x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508782
ამ დილით
ვაბიჯებ ფოთლებს ზედ, გაცვენილთ ხეთაგან,
იპყრობენ ჩემს მზერას აქა-იქ წიწვებიც,

რას ვჩივი სიმაღლეს ან კიდევ ხეთა განს,

წვიმაზე არც ჩემი მუდარა სჭრის წლების.


სახლამდე ვანდომებ კვლავაც წუთს ათიოდს,


ცრემლების წვეთებად მიწაზედ მოსულ შვავს,

ვერც მე, ვერც ეს მიწა ვერაფრით ვპატიობთ,

რა მოსდის დალოცვილს, ასე რამ მოღუშა?


14 დეკემბერი 2014 წელი.



ავდარი


სულისშემძვრელად დღეს მოიღუშა,

თუ ახლა შევცქერ საკადრისს ბინდის?

თუმც კი რაიმე მას როდი უშავს,

მიტომ ვემდური, ჩემგან რომ მიდის.


გულჩათხრობილს და უენოს მტოვებს,

შემოღამება ტანშიდ მე რად მცრის,

ზედ შემომაწყობს ეს ღამეც ტორებს,

გამოძახილი სულშიდ ჟღერს მწამს ცის.


13 დეკემბერი 2014 წელი.

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:გუჯა შველიძე
გუჯა შველიძე
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0