიშვილი) გარდაცვალების დღეა. სახალხო მელექსის და ლოტბარის ნეშტი ხალხმა ავლაბრიდან ვაკის სასაფლაომდე ხელით მიასვენა და, როგორც თავად ითხოვდა, მის სასახლეს მიწის მიყრამდე ზევიდან შავი ნაბადი გაადაფარეს: „იეთიმ-გურჯსა ამა სოფლად არაფერი აბადია, ერთმანეთსა არ ვშორდებით მე და ჩემი ნაბადია... ზედ კუბოზე დამაფარეთ ისევ ჩემი ნაბადია“.იეთიმ გურჯი მოგვიანებით თბილისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.



ქვემოთ გთავაზობთ იეთიმ გურჯის სამ საუკეთესო ლექსს-სიმღერას რომლის მოტივსაც რა თქმა უნდა თავად ავტორი ქმნიდა და რომელსაც დღესაც ასრულებენ ქართველი მომღერლები:


ცივ ზამთარში უსახლკაროდ




ცივ ზამთარში უსახლკაროდ

სიცივეში გავატარე

გაზაფხულსა მოველოდი

მასზედ უარესს შევეყარე

გაზაფხულსა მოველოდი

მასზედ უარესს შევეყარე


მზეს ველოდი მზის მაგივრად


ვხედავ მთვარე ამოსულა

სადაც რომ ვარდი დავთესე

იქ ეკალი ამოსულა

სადაც რომ ვარდი დავთესე

იქ ეკალი ამოსულა



მე მაისი მარტად მექცა


მერცხლის ადგილს ჩხავის ყვავი

გაღმა გასვლა ვაპირებდი

შუა ჩამეძირა ნავი

გაღმა გასვლა ვაპირებდი

შუა ჩამეძირა ნავი


ბულბულის ხმა შემომესმა


მისმა ენამ გამახარა

ჩემს მებაღეს ვარდი ვთხოვე

მან ეკალი მომაყარა

ჩემს მებაღეს ვარდი ვთხოვე

მან ეკალი მომაყარა



ჩემი გაზრდილი შვილები

ეხლა მამას დასცინიან

იეთიმ გურჯმაც კარგად იცის

ვინც რომ მასზედ იცინიან

იეთიმ გურჯმაც კარგად იცის

ვინც რომ მასზედ იცინიან


ცივ ზამთარში უსახლკაროდ


სიცივეში გავატარე

გაზაფხულსა მოველოდი

მასზედ უარესს შევეყარე

გაზაფხულსა მოველოდი


მასზედ უარესს შევეყარე



შუა წყალში გადამაგდე ნავიდან



კარგი იყო არ გამეცნე თავიდან,

შუა წყალში გადამაგდე ნავიდან.

ჩემი გული შენ დაკოდე, დახიე,

ხელებს ითბობ, ცეცხლის ალში გამხვიე. დამიმონე, შენი შიშით ვკანკალებ,

მომერიე, გიხარიან, ხარხარებ...

როდემდისინ გქონდეს ქვისა გულია,

მე რომ ვტირი შენთვის სიხარულია.

ფიქრობ, ტანჯვით შემაძულო თავია,

ცდები, შენ ხარ ჩემი სალოცავია.

თვალებს დამთხრი-ფეხქვეშ ჩაგივარდები, რა გინდ მტანჯო, უფრო შემიყვარდები!

სულ არ გესმის ჩემი წერა-კითხვები,

რად მიყვარხარ, რატომ არ მეკითხები?

რომელ მსაჯულს ვთხოვო სამართალია, ვის შევჩივლო - რუსთაველი მკვდარია!



გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო!


გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო, დაკარგული შენი შვილი მოვედი, საქართველოს მიწა-წყალო, ალაგო, თორმეტი წლის გატანჯული მოვედი.

მთაო წმინდავ, მამა დავითისაო, შენ, დარაჯო ქალაქ თბილისისაო, წმინდა მიწავ, უკვდავ მწერლებისაო, მათ საფლავზე სალოცავად მოვედი.

ჩვენო ციხევ, ძველო ნარიყალაო, საქართველოს ძველო მკვიდრო ძალაო, შენი შვილი პოლშის ციხემ მმალაო, სისხლგამშრალი სალოცავად მოვედი.

დიდო ზარო, ჩვენი სიონისაო, ნატრული ვარ შენ დიდებულ ხმისაო, ჩვენო მტკვარო, ძმაო რიონისაო, ნაწამები საბანაოდ მოვედი.

ძმანო ჩემნო: ჰაოს, ქართლოსისაო, გატანჯულსა მიცნობთ დიდი ხნისაო, გაყიდული ორპირ მეგობრისაო, გამარჯობათ! იეთიმ გურჯი მოვედი!

1
1172
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1172
  
2023, 18 ივლისი, 22:42
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
0 1 1