x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134621
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508794
ნაკვესები

იქ ხომ ჩვენი, გარდა ეშვის,
ყავის ხეა კაკაოთი,
სხვა ქართველთა გარდა შეშლილს,
ოაზისი არა მყოფნის,

მისი ხალხნო არც სიღრმე დღეს,
არც სიგრძე, არც მისი განი,
არ ვარ ძმაო არქიმედე,
მით უფრო არც ინტრიგანი,

ერთი ვინმე ქართველი ვარ,
კავკასიის მთების შვილი,
ვიღაც მინდვრად კარვებს შლიდა,
მე კი ამ დროს, ფრთებსა ვშლიდი,

დამატიეთ ჩემს ქვეყანას,
რაშიდ მინდა მე აფრიკა?
თუ შეიშნობს კუდი ყავარს,
ბრძენს სკამიდან ვერ აფხიკავ.

რა ვქნა ჩვენი ამ ედემში,
არც ხე არის, არც ნაყოფი,
დასაღრჩობად გადავეშვი,
წყალში, მაგრამ არა მყოფნის,

მისი, ღმერთო, არც სიღრმე დღეს,
არც სიგრძე, არც მისი განი,
არ ვარ ბრძენი არქიმედე,
მით უფრო არც ინტრიგანი.

29 ნოემბერი 2014 წელი.


დეკემბერია უკვე ქალაქში,
კიც ასატანი გარეთ სუსხია,
თავს საფიქრალი იყრის კალამში,
რომელს იჭვები ახლაც სულს ხდიან.

პირველი დღეა ცივი ზამთრისა,
ათრთოლებული სუსხზედ, ფერმკრთალი,
ბრიყვის იერით იჭვი ჰგავს ვისაც,
სიო კი ახლის ეშხით შემთვრალი.

ჩემამდე აღწევს დილის მზის სხივი,
მონაფერები ნიავისაგან,
აჩრდილი კედრის თავშიდ ზის ხიდის,
და გამორიყულს მზისგან ის არ ჰგავს.

ქალაქში უკვე დეკემბერია,
კიც ასატანი გარეთ სუსხია,
თუმც კი სათქმელი ახლაც ბევრი მაქვს,
იჭვები ფიქრებს ლაღებს სულს ხდიან.

1 დეკემბერი 2014 წელი.

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:გუჯა შველიძე
გუჯა შველიძე
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0