x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508782
ჩემი ნაჯღაბნები

არ ვიცი როდის დაიწყო ან როგო მომეპარა თუმცა კი წამიღო და ჩამითრია, ხელ-ფეხი შემიკრა და ასე ხელ-ფეხ შეკრული ბაწარზე ჩამომკიდა. იყო ზამთარი ეს კარგად მახსოვს რადგან ჩამოკიდებული ზევიდან ქვევით კარგად ვხედავდი თოვლის ფანტელებით მორთული მიწის რაღაც ნაგლეჯს. არ მახსოვს არაფერი იმის გარდა რომ ჩემ წინ პატარა გოგო თამაშობდა ეფერებოდა ყვავილებს ყვავილებს რომლებმაც ამ სუსხიან ზამთრსაც კი გაუძლეს მე კი თავდაყირა ჩამოკიდულს აღფრთოვანების ტაშის შემოკვრა მსურს თუმცა სრულიად უძლურს მხოლოდ იმის შესაძლებლობა მაქ რო მთელი ღვარძლი ამოუშვა და ბოღმა ვანთხიო ყვავილზე რომელმაც ასე საოცრად ყველასგან მარტომ შეძლო და მოახერხა გადარჩენა მე კი უძლურს არაფრის თავი არ მქონდა არც იმის შანსი რო ცხოვრებაზე გაბრაზებულს ფეხით გამეთელა ეს სიცოცხლე და შემდეგ დამტკბარი საშინელი სიცილით თუ ბღავილით მთელი არსებით მეყვირა. მაგრამ არა უძლური ვარ ბედის ირონიაა გაჩერებული დაკიდებული სრულიად მარტოსული ვრძნობ როგორ ტოვებენ ჩემ სხეულს სისხლის წვეთები ისე თითქოს სადღაც მიეჩქარებათ თითქოს მიდიან იქით სადაც ყვავილმა გაშალა ფრთები ჩემი სისხლით გათბობას ლამობს არა არ მინდა ყვავილი რომლის სიკვდილსაც ვლამობდი ახლა ნუთუ შემი სისხლის სითბოთი ლამობს გადარჩენას სურს რომ ამ სუსხს ჩემით გადაურჩეს. ან კი საერთოდ როგორ დავრჩი აქ ასე უბრალოდ დაკიდებული ვინ დამკიდა ვინ გამიმეტა ასე მომაკვდავი სრულიად შიშველი ზამთრის სუსხიან ღამეს ასე მარტოდ რად გამწირა. თითქოს ცხოვრება სამაგიეროს მიხდის თითოეული ღვარძლისთვის თუ ბოღმისთვის და ახლა სრულიად დაუცველი ყვავილი რომლებსაც ადრე ფეხით ვთელავდი ან თუნდაც საკუთარი სატრფოსთვის მიმქონდა რომელთანაც შემდგომ ვნებიან ღამეებს ვატარებდი ახლა მე მკლავს? ნუთუ მორჩა გათავდა დროა რომ დავხუჭო თვალები და მერე? რა იქნება მერე იქნება რამე? ახლა კარგად მახსოვს პირველი ნაბიჯი როგორ ავიდგი ფეხი ნამიან მდელოზე თითქოს ყვავილიც ვიცანი მიღიმის? რა ხდება ყორნების ჩხავილი რატო ჩამესმის მე ასე ახლოს, მართალია ჩემ გაყინულ სხეულს ჭამენ თან ისე რო არაფერს არ მეკითხებიან.

1
9
4-ს მოსწონს
ავტორი:უნიჭო მწერალი
უნიჭო მწერალი
9
  
2014, 27 დეკემბერი, 15:07
ორიგინალური შედარებები და სიტყვების საინტერსო წყობაა,თქვენის ნებართვით "მოვიპარავ" :)
0 1 1